Fashionholics Online x IERI store “Public Talk” – ის მორიგი სპიკერი გიორგი მიქაია იყო – პრემიუმ ხარისხის კედების ბრენდის, CROSTY – ის, ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი.
მნიშვნელოვანი მონაკვეთები ჩვენი საუბრიდან;

Crosty – ის პროდუქტების დიზაინის მახასიათებლები და თავისუფლება, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება

„ჩვენ სტრატეგიულად გვაქვს, რომ ძალიან სუფთა და მინიმალისტური ხაზები უნდა გვქონდეს დიზაინში, ზედმეტად გადატვირთული არ უნდა იყოს, არც ფერებში არეული, მეტალის აქსესუარებით და ა.შ. ბრენდის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, ყველა დიზაინს და კოლექციას აქვს რაღაც ისტორია, რაზეც ის ლაპარაკობს, რომელიც თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ უფრო ფილოსოფიას ვაწვდით მომხმარებელს, ვიდრე პროდუქტს, თუმცა ეს პროდუქტი უნდა იყოს გარკვეულ ტრენდებში ჩამჯდარი. გვქონდა Onda მოდელი, რომელსაც პირველად დავაწერეთ „თავისუფლება“ და მერე გამოვუშვით DRO უფრო runner კატეგორიის. მოდა წავიდა სპორტისკენ და ეს უნდა გაგვეკეთებინა. „დროს“ ძაან დიდი back story აქვს. ის, რომ ჩვენ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ და რატომ ჰქვია ამ პროდუქტს დრო. ჩვენ ვიფიქრეთ, რა არის კიდევ თავისუფლება, ღირებულება, რაც თავისუფლების მთავარი ნაწილია და ეს არის დრო. თუ დრო არ გაქვს, ადამიანი არ ხარ თავისუფალი და დრო ყველაზე თავისუფალი რამ არის, რაც მიდის და ვერ შეაჩერებ. ჩვენი, ბრენდის მისია არის ის, რომ ადამიანებს მივცეთ მოტივაცია თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ მისიას ვემსახურებით და ამ პროდუქტის მესიჯი დროსთან დაკავშირებული თავისუფლების ჭრილში იქნებოდა, რომ თუ ადამიანი ვერ გრძნობ თავს თავისუფლად დღეს, მოდი დაფიქრდი, რომ  დრო ძაან ცოტაა და დღეს უნდა დაიწყო შენი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამიტომ დავარქვით ამ მოდელს დრო, რომელსაც თავისუფლებაც აწერია, ასევე აქვს უნიკალური დრო მითითებული, packaging სანამ გაკეთდება, შეკერვის მერე როცა რეალურად არის მზად ამას ვაწერთ, რაც ხელით ხდება და ჩვენმა მომხმარებელმა, ვინც ამ პროდუქტს იცვამს, შეუძლებელია არ იფიქროს დროზე თავისუფლების ჭრილში. ვფიქრობთ, ამ მისიას კარგად ემსახურება ჩვენი ყველა კოლექცია და ჩვენს ღირებულებას კარგად გადმოსცემს. ჩვენ ვართ ღირებულებაზე დაფუძნებული ბრენდი და არ ვაკეთებთ უსულო პროდუქტს. ყველა კოლექცია ლაპარაკობს თავისუფლებაზე და ასე იქნება ყოველთვის.“

© Forbes

“ჩვენ ვართ ღირებულებაზე დაფუძნებული ბრენდი და არ ვაკეთებთ უსულო პროდუქტს. ყველა კოლექცია ლაპარაკობს თავისუფლებაზე და ასე იქნება ყოველთვის.”

სპორტული ფეხსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერთან შეხვედრა

„როგორც წესი, ეგეთი დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ, ალბათ, როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზანი გაქვს დასახული, მაშინ ხდება ხოლმე ესეთი კარგი დამთხვევები. 2016 წლის ზაფხული იყო, როცა უკვე აქ რაღაც კოლექცია გაკეთებული გვქონდა, რომელიც სრული fail აღმოჩნდა, მთლიანად დაიბრაკა და არ გამოგვივიდა ის, რაც გვინდოდა. მერე გადავწყვიტეთ, წავსულიყავი ამ ინდუსტრიულ ზონაში, იტალიაში, მესწავლა ის პროცესები, რაც სჭირდება პრემიუმ ფეხსაცმლის გაკეთებას. წავედი რამდენიმე თვით, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბინა მექირავა და იქ გავჩერებულიყავი, რადგან სტარტაპი მქონდა იმ პერიოდში და მერჩივნა, მატერიალებში დამეინვესტირებინა და ფული სასტუმროებში არ მეხარჯა. იტალიაში არსებობს ინდუსტრიული ზონა footwear – ის წარმოების, გაკეთებულია ჩივიტანოვა მარკეში, სადაც სხვადასხვა ქალაქში არის სხვადასხვა კომპონენტების წარმოება გადანაწილებული. მაგალითად, ტყავი იწარმოება ერთ ქალაქში, მეორე ქალაქში არის ძირების საწარმოები და ყველა luxury footwear, რაც კი ბრენდები იცით და Made in Italy კეთდება, ძირითადად ამ ზონაშია კონცენტრირებული. ეს ინფორმაცია მქონდა და ვიცოდი, რომ ზუსტად ეს ადგილი გვჭირდებოდა. როცა წავედი პარასკევი იყო, სანაპირო რეგიონია, ზაფხული იყო, სამწუხაროდ ბინა ვერ ვნახე და შემთხვევით აღმოვჩნდი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, რადგან მხოლოდ იქ იყო ადგილი და მომიწია დავრჩენილიყავი, სანამ რაღაცას ვნახავდი. მანამდე მარკეტის research რომ გავაკეთე, იქ ის ხარისხი იყო, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა საქართველოში და იდეაში ამ მიზნით წავედი, რომ მესწავლა როგორ კეთდებოდა და supplier – ების კონტაქტები მომეპოვებინა. ამ მიზნით ჩავედი, ვერ ვიშოვე ვერაფერი, შემთხვევით დავრჩი ამ სასტუმროში. თვითონ ეს ჯონ მუჩერი ძალიან იშვიათად ჩამოდის აქ, ამერიკაში ცხოვრობს და მხოლოდ წარმოების ოფისი აქვთ. მეორე დღით ცოტა დამაგვიანდა, სავსე იყო ეს დარბაზი და მხოლოდ ერთი მაგიდა იყო თავისუფალი. ოთხკაციანი მაგიდა იყო, სადაც ერთი კაცი იჯდა და ყველა ვარიანტში იქ უნდა დავმჯდარიყავი, მეთხოვა და რომ გავიხედე ეს ჯონ მუჩერი მელოდებოდა, ალბათ, ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ მომენტში მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გამოვიყენე ეს შანსი და მისმა hint – ებმა და კონტაქტებმა, მერე მასთან გადაღებულმა ფოტომ ბევრი საჭირო კონტაქტი მომაპოვებინა რეგიონში და მიმიღეს ისე, როგორც თავისიანი. ყველაფერი ვისწავლე და მოვიპოვე ყველა კონტაქტი, რაც იმ პერიოდში მჭირდებოდა. მერე ჩამოვიტანეთ ეს ცოდნა აქ, პროცესები, რაც სჭირდებოდა წარმოებას, მასალები შესაბამისი და დაახლოებით რამდენიმე თვეში, უკვე გვქონდა ის პროტოტიპი, რაც გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე შეცდომები გვქონდა წარმოებაში, თუმცა იქ შეძენილი მეგობრები მერე ვიდეოებს გვიგზავნიდნენ იტალიიდან წარმოების და აქ ვაკეთებდით პროცესების გადალაგებას. საბოლოოდ, მაინც მივედით იქ, სადაც გვინდოდა, რომ მივსულიყავით.“

გიორგი მიქაია

სპორტული ფეხსაცმლის მიმართ პირველად გაჩენილი ინტერესი

„ეს ინტერესი მოდასთან საერთოდ არ იყო კავშირში. არასდროს წარმომედგინა, რომ მოდის პროდუქტი უნდა გამეკეთებინა. ბავშვობაშიც ჩემი საკუთარი პროდუქტის შექმნა მომწონდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც პროდუქტს გავაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა რას და ერქმევა ჩემი, გახდება global და არ იქნება მარტო ლოკალური. ფეხსაცმლის მიმართ გაჩენილ ინტერესს რაც შეეხება, ათი წელი ვითამაშე ფეხბურთი და ფეხბურთელებისთვის sneaker – ები მთავარი ატრიბუტია და იქიდან გამიჩნდა ინტერესი, მომწონდა ეს პროდუქტი. მერე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი რაღაც პატარა სამკერვალო ცეხში, მე თვითონ ბრენდინგის და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტი ვარ მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინერიც ვიყავი რაღაც პერიოდი და ვიფიქრე, იმ რაღაცაებს, რაც ვიცი, თუ გავაერთიანებ ამ პროდუქტში შეიძლება, გამოვიდეს რაც მინდა და კარგი სტარტაპი იქნება საცდელად. მერე ისე გამოვიდა, რომ ძაან შევყევით, არ გავჩერდით და რომ ვნახეთ, მარკეტიც ძალიან იზრდება უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცა და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ადგილას ვართ.“

Crosty – ის წარმოების ამჟამინდელი პროცესი

„წარმოების პროცესი აუთსორსზე გვაქვს ქუთაისში, მასალების research – ს და ჩამოტანას ყველაფერს ამ ინდუსტრიული ზონიდან ვახდენთ. აბსოლუტურად ყველა მასალა, რასაც ვიყენებთ, ჩამოგვაქვს. ვინაიდან ქართული ბრენდი ვართ და ფეხსაცმლის მიმართულებით საქართველოს სიტყვა არ უთქვამს საზღვარგარეთ და გვინდოდა, global გაგვეკეთებინა, ბაერებთან ლაპარაკისას, ხარისხზე რომ დაისმებოდა შეკითხვა, გვინდოდა მისთვის თავი აგვერიდებინა იმის თქმით, რომ „გვყავს იგივე საწარმო და მასალებს ვყიდულობთ იქ, სადაც გუჩი, არმანი, ჟივენში“ და ყველა supplier, რაც ავირჩიეთ დიდ ბრენდებთან მუშაობს და მერე რა, რომ საქართველოა, quality გვაქვს, მერე მოდი ბრენდზე ვილაპარაკოთ, ეს იყო მიზანი და ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაფრის sourcing გაგვეკეთებინა იქიდან. პროცესი არის შემდეგი: მე დავდივარ წელიწადში ორჯერ მილანში, სადაც ამ ინდუსტრიაში ორი მნიშვნელოვანი გამოფენაა მატერიალების, აქ ვაკეთებ მატერიალების research – ებს, მერე ვიცი, შესაბამისად რა კატეგორიაში შეგვაქვს, ვთქვათ, runner – ის ეს, sneaker თუ უფრო tennis shoes, ვირჩევთ კატეგორიას, დიზაინი გვაქვს, ვტოვებთ order – ებს, ჩამოგვაქვს ყველაფერი აქეთ, თასმიდან დაწყებული შიდა ტყავით დამთარებული. შიდა ტყავისთვის ვიყენებთ, მაგალითად, იმავეს, რასაც ლუი ვიტონი თავის ჩანთებში იყენებს სასარჩულედ, იმავე მწარმოებლის უძვირესი ტყავია, რასაც ვიყენებთ. ჩამოგვაქვს და მერე აქ ხდება ამ ყველაფრის წარმოება ქუთაისში, მერე ლოჯისტიკასაც იქიდან ვახდენთ როგორც საერთაშორისოდ, ისე ლოკალურად.“

Masters of Fate Editorial © CROSTY

შთაგონების წყაროები

„მთავარი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, არის თავისუფლება. აუცილებლად კავშირში უნდა იყოს თავისუფლებასთან. ჩემთვის ბევრი რაღაც არის თავისუფლება. მთაშიც აქტიურად ვსრიალებ სნოუბორდზე, როცა მარტო ვარ მთაში მაშინაც ვიღებ ინსპირაციას და ამ Onda მოდელში თასმის გვერდით ხაზებს რომ დააკვირდეთ, სნოუბორდით სრიალის ხაზებია. რეტრო მანქანის დეტალებიც არის. მაგალითად, შემდეგი პროექტის ინსპირაციასთან დაკავშირებით, პანდემიის პერიოდში მატრიცას ვუყურებდი, ეს ფილმი მთლიანად თავისუფლების ფილოსოფიაზეა. იქ არის ერთ-ერთი მომენტი blue pill – ს და red pill – ს არჩევინებს ნეოს და იქ არის ჩადებული იდეა არჩევანის თავისუფლებაზე. შემდეგი პროექტი არჩევანის თავისუფლებაზე გვაქვს, რომ ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს იყოს თუ არა თავისუფალი და ეს blue pill – ის და red pill – ის იდეა გვაქვს გადმოტანილი. სანდლების პროექტი გვაქვს, რომლის პრეზენტაციასაც მალე გავაკეთებთ. შთაგონება ამ ფილმიდან არის, თუმცა მაინც ყველაფერი თავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ეს არის ამომავალი წერტილი ნებისმიერი ინსპირაციის კოლექციასა და დიზაინშიც.“

სამუშაო ძალა და კრეატიული პროცესი

„არ ვართ დიდი გუნდი, ვინაიდან ძირითადი ნაწილი აუთსორსზე ვართ. ახლა დავიწყეთ სტაფის აყვანა, რამდენიმე მიმართულებით აგვყავს ისინი. ძირითადად ჩვენთან, შიგნით ვიტოვებთ და product development – ის და კრეატივის მიმართულებით, დანარჩენი, რაც იურიდიული თუ მარკეტინგის საკითხებია ყველაფერი აუთსორსზე გვინდა გვქონდეს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ბრენდის და პროდუქტის განვითარებაზე, ამაზე დავხარჯოთ დრო. რაც შეეხება კრეატიულ პროცესს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე ვარ ჩართული, ფოკუსირებულები ვართ პროდუქტზე და ჩვენი იდეა არის, რომ გავაკეთოთ სეზონის iconic ფეხსაცმელი და ის ვცვალოთ, არ გავფანტოთ მრავალი საჭირო რესურსი ბევრ მოდელში. ფეხსაცმელი ბევრი კომპონენტისგან შედგება და ხშირი ცვლილება სტარტაპ ბრენდისთვის ცოტა რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვართ ორიენტირებულები ფოკუსირებული კოლექციები გავაკეთოთ.“

Sneakerhead – ების კულტურა საქართველოში

„Sneakerhead – ების თემა მაინც უფრო ეხება athletic shoes – ს და კონცეპტუალში ნაკლებად არის. ნაიქის ან ქანიე უესტის იზის ფეხსაცმელები ცოტა უფრო athletic არის და ამას უფრო ეხება. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ გარშემო რა ბრენდებიც არის, ცოტა ნიშური, აკნე სტუდიო და ასეთი ბრენდების sneaker – ები ცოტა ნაკლებად არის best seller მარკეტზე. საქართველოში არ ვიტყოდი, რომ sneaker – ის მიმართულება განვითარებულია. თუმცა fan base დაგვიგროვდა, ვისაც ყველა კოლექციიდან უნდა რომ შეიძინოს, ასეთი ადამიანებიც არიან. ზოგადად footwear – ზე ფოკუსირებულიც არ არის არავინ და შესაბამისად ცოტა დრო დაგვჭირდება. სკეიტერებზე ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მთავარი community – ია sneaker ინდუსტრიაში და, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ, ვუყურებთ და ვგეგმავთ, აქტიურად ჩავერთოთ ამ community – ის განვითარებაში. ზოგადად, ჩვენი community ლოკალურად ვაქტიურდებით, უკვე ვგეგმავთ და უახლოეს თვეებში იმას, რაც არ გვქონია აქამდე ლოკალურად, არც მარკეტიკული აქტივობა და არც არაფერი, ახლა ვაპირებთ ძაან გავაქტიურდეთ და ჩვენი community შევკრათ თავისუფლების ღირებულებებზე დაფუძნებული ადამიანების ირგვლივ როგორებიც სკეიტერები ან არტისტები არიან, ვინც ცალკე community – ია. ჯერ დაყოფილად შევქმნათ თავისუფლების ღირებულებაზე დაფუძნებული სკეიტერების, არტისტების, მუსიკოსების თუ სხვა კრეატიული ადამიანების community. ჩვენი მომხმარებელი და სეგმენტი self-made ტიპებისგან შედგება, ვისაც უნდა, რომ იყოს თავისუფალი. ესეთი ადამიანები რაღაცას ქმნიან, თავისას და ქროსთიც ეგ არის, რასაც ვქმნით, პროცესი მოგვწონს და გვინდა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანები შემოვიკრიბოთ. მერე უკვე ვაპირებთ ამ community – ების ერთად შეკრებების ორგანიზებასაც, ამას მომავალი წლის დასაწყისიდან ვგეგმავთ, ჩამოვაყალიბებთ, განვავითარებთ ლოკალურადაც და გადავალთ უკვე სხვა თემებზეც.“

Restless Spirits Editorial © CROSTY

Crosty – ის ფეხსაცმელების ფასი

„ფასი მაინც არის არჩევანი. ბრენდი ირჩევს რა საფასო კატეგორიაში შევიდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივი არ ვეცით იმ ადამიანებს, ვინც ამ ფასს ვერ გადაიხდის ფეხსაცმელში. ჩვენი მეორე მიდგომა ის არის, რომ თუ ნიშურ ბრენდს აკეთებ, mass production – ზე არ გადიხარ – მაგალითად, Nike – ის ბოლო მონაცემებით, წამში ბრენდი ოცდახუთ წყვილ ფეხსაცმელს ყიდის და ნებისმიერი ფასი შეუძლია დაადოს. რაც შეეხება Crosty – ის, საქართველოში გვაქვს ეს დამოკიდებულება მოდის თემაში, ტანსაცმელი იქნება თუ სხვა რამ და ტანსაცმელში H&M – ს და Zara – ს ვერ გაუწევ კონკურენციას, უბრალოდ იმ რაოდენობებს, რასაც ისინი აკეთებენ, აძლევთ საშუალებას, რომ ეს ფასი მიიღონ. როგორც წესი, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, ვიცით, პროდუქტი უნდა გავაკეთოთ ამ ფასის და ვიცით, რომ ამ ფასის პროდუქტი retail – ში უნდა ღირდეს ეს, მერე მოვდივართ უკან. უკან მოვდივართ, ვთქვათ, retail – ის მარქაფით, retail – ის საბითუმო, wholesale ფასით მოვდივართ კიდევ ერთი მარქაფით უკან და ვიცით რა უნდა გვიჯდებოდეს პროდუქტი. იქიდან გამომდინარე მერე იმ ფასში უნდა ჩავტიოთ პროდუქტის ხარისხი, შესაბამისი მასალები ვიყიდოთ და ვაწარმოოთ პროდუქტი. Crosty – ის ნიშა ძაან მასა არ არის, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც არ ვფიქრობთ, რომ … luxury footwear – ის ფასი არის დაახლოებით 550 დოლარიდან ზემოთ. ზუსტად იგივე ხარისხის მასალებს იყენებენ, რასაც ჩვენ. ეგეც არჩევანია. ჩვენ დაბალი მარქაფი გვაქვს, არ არის mass, არასდროს იქნება mass, ნიშური იქნება. ალბათ, წელიწადში მილიონი წყვილი იქნება ძაან კარგი. თუ არ მეშლება, 2019 წლის მონაცემებით Adidas – მა გაყიდა ოთხი მილიარდ ორას შვიდი წყვილი ფეხსაცმელი – ეგ ამბიცია არ გვაქვს. არც არის საჭირო, მაშინ არ ხარ ნიშური და ფილოსოფიას ცოტათი კარგავ, community – ის მშენებლობა ცოტათი რთულია.“

ქვეყნები, რომლებშიც Crosty იყიდება

„ონლაინ რომ გვაქვს დათვილილი, 23 ქვეყანაზე ავედით. რაც შეეხება მაღაზიებს, ნიუ-იორკში ვართ ორ მაღაზიაში, იტალიაში ვართ რამდენიმე მაღაზიაში, მოსკოვში ვართ ერთ მაღაზიაში, თუმცა ამ წელს, პანდემიამდე დავიწყეთ მაღაზიებში შესვლა და გავხსენით შოურუმი ნიუ-იორკსა და მილანში, შესაბამისად ამ ვირუსმა ჩაგვიკეტა შოურუმების მუშაობა და გეგმები რაც გვქონდა ცოტათი ჩაგვეშალა. თუმცა ახლა ახალი ენერგიით ფოკუსი გადმოგვაქვს აქაურობაზე, მეზობელ ქვეყნებზე. მილანს მაინც ვიტოვებთ, fashion sneakers პოზიციონირებისთვის გვჭირდება. ფოკუსი ცოტა ამერიკიდან ევროპაზეც გადმოგვაქვს, შევეცდებით პოზიციონირება მოვიპოვით და საინტერესო მაღაზიებში შევიდეთ, რომ ეს designer sneakers პოზიციონირება გავიმყაროთ უკვე მომხმარებელში და ჩვენს კატეგორიაში და მერე უკვე ნაწილ-ნაწილ ვაპირებთ, რომ გავზარდოთ მარკეტები.“

ბრენდისთვის პოლიტიკური შეხედულებების წარმოჩენის მნიშვნელობა

„თავისუფლება ისეთი ღირებულებაა და ჩვენ იმიტომ ავიღეთ ეს ღირებულება, რომ ის, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენში ვიპოვეთ, გვინდოდა ნაციონალურობასთან დაკავშირებული ყოფილიყო და თუ გავიზრდებოდით, national ბრენდი გავხდებოდით რომლითაც ყველა ქართველი იამაყებდა და ყველა ქართველი ბრენდის ელჩი იქნებოდა. ეს იყო მიზანი და ამიტომ არის თავისუფლება აღებული, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და, რა თქმა უნდა, პოლიტიკასთან არის ახლოს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ჭრილში არასდროს ვილაპარაკებთ. არ გვინდა, რომ რაღაც მხარეს მიგვაკუთვნონ. გვაქვს თავისუფლების ქვე ღირებულებებიც დაყოფილი – no gender, არა რასიზმს, არა ჰომოფიბიას, no religion (რომ ჩვენ ყველა რელიგიის მატარებელი ადამიანისთვის ვართ) – ამის შეზღუდვა და ერთი მხარისთვის მიკუთვნება რომ არ გამოგვივიდეს, ძაან ფრთხილად და ფაქიზად ვუყურებთ ხოლმე ამ პროცესებს. თუმცა სოციალურ ჭრილში ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვიჩინოთ და რაღაც ქმედებებში გამოვხატოთ საკუთარი ღირებულება. პოლიტიკას ძაან ფაქიზად ვუდგებით, მითუმეტეს global რომ გვინდა ვიყოთ. მაგრამ პოლიტიკურია ჩვენი ისტორიაც. აფხაზეთიდან ვართ, თავისუფლება იქიდან წამოვიდა და არ არსებობს, რომ ამას გვერდი ავუაროთ, თუმცა ბალანსი გვაქვს, რომ რაღაც მხარისკენ გადაწევა არ იგრძნობოდეს.“

CROSTY DRO Campaign © CROSTY

პანდემიის გავლენა

„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამ კარგად იმოქმედა მთელ ინდუსტრიაზე, მათ შორის retailer – ებზე, თუმცა მაინც ბევრი ფიქრის დრო იყო. ასევე ონლაინ კომერციის დაბუსტვა მოხდა საგრძნობლად. უბრალოდ stock – ები მართლა ამოგვეწურა, წარმოებას ვერ ვახერხებდით და ამან შეგვაფერხა, თორემ ყველა რეკორდს მოვხსნიდით ონლაინ გაყიდვების. ამან საშუალება მოგვცა კიდევ დაგვენახა რა შეგვიძლია e-commerce – ში განვავითაროთ. ეს ახალი პროექტი, მატრიცის, მაგ დროს მომივიდა აზრად, ინსპირაციის საპოვნელადაც კარგი დრო იყო.“

Sneaker – ების ტრენდის მომავალი

„მარკეტს რასაც ვუყურებთ, 2024 წლამდე ძაან დიდი ტემპით არის ზრდა და მერე ცოტა mixing არის დიზაინშიც და ტრენდშიც, კლასიკურის და სპორტულის. მე ვფიქრობ, ეს რომ ცოტა გადავლას დაიწყებს, მერე მიქსებით გაგრძელდება. Loafers – ს გამიქსული sneaker -ის ძირთან და ასეთი პროდუქტები გვექნება. ჩვენთვის საკმარისია ეს პერიოდი, როცა ამ მიმართულებას ზრდა ექნება და მას შემდეგ აუცილებლად შეინარჩუნებს. სნიქერი ისეთი პროდუქტია, რომ არ შეიძლება უცებ დაეცეს, ამიტომ მრავალწლიანი გეგმა გვაქვს, რომ გავიზრდებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, მზად ვართ მომავალში footwear ბრენდად ვპოზიციონირდეთ, არამხოლოდ sneaker. რა თქმა უნდა, ქუსლიან ფეხსაცმელს არ გავაკეთებთ. რაც ახლოს არის ჩვენთან ამ მიმართულებით შეგვიძლია მომავალში განვითარდეთ. მინდა, რომ რაღაც ექსპერიმენტები გავაკეთო, boots მიმართულებით, თუმცა, ალბათ, უფრო რომელიმე საინტერესო დიზაინერთან კოლაბორაციით გავაკეთებდი, რომ ამოვარდნილი არ იყოს და ერთობლივი პროექტი იყოს. სატესტო, მინი, კაფსულა კოლექციას გავაკეთებდი. მომავალ წელს აუცილებლად რაღაც ექსპერიმენტებს გავაკეთებთ სხვა მიმართულებითაც. თუმცა ამ ფოკუსს არასდროს დავკარგავთ. უახლოესი წლები დაყოფილი გვაქვს პროდუქტის კატეგორიაც. სტრატეგიულად გვაქვს დაყოფილი იმიტომ, რომ თანმიმდევრობა შევინარჩუნოთ კოლექციაში. დავყავით ესე, რომ რაღაცა sneaker გვაქვს, რომელიც არის ძალიან სადა, აქვს quality და დიზაინერულად არ არის დატვირთული და უფრო ბევრ ადამიანს შეიძლება მოეწონოს, ამ მიმართულებით clean პროდუქტი ყოველთვის გვექნება. თავისუფლების მოყვარული ადამიანი ბევრი არის ისეთი, რომ ზედმეტი დიზაინერული, გადატვირთული, პროდუქტები არ უნდათ და შესაბამისად ეს დავტოვეთ ერთ კატეგორიაში. მეორე კატეგორიაში გვაქვს Onda მოდელი, რომელსაც პირველად დავაწერეთ თავისუფლება და ცოტა არის fashion lover, ცოტა რომ ერკვევა street style – სა და მოდაში ასეთი ადამიანებისთვის და მესამე დროის უკვე ცოტა უფრო კონცეპტუალური კატეგორია, სადაც უფრო მეტ ექსპერიმენტებს გავაკეთებ მომავალში და ცოტა უფრო თამამი, კრეატიული დიზაინები შეიძლება იყოს. ამ სამი კატეგორიის მიმართულებით განვითარდებით და მერე მომავალში რომ გაიზრდება რაღაც რაოდენობაზე, თუმცა 12-15 მოდელს ალბათ არასდროს აცდება – ეს კატეგორიულად არის განსაზღვრული, რომ მანდაც არ ავრიოთ – განვავითარებთ სამი ტიპის პროდუქტს და არ ამოვვარდებით აქედან. ცალკე გვექნება ამოვარდნილი ექსპერიმენტები, რომლებსაც კოლაბორაციებში გავაკეთებთ აუცილებლად.“