იდეალური დასვენებისა და განტვირთვის შესახებ ყველა ადამიანს ინდივიდუალური წარმოდგენა აქვს. თანამედროვე დასასვენებელ რეზორტები მაქსიმალურად ცდილობენ მოერგონ დამსვენებელთა მრავალფეროვან სურვილებსა და საჭიროებებს.

ბოლო დროს, ყოვლისმომცველი დასასვენებელი რეზორტების შესახებ საუბარი საქართველოშიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა, დახვეწილი და კომფორტული სასტუმროების რაოდენობამ კი, შესამჩნევად იმატა. დღეს უკვე არაერთი კარგი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც გვთავაზობენ ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისათვის გვჭირდება. ამ სტატიაში, საქართველოში ადგილმდებარეობით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სასტუმრო კომპლექსზე – “ლიც რეზორტზე” გიყვებით.

Litz Resort მდებარეობს ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მეტრის სიმაღლეზე. სიახლე არავისთვისაა, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში. ხედი, რომელსაც “ლიც რეზორტი” დამსვენებელს სთავაზობს, მართლაც რომ უნიკალური და იშვიათია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის პირველივე ნახვისას დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. სიმწვანისა და ზღვის ხედების მოყვარულთათვის ამ სასტუმრო კომპლექსს ადგილმდებარეობით ბევრი კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს.

როგორც უკვე ითქვა, “ლიც რეზორტი” კვარიათში, მთის კიდეზეა განლაგებული, სასტუმროსაკენ მიმავალი გზა ტყეში გადის, კარგ ამინდში კი, რეზორტიდან არა მხოლოდ ბათუმისა და თურქეთის ქალაქ რიზეს, არამედ მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. ხაზგასასმელია, რომ ყველა ოთახს აქვს ზღვის ხედი, მაგრამ პანორამული ნომრებიდან გამორჩეულად განსაცვიფრებელი პეიზაჟები იშლება.

გარდა ხედებისა, სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს გასართობ და სარელაქსაციო აქტივობებს. ის მოიცავს, როგორც გარე, ასევე შიდა აუზებს, სპა ცენტრს, ბიბლიოთეკას, სპორტდარბაზს, კინოთეატრს, ბოულინგისა და ბილიარდის სათამაშო სივრცეებს, საბავშვო სათამაშო ზონას, გიგანტურ საჭადრაკო დაფასთან ერთად..

ადგილზე რესტორნითა და ბარით კი, აქ დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული სამზარეულო, ტრადიციული აჭარული ხაჭაპურით დაწყებული, ბერძნული და იტალიური კერძები, ან/დაც ზღვის პროდუქტებით დამთავრებული – არჩევანი მრავალფეროვანია.

გამოიწერეთ Litz Resort-ის ოფიციალური არხები და თვალი ადევნეთ შემოთავაზებებს:

Facebook: Litz Resort • ლიც რეზორტი

Instagram: litz_resort