
ჩინეთში კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ლაქშერი სეგმენტში გაყიდვები სწრაფად გაიზარდა, მათ შორის Richemont-ის მფლობელობაში მყოფი სამკაულების ბრენდ Cartier-ში. ჟენევაში დაფუძნებული ბრენდის გაყიდვებმა 2023 წელს, მარტის ჩათვლით, რეკორდული 5.03 მილიარდი შეადგინა. გარდა 14%-იანი ზრდისა გაყიდვებში, 5.9%-ით გაიზარდა კომპანიის აქციების ფასიც, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების ყველანაირ მოლოდინს.
კომპანიის თავმჯდომარის, მილიარდერი იოჰან რუპერტის განცხადებით, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, მოთხოვნა მზარდია, თუმცა მომხმარებლები მაინც იჩენენ სიფრთხილეს, როდესაც საქმე ძვირადღირებული ნივთების შეძენას ეხება.



ამასთან რუპერტი ამბობს, რომ ის არ ელის ჩინური ბაზრის ამერიკული ბაზრის მსგავსად სტაბილურად გაუმჯობესებას, რადგან ჯგუფური ტურიზმი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ჯერ-ჯერობით არ დაბრუნებია კოვიდამდელ მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, რუპერტი აღნიშნავს, რომ Richemont-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდები მზად არიან გაუმკლავდნენ როგორც მზარდ მოთხოვნას, ასევე მის კლებას.
Cartier-ის გარდა, Richemont ფლობს Van Cleef & Arpels-სა და Vacheron Constantin-ს, სხვა ბრენდებს შორის. BoF-თან საუბარში რუპერტი შეეხო ასევე LVMH-ის მიერ მათი შესყიდვის შესახებ ინფორმაციას, “ჩვენ უწყვეტ დიალოგში ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთის დამოუკიდებლობას,” განაცხადა მას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ LVMH-სა და ბერნარ არნოს Richemont-ის შესყიდვის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ის, რომ Richemont “არ იყიდება”, რუპერტს მოუწია ეთქვა ფრანსუა პინოსთვისაც, რომელმაც შესყიდვის ინიციატივა 2 წლის წინ გამოთქვა.
მას შემდეგ, შვეიცარიული კონგლომერატი არა მხოლოდ არ განიხილავს გაყიდვას, არამედ აპირებს შეისყიდოს წილები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიყიდა.