სამკაული მხოლოდ დეკორი არ არის – ეს ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე მომხმარებლისთვის სამკაული და აქსესუარი ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს – სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში იბადება Accessible Luxury კონცეფცია, რაც გულისხმობს ელეგანტურობას, რომელიც ბუნებრივად ერწმის ყოველდღიურობას.
სწორედ ამ ფილოსოფიას და კონცეფიას ეფუძნება Trésor-ის იდეა – კომპანიის, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სწორედ Accessible Luxury სტილის სამკაულებს სთავაზობს.
ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზის შედეგად, კომპანიამ სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა – „ტრესორი ჯგუფის” ქვეშ შეიქმნა ახალი შვილობილი კომპანია, სახელწოდებით Brandsfield. მისი სელექცია მოიცავს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის განკუთვნილ მოდელებს, ასევე უნისექს სამკაულებს.


Brandsfield-ის კონცეფცია ქართველ მომხმარებელს Smart Luxury-ს ახალ გამოცდილებას სთავაზობს, სადაც ერთიანდება დიზაინი, ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ხოლო სამკაული, როგორც ელეგანტური დეტალი, ყოველდღიური ცხოვრებისა და სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება.
Smart Luxury სტილი პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს – ხარისხის, ფუნქციურობისა და ესთეტიკის სინთეზს. ის ერთდროულად არის კომფორტული, უძლებს დროს და მისი დიზაინი ტრენდების ცვლის მიუხედავად ინარჩუნებს აქტუალობას.
Brandsfield-ში წარმოდგენილი სამკაულები გამოირჩევა ე.წ. Less is More ესთეტიკით. მოდელების დიზაინში იგრძნობა თანამედროვე, მინიმალისტური, ურბანული, არქიტექტურული ფორმები და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება. თითოეული კოლექცია იქმნება იმ იდეით, რომ სამკაული იყოს არა მხოლოდ აქსესუარი, არამედ ინდივიდუალიზმის გამომხატველი დეტალი, რომელიც ბუნებრივად ერგება როგორც ყოველდღიურ რიტმს, ისე განსაკუთრებულ მომენტებს.

თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, მოდის ინდუსტრიაში გენდერული ჩარჩოები სულ უფრო პირობითი ხდება. შესაბამისად, იზრდება ე.წ. უნისექს სტილის პოპულარობა, რომელიც მინიმალისტური ესთეტიკისა და ინდივიდუალიზმის გამომხატველი დიზაინით გამოირჩევა. სწორედ ასეთ მოდელებს აღმოაჩენთ Brandsfield-ში.
უნდა აღინიშნოს, რომ Brandsfield-ის კოლექციაში მამაკაცის სამკაულებისა და აქსესუარების დიდი არჩევანია, რაც ქართულ ბაზარზე იშვიათია. Brandsfield საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს არაერთ ევროპულ თუ აზიურ სამკაულების ბრენდს. Brandsfield ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა, როგორებიც არის: MORELLATO (იტალია), HOXTON LONDON (ინგლისი), THOMAS SABOO (გერმანია), ANIW (საბერძნეთი), NUY NUY (კორეა) და DISI (ესპანეთი).


Brandsfield-ში წარმოდგენილია სამკაულები ბუნებრივი ქვებით, ვერცხლისა და მოოქროვილი ვერცხლის ნაკეთოები და ასევე უმაღლესი ხარისხის ბიჟუტერიის კოლექციები. აქ შეხვდებით ორიგინალური დიზაინის ნაკეთობებს, რომლებიც იმიჯის უნიკალურ დეტალად იქცევიან და მფლობელის ავთენტურობას გამოკვეთენ.
Brandsfield-ის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია Morellato-ს – ერთ-ერთ წამყვან იტალიურ ბრენდს სამკაულების სფეროში. Morellato მამაკაცების სამკაულების ბრენდია და აერთიანებს ტრადიციული იტალიური ხელოვნების ელემენტებს თანამედროვე დიზაინთან. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს, რომელიც დახვეწილია და ამავდროულად ურბანულ სტილთან აქვს ახლო კავშირი. Morellato-ს აქსესუარები შექმნილია მინიმალისტური დიზაინისა და ხარისხიანი მასალების ბალანსით – კოლექციებში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადი, ვერცხლი, ბუნებრივი ქვები.

„ტრესორი ჯგუფი” 2026 წელს არაერთი ახალი საერთაშორისო ბრენდის დამატებას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს Brandsfield-ის პორტფელს და ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვან და გამორჩეული სტილის სამკაულებს შესთავაზებს. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს ბაზარზე სამკაულებისა და აქსესუარების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას.
Trésor-ის ფილიალებში Brandsfield-ის ზონები წარმოდგენილია შემდეგ მისამართებზე: სითი მოლი (საბურთალო), გალერია თბილისი, აქსის თაუერსი, თბილისი მოლი, პეკინის გამზირი #31 და ბათუმის გრანდ მოლი.


Brandsfield-ის ფილიალი დამოუკიდებელი კუნძულის ფორმატით წარმოდგენილია თბილისში, საბურთალოს სითი მოლში.




