რამდენიმე დღის წინ მოდის ინდუსტრიას ღია წერილი გაეგზავნა, რომელშიც გაწერილია თუ რა არის საჭირო სისტემის გაჯანსაღებისთვის (იხილეთ სტატია). Rewiring Fashion მსგავსი წამოწყებაა, რომელსაც კოორდინირებას გამოცემა The Business of Fashion უწევს. ინიციატივას ემხრობიან დამოუკიდებელი დიზაინერები, აღმსასრულებელი ხელმძღვანელები და საცალო გამყიდველები. ისინი ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან: შეცვალონ ინდუსტრია ისე, რომ მისი ინტერესები თავიანთ სურვილებს და საჭიროებებს ერგებოდეს.

View this post on Instagram

I have been so overwhelmed and inspired by this group of independent designers and retailers who came together to talk about #rewiringfashion. It all started when @timblanks and I started fielding calls from designers around the world who were grappling with the survival of their businesses. Inspired by my friend @moj and her work in the beauty industry, we brought them together in a WhatsApp group and then on a Zoom call. And that was a month and several Zoom calls ago! By sharing their learnings and their frustrations, their passions and deepest fears, they came together with a proposal for the industry to consider. I am grateful to our @BoF team members, especially @amaandadadargan who drove the whole project forward, as well as @rrmalik and @vikramkansara. This wouldn’t have been possible without their contributions. I hope you will take the time to check out rewiringfashion.org [linkinbio] @rewiringfashion

A post shared by Imran Amed (@imranamed) on

„მოდის სისტემა უფრო და უფრო ნაკლებად უწყობს ხელს შემოქმედებითობას და საბოლოოდ, არავის ინტერესებს ემსახურება: არც დიზაინერების, არც საცალო გამყიდველების, არც მომხმარებლების — და არც ჩვენი პლანეტის. დროა ტემპი შევანელოთ და ხელახლა აღმოვაჩინოთ „სთორითელინგი“ და მოდის მაგია,“ – აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

#rewiringfashion აქცენტს სამ საკითხზე აკეთებს: მოდის კალენდარზე, ჩვენებების ჩატარების ფორმატსა და ფასდაკლებებზე, აღწერს პრობლემებს და ინდუსტრიას მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს.

View this post on Instagram

We were getting calls. I’m sure everyone was, writes BoF’s Tim Blanks. The coronavirus had hit fashion hard. There was a bush telegraph of nervous designers looking for any kind of reassurance against a growing tide of bad news. It was obvious that independent designers were going to be hit hardest. For those on a shoestring, it just got thinner. For those who were more established, querulous retailers and landlords were the challenge. Fashion has traditionally been an industry of secrets, but the virus made a nonsense of that. It was time for people to talk openly to each other. BoF facilitated a conversation, via Zoom, that brought dozens of independent designers and storeowners together. In bi-weekly digital gatherings over the past month – a whole patchwork of faces from all over the world – these designers and retailers hashed out a game plan for the future. In one way, it was purest logic. The fashion calendar – the showing, selling and shipping of clothes – divorced itself from common sense a long while ago. The rhythm of fashion’s seasons was surreally disconnected from the seasons as most of the world understood them. You’d go to buy a winter coat when the mercury dropped and all you’d find was bikinis. Irrational this was, but unquestioned, thanks in large part to the commercial might of American department stores whose tune the industry danced to. So, here were a few screens full of faces prepared to challenge the timetable, to create a new reality out of that old surreality, now turned to ashes by Covid-19. It hasn’t been easy. How could there be consensus with so many different wants and needs on the table? But, sure enough, a proposal on how to rewire the fashion calendar took shape. For me, says Blanks, the most important thing has been the communication. People who knew of each other but had never met are now talking across the globe. The future is collaboration not competition. That’s also how revolutions are made. Fashion needed one, and if it took a dreadful virus to create the conditions for change, that is surely just a measure of how great the need for revolution has been. Read the proposal at rewiringfashion.org #rewiringfashion

A post shared by @ rewiringfashion on

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, პრობლემები, რომლებიც მოდის კალენდართან დაკავშირებით არსებობს:

მოდური ჩვენებები ბევრად უსწრებს პროდუქტის მიწოდებას, რაც მის მიმართ სურვილს ამცირებს, როდესაც ის საბოლოოდ მაღაზიაში განთავსდება.
სხვა ბრენდები სწრაფად აკოპირებენ პოდიუმზე წარმოდგენილ ტანსაცმელს და ბაზარზე უფრო იაფად გამოაქვთ.
მიწოდების თარიღები შეუთავსებელია რეალურ სეზონებთან.
ფასდაკლებების სიხშირის გამო სრულ ფასში გაყიდვის პერიოდები ძალიან მოკლეა.
ბაიერები და პრესა ძალიან დიდ დროს, ფულს და ენერგიას ხარჯავენ მოგზაურობაში.

ალტერნატივები:

ქალის და მამაკაცის გაერთიანებული ჩვენებების ჩატარება იანვარში, თებერვალსა და ივნისში, რათა გახანგრძლივდეს სრულ ფასში გაყიდვის პერიოდები და მოგზაურობის საჭიროებები მინიმუმამდე დავიდეს.
ჩვენებები, კოლექციის მიწოდებები და რეალური სეზონები ერთმანეთს შეუთავსდეს, რომ მაღაზიებში ამინდის შესაფერისი კოლექციები განთავსდეს.
მიმდინარე სეზონის პრეზენტაციებს შეუთავსდეს მომდევნო სეზონის ყიდვის პერიოდები, რათა შემცირდეს მოგზაურობა.

მოდის ახალი კალენდარი
© rewiringfashion.org

პრობლემები, რომლებიც ჩვენებების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით არსებობს:

ჩვენებების ფორმატი ორმოცდაათი წელია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასშტაბები ბევრად გაიზარდა.
შოუები არ არის სათანადოდ მორგებული ციფრული სამყაროს მახასიათებლებს.

ალტერნატივები:

მოდური ჩვენებები იქცეს ღონისძიებად, რომლის უპირველესი დანიშნულებაც მომხმარებლების ჩართულობა, კოლექციების გაცნობა და მათ მიმართ სურვილის გაჩენა იქნება იქამდე, სანამ ისინი მაღაზიებში გამოჩნდება.
მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ წესები არ არსებობს და არ არის აუცილებელი ყველა ბრენდმა ყოველ სეზონზე გამართოს ჩვენება.
დიზაინერებს საშუალება მიეცეთ თავიანთი სურვილისამებრ მოაწყონ შოუები, ჩართონ თავიანთი მომხმარებლები და ის მედია საშუალებები, რომლებსაც თავად მისდევენ.

პრობლემები, რომლებიც მოდის ინდუსტრიის ფასდაკლებაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არსებობს:

იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები დიდი რაოდენობით არის გასაყიდად დარჩენილი, საცალო გამყიდველებს მასზე ფასის შემცირება უწევთ.
თუმცა გამყიდველები ყველა სეზონზე იწყებენ ადრეულ და ხშირ ფასდაკლებებს, რაც სრულ ფასში გაყიდვებს საგრძნობლად ამცირებს, რადგან მომხმარებელი მუდმივად ფასდაკლებებს ელოდება, რაც ბრენდებს შემოსავლიანობის და ფასეულობის კუთხით აზარალებს.

ალტერნატივები:

გამყიდველებმა თავი აარიდონ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის უკიდურეს ფასდაკლებებს და ბრენდის გძელვადიანი ფასეულობის და შემოსავლიანობის მნიშვნელობაზე იფიქრონ.
2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან ყოველი მომდევნო სეზონისთვის ფასდაკლებები იანვარსა და ივლისში დაიწყოს და შეწყდეს შუასეზონური ფასდაკლებები, მათ შორის შავი პარასკევის, კიბერ ორშაბათის და მარტოხელების დღის.  

იმ მნიშვნელოვანი სახელების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ინიციატივას მხარს უჭერენ

Tags :