ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიკა რიგვავა თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის შემოქმედების მთავარი წარმდგენი იყო. სწორედ ხუთი წლის წინ დაიწყო ქართულ მოდაში ახალი და ყველაზე საინტერესო თავი. შესაბამისად, ლიკა ამ უპრეცედენტო ქართული რეალობის სახედაც გვევლინება. გამორჩეულ ვიზუალთან ერთად პიროვნულობა, საკუთარი თავის რწმენა, პროფესიონალიზმი და კარგი რეპუტაცია იყო ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებმაც მისი ასეთი მოთხოვნადობა განაპირობა.

ლიკა Fashionholics Online x Ieri Store – ის პირველი Public Talk – ის ერთ-ერთი სტუმარი იყო. საუბარი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. პირველი სამოდელო გამოცდილებიდან გუჩის პოდიუმამდე – მნიშვნელოვანი დეტალები რიგვავას კარიერაში:

მოდაში კარიერის დაწყება

„სამოდელო სფეროში მოღვაწეობა 13 წლის ასაკში დავიწყე. ფაქტორი ძალიან სასაცილოა, პატარა ვიყავი და მახსოვს, მინდოდა ჩემთვის ძაღლი ეყიდათ, ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ ამ კონკურსზე თუ გახვალ და გადახვალ გიყიდით ძაღლს. ამან მიბიძგა რომ ეს ყველაფერი დამეწყო. ეს იყო ელიტ მოდელ ლუქი, სადაც 13 წლის ასაკში დავიწყე მოღვაწეობა, გავაფორმე კონტრაქტი საქართველოში ერთ-ერთ სააგენტოსთან. იასთან (კიწმარიშვილი). იმიჯ-ცენტრთან, შვიდწლიანი თანაურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც საკითხებში, ფუნდამენტურ საკითხებში ვერ შევეწყეთ ერთმანეთს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცალკე ცუდია ან მე ცალკე ცუდად ვმუშაობ, უბრალოდ ერთმანეთს ვერ შევეწყეთ და ასე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ მქონდა მინი პაუზა და მერე დავიწყე უკვე ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა. პირველი იყო ატელიე კიკალა. მაშინ მანდ ლადო ბოკუჩავა იყო კრეატიული დირექტორი. თბილისი ფეშენ ვიქის ბოლო სეზონი იყო. მქონდა პირველი გადაღება ლადოსთან და პირველი შოუც ლადოსთან. შემდეგ უკვე დაიწყო მერსედესი პარალელურად და მერსედესზე უკვე აღმომაჩინა ჯიჯიმ (რეჯინი), ასე რომ ვთქვათ, საქართველოში კი ჯიჯი „ფუშინგის“ მომენტია მოდელისთვის, იმიტომ რომ თუ გადაგიღო უცებ აღმოჩნდება, რომ ძაან კარგი ხარ. და მერე ესე და ესე დაიწყო საქართველოში ჩემთვის ყველაფერი.“

2013 წელი, 16 წლის ლიკა სილამაზის კონკურსზე

მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის როლი

„თავიდანვე მოხდა ისე, რომ ძაან ბევრი მოწვეული სტუმარი ჰყავდათ, დიზაინერები თვითონ და აბსოლუტურად ყველამ ამირჩია ჩვენებაზე მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიცნობდნენ, არ იცოდნენ ვინ ვიყავი, უბრალოდ მოვდიოდი დილის რვა საათზე ქასთინგზე, მარჩევდნენ და შემდეგ უკვე ვიღებდი მონაწილეობას.“

ქასთინგებზე სიარული

„ქასთინგებზე თუ მაქვს დრო აუცილებლად მივდივარ. თუ არის რაღაც ფაქტორები, რაც ხელს მიშლის უბრალოდ ვაფრთხილებ სააგენტოს, ვაფრთხილებ დიზაინერს. მგონია, რომ ეს უბრალოდ პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოშიც იგივე გაქვს და საზღვარგარეთაც.“

ნატალი ჯოსის ინსტაგრამზე ლიკას ფოტო გამოქვეყნდა. შემდეგ მისით აიემჯი დაინტერესდა

„ლიკა იყო იმიჯ ცენტრში. ლიკას ჰქონდა აიემჯიდან მოწვევა, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცები ისე ვერ წარიმართა რომ მივსულიყავით ყველასთვის დამაკმაყოფილებელ პასუხამდე. ეს ია იქნებოდა, მე თუ თვითონ სააგენტო.“

სააგენტოს ცვლილება

„ნინოსთან (ცქიტიშვილი) წელიწადნახევარია უკვე ვარ. თუ გახსოვთ პატარა ბრეიქითქო რომ გითხარით, ფეხმძიმედ ვიყავი ზუსტად მაშინ და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი, რომ ამ სფეროში ჩავრთულიყავი. როგორც კი ვიმშობიარე, მახსოვს ერთი თვეც კი არ იყო გასული უკვე პირდაპირ ნინოსთან მივედი, ვისაუბრეთ მე და ნინომ. სულ რამდენიმე სააგენტოა თბილისში, ერთთან უკვე ნამუშევარი მქონდა, ნინოსთან ჩემს მეგობრებს ჰქონდათ ნამუშევარი, მასზე უკვე ვიცოდი ძალიან ბევრი დადებითი ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის ადამიანთან მუშაობისას და ალბათ ამან მიბიძგა, თან ვერ დავმალავ და ვიტყვი იყო თაკო ნაცვლიშვილის ფაქტორიც იმიტომ რომ თაკო იყო პირველი მოდელი, რომელიც ესე საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და მიაღწია ძაან დიდ წარმატებას და ამაშინ ძაან დიდი წვლილი ნინოს მიუძღვის. ალბათ ეს იყო ფაქტორი, რომელმაც ჩემზე იმოქმედა და მივედი ნინოსთან. ნუ საბოლოოდ წარიმართა ისე რომ ნინოსთან დავდე კონტრაქტი და ერთ წელში უკვე მქონდა ძალიან დიდი შედეგი. იმიტომ რომ ნინომ დამიჯერა, ერთმანეთს დავუჯერეთ, ერთად ვიმუშავეთ და დავიწყე უფრო პატარ პატარადან .. ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა, ძაან ისეთი მომენტია ქასთინგებზეც რაც ხელს გიწყობს ანუ თავდაჯერებულობა და შენს შესაძლებლობებში დარწმუნება, იმიტომ რომ ქასთინგზე როცა შედიხარ ძაან ცოტა დრო გაქვს რომ მოხიბლო და შენზე რაღაც წარმოდგენა დაუტოვო ადამიანს და ნუ პირველი რაც უნდა იყოს ეს არის თავდაჯერებულობა იმიტომ რომ ყველას შეუძლია თავდაჯერებული პერსონა გამოვიდეს, პერსონა და არა უბრალოდ გოგო.“

თავდაჯერებულობა

„მოვიტყუები რომ გითხრათ 13 წლის ასაკში იგივე თავდაჯერებულობა მქონდა, როგორიც ახლა. ეს მოდის დროსთან ერთად, სიტუაციებიდან გამომდინარე იზრდები, რაღაცებს სწავლობ, რაღაცების მიღებას იწყებ, რაღაცების გატარებას იწყებ ესე რომ ვთქვათ ჟარგონულად. და ეს ძალიან მკაცრი სფეროა ზოგადად, ძაან ლამაზად ჩანს ეს ყველაფერი ფოტოებს რომ ვუყურებთ, უი რა ლამაზია, რა კარგია, მაგრამ არ არის ეგრე. ძალიან მყარი უნდა იყო და არ უნდა ეგუებოდე ადვილად რაღაცებს იმიტომ რომ იმდენ უარს იღებ პერიოდულად გზაზე, რომ შენ თუ ოცმა უარმა შეგაშინა, ის ოცდამეერთე შენი ვეღარ გახდება, ვერ იქნება შენი.“

გუჩი

„გუჩის დაინტერესება იყო ჩემი ჩასვლიდან პირველივე სეზონზე, მეორე სეზონზეც. სულ მქონდა ეს „ოფშენები,“ რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარ გზაზე მეტი უკვე გავლილი გაქვს, უკვე იქ ხარ და სულ ვიღებდი ინფორმაციას, რომ „მაქენსელებენ“ და მეც ასე არ ვნებდებოდი იმიტომ რომ მინდოდა, მომწონდა ძაან ეს ბრენდი და ძაან დიდი ინტერესი მქონდა შიგნით რა ხდებოდა. და მახსოვს თბილისში ვიყავი უკვე, ეს არ ყოფილა ჩემი ჩასვლის არც პირველი და არც მეორე სეზონი როცა მე გუჩის კრუიზ ჩვენებაზე გამოვედი და უცებ ნინო მიგდებს მეილს რომ კრუიზზე უნდათ ჩემი ჩაყვანა რომში. ძაან გამიკვირდა, უბრალოდ ესე ამიყვანეს და ჩამიყვანეს, იქ უკვე აღმოჩნდა რომ რაღაც ქასთინგი უკვე ფოტოებით იყო ჩატარებული, ამორჩეული და გადარჩეული იყო ორასი მოდელი. კრუიზზე მოგეხსენებათ ძაან დიდი რაოდენობის ლუქები გამოდის საერთოდ, ამ შემთხვევაში ოთხმოცდაჩვიდმეტი ლუქი იყო მახსოვს, ჩაგვიყვანეს ორასიდან სამასამდე მოდელამდე და ყოველ დღე დავდიოდით უწყვეტ რაღაც ქასთინგებზე და ყოველდღიურად ვიყავი სტრესში, „აი ახლაც უნდა მომხსნან, ახლაც უნდა უნდა დამთავრდეს, ახლაც…“ სანამ რეპეტიცია არ გავიარე მახსოვს, არ მჯეროდა რომ კიდე იქ ვიყავი და ეს ყველაფერი მოხდა. რეპეტიციის მერე აღმოჩნდა რომ ორი მოდელი გაუშვეს.“

View this post on Instagram

Welcome to a @gucci world! @alessandro_michele Thank you thank yo and thank you again! Ph credit @izackmr New editorial for @elle_mexico in collaboration with @Gucci for their Cruise collection 2020 #octoberissue Styling: @raul_al Models: @likarigvava @lookmodelsmanagement @nologowomen @dw_aight @amanda_ljunggren @tomorrowisanotherday_agency Makeup: @curquhartmua & @elainelynskey @artpartner Hair: @michaelthomaslollo @julianwatsonagency Location : @grandhotelplaza Photo editor : @ximenamorfin Art director : @dallia Editor in chief : @candanoclau . . . . . . . #fashion #editorial #rome #fashionphotography #photographer #travelling #models #moda #fotografo #octoberissue #printisnotdead #canon #film #mamiya #mamiya7 #filmisnotdead #mamiya645 #portra400 #shotbyme #grandhotelplaza #gucci #guccicruise2020 #elle #ellemagazine

A post shared by Lika Rigvava (@likarigvava) on

საქართველოში მოდელის მოხსნის პრაქტიკა 

„იშვიათად არის ეგ პრაქტიკა ჩვენთან, მაგრამ მე მგონია, რომ აბსოლუტურად ნორმალურია ეგ ყველაფერი, გოგო მოვიდეს შენთან ან ქასთინგზე, ან ეგრედწოდებულ „პრიმერკაზე“ და უბრალოდ ლუქი ვერ მოარგონ. ხდება ესეთი რამეები და მგონია, რომ აბსოლუტურად ნორმალურია. და მოდელებიც თუ გვისმენენ მგონია, რომ გაითვალისწინებენ და გაიგებენ რომ ეს არაფერი არ არის. მეც მოვუხსნივარ, არ არის არანაირი პრობლემა ამაში.“

გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელთან, ალესანდრო მიკელესთან, შეხვედრა

„პირველი შესვლისას მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი. როცა შევედი მთელი სხეული დაჭიმული მქონდა, რადგან პირველად მქონდა ძალიან დიდ დიზაინერთან უშუალო შეხება. მახსოვს იტალიურად თქვა რა ლამაზია, საყვარელია, მერე მახსოვს, კაბა გამომიტანეს, ზუსტად იცოდნენ რა უნდა მცმოდა, ჩავიცვი მოვიზომე და როცა გამოვედი ქუდიც დამახურეს თავზე, პირველი ლუქი იყო იასამნისფერი ქუდით და მახსოვს ძაან იჩხუბა მაგაზე, თქვენ ხომ იცით მე ეს ქუდი არ მომწონსო, რომ როგორც ქუდი ისე ახურავსო, ცოტა უნდა იყოს ქვემოთ ჩამოწეულიო. სულ ისეთი საყვარელი ტიპაჟის შთაბეჭდილება ჰქონდა ჩემზე მოხდენილი და უცებ მივხვდი, რომ ისიც ბრაზდება.“

კულისებში შექმნილი უხერხული მომენტები

„ეს მარტო ჩვენთან არ არის ასე, ყველგან ასეა ნუ ერთი განსხვავება რაც ვიგრძენი არის ის, რომ ის ბექსთეიჯი ჩვენების დამთავრებიდან ათი წუთი იკეტება, იქ შენ გაქვს დრო რომ უბრალოდ გამოიცვალო და დატოვო დაწესებულება ან დარჩე თუ გინდა დარჩენა. ჩვენთან ამ შემთხვევაში ეს არ ხდება, არის დისკომფორტი, როგორ არ არის. თუმცა ყოფილა სხვათაშორის შემთხვევები, ფოტოგრაფებიც ყოფილან კამერებით როცა უშუალოდ გოგოები იცვლიდნენ. ალბათ უფრო მიღებული, საჭირო იქნება თვითონ ორგანიზაციამ, რომელიც ატარებს ამ ჩვენებებს, მიიღოს უშუალოდ რაღაც რადიკალური ზომები იმიტომ რომ აქეთ ერთი მოდელი, ორი და თუნდაც დიზაინერი ვერაფერს გახდება.“

გამოვლენილი სიუხეშე მოდელის მიმართ

„ესეთი სიტუაციები ნაკლებად და ნაკლებად იქმნება უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ ის არის, რომ მიხვდნენ, მოდელებსაც შეუძლიათ სოციალური ქსელის გამოყენება. იშვიათად ხდება ესეთი რაღაცები. პირად გამოცდილებაზე თუ ვისაუბრებ მე არასდროს არ მქონია მსგავსი შემთხვევა, პირიქით ვისთანაც კი მომიწია ქასთინგ დირექტორებთან ურთიერთობა, აბსოლუტურად შენიანები არიან და შენზე არიან მორგებულები, ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ ის არის, რომ იცინ, თუ ეგრე არ იქნება ზომებს მიიღებს ორგანიზაცია, რომელიც მათ იყვანს უშუალოდ როგორც ქასთინგ დირექტორებს. ასევე მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ, მაგალითად, გუჩიზე რომ ჩავედი, კონტრაქტს ხელს რომ ვაწერდი ყველამ უცებ მოაწერა ხელი, მე ძაან დიდი ხანი ვიჯექი, ვკითხულობდი მეთქი რას ვაწერ ხელს და იქ იყო ესეთი რამ აღნიშნული, რომ თუ ორგანიზაციის მხრიდან შენი უფლებები დაირღვა დაგვიკავშირდით ამა და ამ მეილზე, მითითებული იყო ქერინგის მეილი და შემეძლო მე დავკავშირებოდი ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც ჩემი მიმართულებით განხორციელდებოდა, ამაზე ის ადამიანი პასუხს აგებდა. ასე რომ უკვე უშუალოდ ორგანიზაციები, კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობებს, უკვე არიან ჩართული ამ ყველაფერში და მინიმალურ დონემდე დაყავთ მოდელის უფლებების დარღვევა. ალბათ მსგავსი მაგალითებიდან გამომდინარე.“

იმიჯის რეგულარული ცვლილება

„ეს ბუნებრივად ჩემში იყო. ბებია მყავს ფილოლოგი და სულ მახსოვს, რომ თმებს მიწნიდა ხოლმე, „გოგოს უნდა ჰქონდეს გრძელი თმები,“ ალბათ, აქედან გამიჩნდა შინაგანი პროტესტის შეგრძნება, რომ ხან გრძელი მინდა, ხან მოკლე მინდა, ხან ეს ფერი მინდა. ეს იყო ერთადერთი ჩემი შინაგანი მოტივი რატომაც ავდექი, გავაკეთე და ეს დღემდე მომყვება, ამ შემთხვევაში უფრო მეტი პრობლემა მექმნება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით იმიტომ რომ საზღვარგარეთ რაღაც კომპანიებთან მაქვს უკვე კონტრაქტები და უფრო რთულია ხოლმე, თუმცა აქაც კი მივდივართ ხოლმე საბოლოო მოლაპარაკებამდე და საბოლოო ჯამში იქაც ხედავენ, რომ რასაც ვშვები ყოველთვის მათვისაც მომგებიანია.“

პლასტიკური ქირურგია

„სხვა არავის არ ვეხები. ვისაც უნდა ყველას შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს. თუ აუცილებელია და დისკომფორტს უქმნის აუცილებლად უნდა მიმართოს, მაგრამ მე მგონია რომ არანაირ პლასტიკურ ჩარევას არასდროს არ გავიკეთებ. დღეს ესეთი დამოკიდებულება მაქვს და ნუ წარბები… ერთხელ მაქვს გამოცდილება რომ შევიღებე და მცვივა. გუჩიზეც უნდოდათ წარბების შეღებვა, თუმცა ქუდი მეხურა, მეკეთა უზარმაზარი სათვალე და წარბები საერთოდ არ მიჩანდა. ამიტომ ჩემი პასუხი იყო უარი, მაინც არ ჩანდა და არ ქონდა ამას დიდი დატვირთვა.“

ვეტმანი

„ზუსტად იგივე ისტორიაა, რაც გუჩის. ვიყავი თბილისში და მომდის მეილი რომ ვეტმანს დამტკიცებული ვყავარ შოუზე. ანუ ოფშენი არა, დამტკიცებული ვარ ვეტმანის შოუზე, ეს ლონდონის სააგენტოდან მოხდა უბრალოდ ჩემი მონაცემები გადააგზავნეს, სახელი, პარამეტრები, ფოტო, არაფერი მეტი, და ასე აღმოვჩნდი ვეტმანზე. იქ რომ ჩავედი ქართველი რომ ვიყავი ისიც კი არ იცოდა დემნამ. ანუ უშუალოდ კონტაქტი რომ გვქონდა პირველ დღეს ერთმანეთთან მეც მომერიდა, არ ვიცი რაღაცნაირად ისეთი უხერხული მომენტი შემექმნა რომ უბრალოდ მეთქვა ქართველი ვიყავი და მეორე დღეს რომ მივედი და მომესალმა ქართულად მივესალმე, რამდენიმე ადამიანს ელაპარაკებოდა მახსოვს, უბრალოდ მოტრიალდა და მიყურებდა. ესე და ესე აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვჩნდი ვეტმანზე მე პირადად.“

სხვა ქვეყანაში გადასვლა

„გადასვლაზე მიფიქრია. არის ფაქტორები რომელთა გამოც ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ იქიდან ბევრად მარტივია ყველაფერი თუნდაც იმიტომ რომ სამსახურს არ დამიქენსელებენ იმის გამო, რომ ფრენა ძვირი ღირს, ეს მინიმალური ფაქტორი რომ ავიღო, ამ ყველაფერზე მიფიქრია, დროებით გადადებულია ეგ თემა.“

სტანდარტები

„საქართველოში იყო სიმაღლეზე პრობლემა, საზღვარგარეთ არა. მაგრამ მე მგონია, რომ რაც უფრო ნაკლებად პრობლემატურად აღიქვამ ამ ყველაფერს, მით უფრო ნაკლებად გხვდება მერე ეს ყველაფერი დაბრკოლებად ნებისმიერ საკითხში, აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხში. რა მომენტშიც შენს სიმაღლეს პრობლემად აღიქვამ არის შენი პრობლემა. იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჯობს ჩვენ მივიღოთ საკუთარი თავები როგორებიც ვართ, მოცემულობაც როგორიც გვაქვს და მერე შევთავაზოთ სხვას ესეთი საკუთარი თავი, მე ასე მგონია.“

პოდიუმი / გადაღება

„აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნება აქვს ორივეს. პოდიუმზე რომ გამოდიხარ და მუსიკა ხმამაღლაა ჩართული ფეხებში გრძნობ მუსიკის ვიბრაციას, მთელ ტანში ამოდის, ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა და როცა გადაღებაზე ხარ სხვა სამყაროში ხარ. მე პირადად ესე ვარ – ვართ მე და კამერა, ვერავის აღვიქვამ იმ მომენტში კონკრეტულად მანდ.“

ყველაზე დასამახსოვრებელი გადაღება

„ყველა გადაღებას აქვს თავისი გამოცდილება და თავისი მნიშვნელოვანი მომენტი. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუმცა წარსულში რომ დავბრუნდე, ლადოსთან დავიწყე, ბოკუჩავასთან, მუშაობა და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან, უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ჩვენს ურთიერთობაში, შემდეგ იყო ჯიჯი, რომელიც დღემდე არის და მასთან ყოველი ურთიერთობა მზრდის. ნუ საზღვარგარეთაც მიმუშავია მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფოტოგრაფებთან შეხება ჯერ-ჯერობით არ მქონია, მაინც ნებისმიერი ურთიერთობა, შეხება ამ სფეროში ნებისმიერ ადამიანთან ტოვებს კვალს და ყოველთვის მნიშვნელოვანია.“

შრომისმოყვარეობა

„შრომას რაც შეეხება, მგონია რომ ადამიანის ეს თვისება ყველას უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ შრომის გარეშე ვერც კარგი სტომატოლოგი იქნები, ვერც კარგი მოდელი იქნები, ვერც კარგი ჟურნალისტი და ასე შემდეგ. შრომა ნებისმიერ საკითხში აბსოლუტურად მნიშვნელოვანია. და ამასაც ალბათ ბავშვობიდან შევეჩვიე. სულ მაჩვევდნენ სახლში დამოუკიდებლობას, მუდმივად. ძაან პატარა ასაკში მახსოვს, სკოლის მასალა მომქონდა და მაჩვევდნენ, რომ მე დამოუკიდებლად უნდა მინდოდეს ამის გაკეთება, ის კი რა რომ მე შენ გაძალებ, არა, ეს შენთვის არის ღირებული, იმიტომ რომ შენ გექნება შედეგი საბოლოო ჯამში. ბავშვობიდან მერე, ალბათ, გამიღრმავდა  ეს ყველაფერი და ნებისმიერ სფეროში სადაც არ უნდა ვიყო, ალბათ, ასე ვიქნები. ალბათ, ბუნებით მაქსიმალისტად ჩამოვყალიბდი.“

პასუხიმსგებლობა

„მე ზოგადად ყოველთვის მინდა, რომ ჩემთან მიმართებაში ადამიანებს პასუხისმგებლობის შეგრძნება ჰქონდეთ და ჩემგანაც იმავეს მიიღებენ. მგონია, რომ აბსოლუტურად ნორმალურია ურთიერთობაში რომ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა ჰქონდეთ.“

რამდენად არის გამართლება შენზე დამოკიდებული

„საზღვარგარეთ ამას სააგენტოები აკეთებენ, ეს შენ არ გეხება, ნებისმიერ სააგენტოს, ნებისმიერ სეზონზე, როდესაც ჩადიხარ ფეშენ ვიქზე დავუშვათ აქვს კომპოზიტები შედგენილი გოგოების, შეიძლება ასი გოგო ყავდეს, მაგრამ ფეშენ ვიქისთვის ოცდაათი გოგო ჩაყვანილი და ამის გადაგზავნა ხდება ყველა ქასთინგ დირექტორთან, ეს შენ არ გეხება. მაგრამ შენ გეხება ის თუ როგორ გამოიყურები ვიზუალურად და რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იყო მშვიდი, დასვენებული ყოველთვის. მუდმივად მოწესრიგებული, მუდმივად ფორმაში. ეს არის შენზე დამოკიდებული და რაც უფრო მეტად ითვისებ ამ ყველაფერს, მით უფრო მეტი შანსი გაქვს იქ მოხვდე. შენთვითონ ზრდი ამ შანსებს. კი ზრდი იმით, რომ გამოიყურები ძალიან კარგად. ეს არის პირველი ფაქტორი როცა შედიხარ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ „ფერსონალითი“ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ ვერ მიხვალ თუ ვიზუალი არ გაქვს. ეგ მომენტი თუ არ გაქვს და ვიზუალში ვგულისხმობ თავდაჯერებულ, მოწესრიგებულ ადამიანს უბრალოდ. ის შეიძლება იყოს ქერაც და შეიძლება იყოს შავგრემანიც, ანუ ფიზიკურ მომენტს ამ შემთხვევაში არ ვეხები.“

საოცნებო სამსახური

„არ ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერზე იმიტომ რომ ნებისმიერი სამსახური, რასაც ვაკეთებ, ქასთინგიც კი, ოფშენიც კი, ყველაფერი ისე მიხარია და იმდენად სასიამოვნოა, რომ დიდად არ ვფიქრობ და თავს არ ვიღლი იმაზე ფიქრით, რომ ერთ დღეს ნეტა ეს გავაკეთო. უბრალოდ კონცენტრირებული ვარ იმ რეალობაზე რაც მაქვს. და უბრალოდ ამ რეალობაზე ვმუშაობ.“

სამომავლო ხედვა

„ზუსტად ვიცი, რომ, ალბათ, დიზაინერი არ ვიქნები, უბრალოდ ვერ ვიქნები.“

გამოცდილების მნიშვნელობა

„აუცილებელია, რომ ნებისმიერი შანსი, რაც გეძლევა აუცილებლად გამოიყენო, რადგან ყოველთვის გზრდის ეს ფაქტორი და მეორე ფაქტორი უკვე ნდობაა და ასე შემდეგ.. მეც ნამყოფი ვარ ჩინეთში, ნახევარი წელი ვიყავი იქ და ვთვლი, რომ ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება მომცა ამ ყველაფერმა, მდგრადი გამხადა ყველაფრის მიმართ, აი კედელივით რომ ხდები უცებ, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუ არსებობს მოგვარებადია. მოდი ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, მოდი გამოვასწოროთ. ამ ყველაფერს მივეჩვიე, რადგან ვიყავი თექვსმეტი წლის და ნახევარი წლით აღმოვჩნდი უცებ მარტო სხვა ქვეყანაში. ძალიან რთული იყო ეგ ყველაფერი, მაგრამ ყველა საკითხში გამზარდა, მარტო სამოდელო სფეროზე არ არის საუბარი. იმით რომ რაღაც გამოცდილებას იღებ შენ არაფერს არ კარგავ. ანუ ყოველთვის უნდა იყო ღია ახალი გამოცდილებისთვის, სულ უნდა ვცდილობდეთ, რომ რაღაც ახალი გადავიღოთ, წავიდეთ ახალ გადაღებაზე. წლები უფასოდ დავდიოდი გადაღებებზე, რადგან საჭიროა ეს გამოცდილება, მე ასე ვთვლი. მერე უკვე მიდიხარ შედეგამდე. არის გარკვეული რიგი შემთხვევები, როცა უცებ ხდება რაღაც, მაგრამ ყველასთვის ერთი და იგივე მაგალითი ეს ვერ იქნება, რადგან თითოეული შემთხვევა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. ასე რომ შანსი როცა გეძლევათ მგონია, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ, ნებისმიერ მომენტში.“