გაზაფხული განახლების სიმბოლოა და ეს ჩვენს სტილშიც აისახება – ეს არის სეზონი, როცა იმიჯში ექსპრესიულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ განწყობას ეხმიანება „კენარისა“ და გერმანული ბრენდის – MYKITA-ს ერთობლივი საგაზაფხულო კამპანია, რომელიც ოპტიკას თანამედროვე მოდის კონტექსტში წარმოაჩენს.


კამპანიის კონცეფცია თავისი ვიზუალური თხრობით ქმნის სამყაროს, სადაც სათვალე მხოლოდ ფუნქციური აქსესუარი აღარ არის – ის ინდივიდუალური სტილის მთავარ ელემენტად იქცევა.


საგაზაფხულო კამპანიის მთავარი გმირი – MYKITA მაღალი კლასის გერმანული ბრენდია, რომელსაც ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს „კენარი“. ბრენდი ხელნაკეთი ოსტატობით, მინიმალისტური დიზაინითა და თანამედროვე ფორმებით გამოირჩევა. თავისი ესთეტიკით თითოეული მოდელი სრულად შეესაბამება გაზაფხულის ენერგეტიკას.

Screenshot


MYKITA 2003 წელს ბერლინში დაარსდა. ბრენდი სათვალეების დიზაინისადმი სრულიად ახალი ხედვით გამოირჩევა. მისი ვიზუალური ენა ეფუძნება მინიმალიზმს, მსუბუქ ფორმებსა და დაპატენტებულ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რაც თანამედროვე ოპტიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ სტილად მიიჩნევა. ბრენდი ჩარჩოებს ხრახნების გარეშე ამზადებს, რაც პრაქტიკულობასთან ერთად, ესთეტიკურ გადაწყვეტასაც წარმოადგენს. MYKITA არის ბრენდი, რომელიც Vogue-მა სათვალის წარმოების ინდუსტრიაში ნოვატორად მოიხსენია.

MYKITA-ს კოლაბორაციები აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Maison Margiela, Moncler, Rimowa და სხვა. აღსანიშნავია, რომ MYKITA x Rimowa-ს მოდელებს „კენარის” მაღაზიებშიც შეხვხებით.

რაც შეეხება „კენარს”, უკვე 21 წელია, კომპანია საქართველოს ოპტიკურ ბაზარზე ხარისხის ლიდერის სტატუსს ატარებს. 2004 წლიდან დღემდე, ის ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ საკულტო ბრენდებს, როგორებიცაა: Ray-Ban, Gucci, Dior, Mykita, Saint Laurent, Celine, LGR, TOM FORD, SILHOUETTE, LOEWE, BOSS, ALCON, ESSILOR და მრავალი სხვა.


სეზონის დაწყებასთან ერთად „კენარი“ მომხმარებლებს სპეციალურ აქციებსაც სთავაზობს – ქალთა დღის აღსანიშნავად, 10 მარტის ჩათვლით, მზისა და ოპტიკური სათვალეების სრულ კოლექციაზე 30%-მდე ფასდაკლება გელოდებათ. ეს იდეალური შესაძლებლობაა, რომ საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს გამორჩეული საჩუქარი გაუკეთოთ.


30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს ისეთ წამყვან ბრენდებზე, როგორებიცაა: Bottega Veneta, Balenciaga, Salvatore Ferragamo, Burberry, L.G.R, Cutler and Gross, Etnia Barcelona, Marc Jacobs, Ray-Ban, Gucci, Dior, Mykita, Saint Laurent, Celine, TOM FORD, LOEWE, BOSS, Jacquemus, Off-White™, Oakley და სხვა.