Mastercard უკვე მრავალი წელია, რაც მომხმარებლებს შეუფასებელ გამოცდილებებსა და შეთავაზებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, Mastercard მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს და საყვარელი ბრენდებისა და არა მარტო, შეძენის პროცესი კიდევ უფრო მარტივი, მომგებიანი და სასიამოვნო გახადოს.

ახლახან, Mastercard-მა, Global Blue-სთან თანამშრომლობით, ახალი კამპანია დაიწყო, რომლითაც თურქეთში Mastercard-ის ბარათით შოპინგისას გადასახადების 20%-ის დაბრუნებას შეძლებთ. კამპანიის ფარგლებში, ტურისტები, რომლებიც სტამბულის შერჩეულ მაღაზიებში იშოპინგებენ, მათ შორის Istinye Park, Emaar Square Mall და Zorlu Center-ში, დაიბრუნებენ დამატებით 20%-ს სტანდარტულ დღგ-სთან ერთად. თანხა პირდაპირ მომხმარებლის Mastercard ბარათზე გადაირიცხება, რაც პროცესს უფრო სწრაფს, უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ზემოხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ონურ ფაიდაჩიმ, Mastercard-ის გენერალურმა დირექტორმა თურქეთსა და აზერბაიჯანში, განაცხადა: „Mastercard-ში ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ მომხმარებლების მოგზაურობის გამოცდილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Global Blue-სთან თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ტურისტებს, მიიღონ მეტი უპირატესობა შოპინგისას და ამავდროულად მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ბიზნესებსა და ეკონომიკას.”

იქნება ეს შოპინგი, დასვენება თუ სამედიცინო ტურიზმი, თურქეთი ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულებაა, გამომდინარე აქედან, ახალი Mastercard × Global Blue კამპანიის სარგებელს, მეტ დანაზოგს, მოქნილობასა და კომფორტს ძალიან ბევრი ქართველი ტურისტი გამოცდის. ამასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ინიციატივა Mastercard-ის მხრიდან საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.