“მოდის ინდუსტრიის სამეფო ქორწილი” ვენეციაში გაიმართა. წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა.
ალექსანდრ არნოს რჩეული აქსესუარების ბრენდის, D’Estrëe -ს დამფუძნებელი ჯერალდინ გიოთია. საკუთარი ბრენდის დაარსებამდე, ჯერალდინი მოდის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში, ლონდონის Central Saint Martin- ში სწავლობდა.

ალექსანდრ არნო LVMH-ის პრეზიდენტის და მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბერნარ არნოს მესამე შვილია. არნოების ოჯახი ნაწილობრივ, ან მთლიანად ფლობს შემდეგ ბრენდებსა და კომპანიებს: Louis Vuitton, Dior, Givenchy, Sephora, Fendi, Tiffany & Co., Loewe, Marc Jacobs, Celine, Fenty Beauty, Guerlain, Bulgari.
ამჟამად ალექსანდრი Tiffany & Co -ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. LVMH-მა, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, სამკაულების სახელგანთქმული ბრენდი გასულ წელს თითქმის 16 მილიარდ დოლარად შეიძინა.


პატარძალს სასახლისაკენ მიმავალ გზაზე, მამასთან ერთად, ქუდების ლეგენდარული დიზაინერი სტეფენ ჯონსი მიაცილებდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, სწორედ სტეფენმა იზრუნა ჯერალდინის მინიმალისტურად გაფორმებული კაბის შექმნაზე.

LVMH-ის ვაჟის ქორწილს, რა თქმა უნდა, უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის: ბიონსე და ჯეი ზი, როჯერ ფედერერი, ფარელ უილიამსი.



წყვილს სპეციალური პერფორმანსი მიუძღვნა ქანიე უესტმაც. რეპერი სცენაზე ნიღბით და ბალენსიაგას კოლექციით გამოჩნდა.