პირბადეები და სოციალური დისტანცირება, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, 2020 წლის ვენეციის ფილმის ფესტივალის მთავარი წესია. მიუხედავად იმისა, რომ წელს ფესტივალზე ბევრად უფრო ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე მანამდე, ღონისძიებები მაინც ტარდება და წითელ ხალიჩაზეც ჩნდებიან ისინი, ვინც მოახერხა ვენეციაში ჩასვლა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა პედრო ალმოდოვარის, კიოში კუროსავას, ჯია კოპოლას, ორსონ ველესისა და სხვა ცნობილი რეჟისორების პრემიერები. საპატიო ჯილდო გადაეცა ტილდა სვინტონს, ხოლო ქეით ბლანშეტი კი ფესტივალის ჟიურის წევრი გახლავთ.

ქეითმა ერთ-ერთ პრემიერაზე ესტებან კორტაზარის დრამატული კაბა მოირგო, რომელიც პირველად 2015 წელს „ქეროლის“ პრემიერაზე ლონდონში ეცვა. ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე ის არმანის ლუქშიც გამოჩნდა, ხოლო მესამე ლუქი სარა ბარტონის ალექსანდრ მაკქუინია.

Esteban Cortazar / vogue.com
Armani / vogue.com
Alexander McQueen / vogue.com

ტილდა სვინტონს წითელ ხალიჩაზე ეცვა შანელის ოტ კუტიური და ულამაზესი ვენეციური ნიღაბი, რომელიც ბიორკის სტილისტმა ჯეიმს მერიმ შექმნა, ხოლო პატარა ღონისძიებებზე მისი არჩევანი ტრადიციულად ჰაიდერ აკერმანის კოსტიუმები გახდა.

Chanel / E! Online
Haider Ackermann / vogue.com
Haider Ackermann / vogue.com

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ მოდელები ტეილორ ჰილი და ფრიდა ასენიც. ტეილორს სამივეჯერ ეტროს კაბა ეცვა, ხოლო ფრიდას – ალბერტა ფერეტი.

Etro / vogue.com
Etro / vogue.com
Etro / vogue.com
Alberta Ferretti / vogue.com

მსახიობი სტეისი მარტინ ლუი ვიტონის ერთ-ერთი ახალი ამბასადორია, შესამაბისად მისი ყველა ლუქი ნიკოლა ჟესქიერის შექმნილია.

Louis Vuitton / vogue.com
Louis Vuitton / vogue.com
Louis Vuitton / vogue.com

ფრანგი მსახიობი ლუდივინ სანიერი სელინში, იტალიელი პოპ ვარსკვლავი ელოდი ატელიე ვერსაჩეში, ბრიტანელი მსახიობი ამირა კასარი ლუევეში.

Celine / vogue.com
Atelier Versace / vogue.com
LOEWE / vogue.com

ჰოლანდიელი მსახიობი ლოტე ვერბეეკი ალბერტა ფერეტიში, ავსტრალიელი მსახიობი ნატაშა ენდრიუსი დიორში, იტალიელი მსახიობი ანა ფოლიეტა არმანიში.

Alberta Ferreti / vogue.com
Dior / vogue.com
Armani / vogue.com