ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი პოპ-არტ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც ბრიტანეთის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის სტატუსს ფლობს. Ჰოკნი ცოცხალ მხატვართა შორის ყველაზე ძვირადღირებულ და აღიარებულ ხელოვანად მიიჩნევა.
2023 წლის ნოემბერში, ლონდონის National Portrait Gallery-ში, ჰოკნის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ეს არის პორტრეტების სერია, რომელიც მხატვარმა 2021-2022 წლებში შექმნა. სერია 33 ნამუშევარს აერთიანებს და მათ შორის არის მომღერალ ჰარი სტაილსის პორტრეტი. ნამუშევარს ჰოკნი სამი დღის განმავლობაში, ლოს ანჯელესში მდებარე სტუდიაში ხატავდა.
ახლახან ინტერნეტში ხატვის პროცესის ამსახველი ფოტოც გავრცელდა, რომელზეც ჰოკნი და სტაილსი ერთად არიან აღბეჭდილნი. როგორც ცნობილია აღნიშნული ნამუშევრების სერიაში დამთვალიერებელი თავად მხატვრის ავტოპორტრეტსაც იხილავს.
გამოფენა ლონდონის National Portrait Gallery-ში 2023 წლის 2 ნოემბერს გაიხსნება და 2024 წლის 21 იანვარს დაიხურება.