Gucci და ბილი აილიში უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. ბრენდის სახელი მომღერალთან სხვადასხვა კამპანიასა, თუ წითელი ხალიჩის ლუქში არაერთხელ გადაკვეთილა. ამჯერად მოდის სახლმა აილიშთან კოლაბორაცია წარადგინა.  

კოლექციაში ვხვდებით 1955 წლის Horsebit ჩანთის ახლებურ, მდგრად ვერსიას. აქსესუარი ეკომეგობრული მასალის, Demetra-ს გამოყენებით შეიქმნა. Demetra მოდის სახლმა Gucci-მ ორი წლის წინ წარადგინა და ის ტანსაცმლის წარმოებაში ერთ-ერთ ინოვაციურ სიახლედ შეფასდა.  აღსანიშნავია, რომ Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას ამჟამად საბატო დე სარნო იკავებს.

ნახეთ ბილი აილიშის და Gucci-ის კოლაბორაციის კამპანია: