ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია Astronomer-ის ხელმძღვანელი ენდი ბაირონი და HR მენეჯერი კრისტინ კაბოტი კამერამ Coldplay-ს კონცერტზე ერთად დააფიქსირა. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მით უმეტეს, რომ ორივე კომპანიის წარმომადგენელი დაქორწინებულია, თუმცა არა ერთმანეთზე. მიმებისა და ონლაინ დისკუსიების ტალღის შემდეგ, კომპანიამ დროებითი სპიკერის ამპლუაში გვინეტ პელტროუ წარადგინა. პელტროუ Coldplay-ს ვოკალისტის, კრის მარტინის ყოფილი ცოლია და სავარაუდოა, რომ სწორედ ამან უბიძგა Astronomers-ს პელტროუს კანდიდატურის შერჩევისაკენ. 

მსახიობის მონაწილეობით ვიდეო კომპანიის ციფრულ არხებზე გამოქვეყნდა. მასში პელტროუ საზოგადოებას მადლობას უხდის კომპანიის მიმართ გამოხატული ინტენსიური ინტერესისთვის და აცხადებს, რომ Astronomer-ის მთავარი მისია კვლავაც მონაცემთა და AI სისტემების გამართული მართვაა.

აღსანიშნავია, რომ სკანდალის შემდეგ Astronomer-მა ბაირონი და კაბოტი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.