კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდმა, Skims-მა ახალი კამპანია წარადგინა. კამპანიაში HBO-ს ცნობილი სერიალის, White Lotus-ის მეორე სეზონის ვარსკვლავები – სიმონა ტობასკო და ბეა გრანო მონაწილეობენ. იტალიელი მსახიობები სერიალის მსგავსად, რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრები არიან. ტობასკო და გრანო Skims-ის ლიმიტირებული კოლექციის სახეები გახდნენ. ეს კოლექცია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით გამოდის.
კამპანია თავად კიმ კარდაშიანმა წარადგინა – მან ფოტოები ინსტაგრამის პერსონალურ პროფილზე გამოაქვეყნა. როგორც პოსტის აღწერიდან ირკვევა, კარდაშიანის ეს არჩევანი White Lotus-ისა და მსახიობების პერსონაჟებისადმი სიმპათიით იყო განპირობებული.
White Lotus ტელეარხ HBO-ს ერთ-ერთი ყევლაზე გახმაურებული ახალი სერიალია. პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა. ანთოლოგიური სერიალის ნაჩვენები ისტორიის ცენტრში ძვირადღირებული სასტუმროს – White Lotus -ის დამსვენებლები არიან. ყოველ სეზონზე სიუჟეტი სხვადასხვა კურორტზე ვითარდება. სიმონა ტობასკო და ბეა გრანო მეორე სეზონში გამოჩნდნენ. ისინი ადგილობრივი იტალიელი მეგობრების როლს ასრულებენ.