კემბრიჯის ლექსიკონმა ოფიციალურ ონლაინ გამოცემაში დაამატა სლენგები – Deluli და Skibidi. ორივე სიტყვა ინტერნეტ თაობის, განსაკუთრებით კი Gen Z-ის სასაუბრო ლექსიკისათვის დამახასიათებელი ტერმინებია. კემბრიჯის ლექსიკონში ამ სიტყვების ინტეგრირება აჩვენებს, თუ როგორ იზრდება ინტერნეტ კულტურის გავლენა ინგლისურ ენაზე.

Delulu სიტყვა „delusional“-ის შემოკლებული ფორმაა და ილუზიურ ადამიანს აღნიშნავს – ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია თავის წარმოსახვის რეალობაში. Delulu-ს გამოიყენებენ ძირითადდ ისეთი ადამიანების აღწერისას, რომლის ილუზიური შეხედულებები ხშირად არა უცოდინრობის, არამედ შეგნებული ქმედების, საკუთარი თავის დაჯერების შედეგია. ეს ტერმინი ხშირად გვხვდება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok და X. Delulu მიღებულია როგორც სარკასტულ ასევე, თვითირონიულ კონტექსტში. 

Skibidi კი სახალისოდ უაზროს, ალოგიკურს ნიშნავს. ტერმინი პოპულარული გახდა ვირუსული YouTube სერიალით Skibidi Toilet. 

ორივე სიტყვა იმ 6 000-ზე მეტი ახალი ტერმინის ნაწილია, რომლებიც წელს დაემატა ლექსიკონს. მათ შორის არის სოციალურ ქსელებში დამკვიდრებული სლენგები და კულტურულად მნიშვნელოვანი სიტყვები, მაგალითად: „red flag“, „work wife“ და სხვა. 

კემბრიჯის ლექსიკონის ლექსიკური პროგრამის მენეჯერის, კოლინ მაკინტოშის თქმით, მსგავსი დამატებები ასახავს, თუ როგორ იცვლება ადამიანების კომუნიკაციის ფორმები როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.