სოციალური მედიისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მოდელი კენდალ ჯენერი და პუერტო-რიკოელი რეპერი, Bad Bunny ერთმანეთს  ხვდებიან. ახლახან წყვილი Gucci-ის სამგზავრო ჩემოდნების და ჩანთების ხაზის – Gucci Valigeria-ს სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. კენდალი და Bad Bunny სახასიათო ფოტოებსა და ვიდეოში ერთად პოზირებენ. ფოტოსესია აეროპორტშია გადაღებული. 

აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიის გამოსვლა Gucci-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა – რამდენიმე დღის წინ მოდის სახლმა ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელის, საბატო დე სარნოს სადებიუტო კოლექცია წარადგინა. Gucci Valigeria-ს კამპანიაც დე სარნოს კრეატიული ხელმძღვანელობით შექმნილი ერთ-ერთი პირველი კამპანიაა. 

იხილეთ Gucci Valigeria-ს კამპანიის ფოტოები: