კანის მოვლისა და ზოგადად სილამაზის ინდუსტრია არასდროს ყოფილა იმდენად აქტუალური და პოპულარული, როგორც ახლა, თუმცა რაც უფრო მეტი ინფორმაცია მოედინება სოციალური ქსელებიდან, მომხმარებლისთვის უფრო რთული ხდება გაერკვეს ჯანსაღი კანის მისაღწევად თუ შესანარჩუნებლად საჭირო ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებაში. Profbeauty-ისთან პარტნიორობით, ჩვენი მიზანია, ყველასთვის გასაგები ენით, გაგიზიაროთ არა ექსპერიმენტული და ერთეულ ინდივიდებზე მორგებული, არამედ უკვე მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებული პრინციპები, მეთოდები და ბრენდები თქვენი კანის მოვლის რუტინის სრულყოფისთვის. ამ სტატიაში კი, ვკონცენტრირდებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კანის მოვლის რუტინის შედგენა, პროდუქტების თანმიმდევრობა და კანის ტიპის განსაზღვრის მნიშვნელობა.
დიახ, პირველ რიგში, რაც უნდა იცოდეთ არის ის რომ სწორი მოვლის რუტინის შექმნა იწყება კანის ტიპის განსაზღვრით, რადგან მხოლოდ ასე არის შესაძლებელი იცოდეთ თქვენი კანის რეალური საჭიროებები. თუ თქვენი კანი გამოყოფს ცხიმს ჭარბი რაოდენობით, გაქვთ ფორების პრობლემა, მიდრეკილი ხართ გამონაყარისკენ, აკნესა თუ შავი წერტილებისკენ, ეს დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ თქვენ ცხიმიანი კანის ტიპი გაქვთ. თუ კანზე ხშირად გრძნობთ დაჭიმულობას, მიდრეკილი ხართ აქერცხვლისკენ, სიმშრალისკენ, გარემოპირობებიდან (მაგალითად სიცივე, ქარი) გამომდინარე, მგრძნობელობა განსაკუთრებით მატულობს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, დიდი ალბათობით, მშრალი კანის ტიპი გაქვთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ T ზონა (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) ცხიმიანი გაქვთ, ხოლო დანარჩენი – მშრალი, ესეიგი კომბინირებული კანის ტიპი გაქვთ. თუ ხსენებული არცერთი პრობლემა არ გაწუხებთ, მაშინ თქვენ იმ მეტად იღბლიან ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებსაც ნორმალური კანის ტიპი აქვთ. თუმცა ბუნებრივია, რომ ნორმალური კანის ტიპსაც ისევე სჭირდება სწორი რუტინა, როგორც სხვა დანარჩენს, რათა შენარჩუნებული იყოს ბალანსი და სიჯანსაღე.
მას შემდეგ, რაც გაერკვევით თქვენი კანის ტიპში, უკვე მნიშვნელოვანია იცოდეთ პროდუქტების თანმიმდევრობა, რათა კანს მაქსიმალურად მიეწოდოს თითოეული პროდუქტისა და ფორმულის სარგებელი. აქვე გეტყვით, რომ Profbeauty.ge -ზე სტატიაში მოცემულ ყველა პროდუქტზე სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენით კოდი – fashionholics20.


კანის მოვლის ნებისმიერი რუტინის პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის გასუფთავება. 111Skin-ის C ვიტამინის გამწმენდი იდეალური დასაბანი საშუალებაა კანისთვის ჯანსაღი იერის დასაბრუნებლად. ქაფის ტექსტურის მქონე დასაბანი საშუალებები უფრო კომბინირებული და ცხიმიანი კანის ტიპს ერგება, თუმცა 111Skin-ის ამ პროდუქტის ფორმულა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ის კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს და ატენიანებს კანს, რაც ამ კონკრეტულ პროდუქტს მშრალი კანის ტიპისთვისაც მისაღებს ხდის. გამომდინარე იქიდან, რომ კანის ზედაპირზე გროვდება მკვდარი უჯრედები, სასურველია თუ კვირაში რამდენჯერმე, გამოიყენებთ ექსფოლიანტ საშუალებებს. ექსფოლიანტებიც გამოიყენება დასაბანი საშუალების შემდეგ, სანამ გადახვალთ უშუალოდ დატენიანებაზე. Profbeauty-ის მრავალფეროვან კატალოგში Janssen Cosmetics ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მათი ღრმად გამწმენდი ენზიმური პილინგი კი, მომხმარებლებისა და პროფესიონალების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.


კანის გასუფთავებისა და ექსფოლაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, როგორც დილის ასევე საღამოს რუტინაში, გქონდეთ ისეთი ტონერები თუ შრატები, ან ორივე ერთად, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ კონკრეტულად თქვენი კანის ტიპიდან გამოწვეული პრობლემის მკურნალობაზე. თუ სიმშრალე გაწუხებთ, Matter of Fact -ის ანტიოქსიდანტურ მოქმედების შრატს გირჩევთ, რომელიც ებრძვის დეჰიდრატაციასა და სიმშრალეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფრო ცხიმიანისაკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, გაწუხებთ ლაქები ან/დაც წვრილი ნაოჭები, მაშინ – Matter of Fact -ის გამაღიავებელი, გამამკვრივებელი შრატს.



შემდეგი ეტაპი არის დატენიანება, კარგი დამატენიანებელი საშუალება ნებისმიერი სახის კანის ტიპისთვის აუცილებელი პროდუქტია ყოველდღიურ რუტინაში. Janssen Cosmetics -ის ულტრა ეფექტური დამატენიანებელი კრემები იდეალურია მშრალი კანისთვის, ჰილაურონის მჟავა აწვდის ტენიანობას კანის ღრმა ფენებს და ქმნის სტაბილურ წყაროს კანზე, კომბინირებულ და ცხიმიან კანს რაც შეეხება, ამავე ბრენდის მაბალანსირებელი კრემი შეგვიძლია გირჩიოთ.


გარდა ცალკეული პროდუქტებისა, Profbeauty-ის კატალოგში ვხვდებით ნაკრებებსაც, რომელთა პროდუქტებიც ინგრედიენტებით ერთმანეთს იდეალურად ავსებენ და ესადაგებიან. Revox B77 Just-ის ნაკრები ცხიმის კონტროლის რუტინისთვის აერთიანებს 3 პროდუქტს: ნაბიჯი 1 – ღრმა წმენდა, ნაბიჯი 2: გაძლიერება, დაცვა და მკურნალობა და ნაბიჯი 3: დატენიანება, ხოლო ზეთების ნაზავის ნაკრები, რომელიც განკუთვნილია მშრალი კანისთვის, გვთავაზობს მკვებავი შრატებისგან შემდგარ სამ პროდუქტს, რომელთა კომბინაციის ეფექტურობა კლინიკურად დადასტურებულია.


და ბოლოს, კანის მოვლის მეცნიერებაში თუ არსებობს ერთი რამ, რაც დავის საგანს არ წარმოადგენს, ეს კანზე ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებაა. სწორედ ამიტომ, წელიწადის ნებისმიერ დროს, კანის მოვლის რუტინის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მზისგან დამცავი პროდუქტის გამოყენებაა.




