ბიონსეს Renaissance მსოფლიო ტური გრძელდება. ტურის ფარგლებში არიზონას შტატში გამართული კონცერტი ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის Situationist-ის კოსტიუმით გახსნა. ლუქზე რუსაძემ Yaspis-თან ერთად იმუშავა, ხოლო ბიონსეს სტილისტი კარენ ლენგლია.

Situationist-ის გარდა, ტურის ფარგლებში ბიონსემ სხვა ქართველი დიზაინერების ნამუშევრებიც მოირგო. მანამდე იგი დავით კომახიძის David Koma-ს კოსტიუმებში და Mach&Mach-ის ფეხსაცმელებით გამოჩნდა. კერძოდ, Mach&Mach ბიონსეს 3 დღის წინ მაიამიში გამართული კონცერტის გამხსნელ ლუქთან ეცვა, რომელზეც სტილისტმა KJ Moody-მ იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ Renaissance World Tour ბიონსემ შვედეთში ჩატარებული კონცერტით 10 მაისს გახსნა, ხოლო ამჟამად ტური ამერიკის კონტინენტზე გრძელდება და ის 1 ოქტომბრამდე გასტანს.

Tags :