ქართველი დიზაინერების და არტისტების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიის შესაქმნელად თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულმა რეჟისორ ლუკა ნაკაშიძესთან და ჟურნალისტ თამარ მესხთან ითანამშრომლა. ვიდეობი, რომლებშიც ქართველი შემოქმედები საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან, განთავსებულია ციფრულ პლატფორმა – mbfwtbilisi.online – ზე.
AKÀ PRODIÀSHVILI

მაშინ არის შენი ნამუშევარი საინტერესო, როდესაც საინტერესოა შენი ცხოვრება. ადამიანები სოციუმიდან ავირეკლებით და საერთო საზიარო ტკივილებით ერთმანეთს ვგავართ.
აკა ფროდიაშვილი
იხილეთ ვიდეო
ANOUKI

პანდემიის პერიოდში დავფიქრდი, გადავაფასე ძალიან ბევრი რამ და მივხვდი, რომ ვარ იმ სფეროში, რომელიც, სამწუხაროდ, მეორე ადგილას არის გარემოს დაბინძურების კუთხით. პირველ რიგში, ჩვენ, დიზაინერებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ მომხმარებელს ავუხსნათ, რატომ უნდა შეიძინონ ატელიეში დამზადებული კოლექცა. ეკოლოგიაზე ფიქრი ჩვენი დღის წესრიგია.
ანუკი არეშიძე
იხილეთ ვიდეო
AVTANDIL

დავუბრუნდი ფერწერას, რითაც, სულით, ხორცით, ყველაფრით, თავისუფლება ვიგრძენი. არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი. ყოველთვის ვიყავი ფერმწერი სულით და ყოველთვის ვწუხდი, რომ ამის რეალიზებას ვერ ვახდენდი.
ავთანდილ ცქვიტინიძე
იხილეთ ვიდეო
INGOROKVA

ძალიან დიდი ბრძოლა გიწევს, რომ ვიღაცას რაღაც უთხრა, გააგებინო, დაუმტკიცო, რომ საქართველოში ნაწარმოები ტანსაცმელი არ არის ცუდი, არის კარგი. როცა ხარ მებრძოლი ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ თავისუფალი. შენ იბრძვი იმიტომ, რომ მოიპოვო რაღაც და ჩვენ ვართ ერი, რომელიც ყოველთვის იბრძვის.
თამუნა ინგოროყვა
იხილეთ ვიდეო
KEBURIA

მეც რომ წარმოვიდგენ ტურისტად თავს, საქართველო საკმაოდ საინტერესო სანახავია. საბჭოთა არქიტექტურა ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან. ჩვენთვის არ არის საინტერესო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. მიჩვეული გვაქვს თვალი და შეიძლება სხვა რაღაცას გვახსენებდეს. გაჭირვება, ომები და ასე შემდეგ მგონია, რომ მათთვის სანახაობრივად, ვიზუალურად, მოსასმენად, ძალიან დიდი ეგზოტიკაა. ეს სათაური ძალიან გამოადგა ქართულ მოდას. ყველა ‘ჰედლაინი’ იწყებოდა Post-Soviet Georgia და გაგრძელება ჰქონდა სხვადასხვა.
გიორგი ქებურია
იხილეთ ვიდეო
LEVAN SHVELIDZE

ელფები, ჯადოქრები, მონსტრები, წინასწარმეტყველები, ფერიები, ვამპირები, queer ღვთაებები, მითოლოგიური თუ პრეიოსტორიული პერსონაჟები – ეს ყველაფერი ქმნის ეიფორიულ ზეიმს, სადაც არის სიყვარული, სიკვდილი, რომელსაც ფონად მელანქოლიური ნეონის კომორების ნათება დასთამაშებს.თავისუფლება ჩემთვის ზოგადი ცნებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შენი კომფორტის ზონა.მე ჯერ ქაოსში ვარ.
ლევან შველიძე
იხილეთ ვიდეო
MATERIEL

როცა პანდემია დაიწყო და საქართველოც შესაბამისად დაიკეტა და იზოლაციაში ვიყავით, ზუსტად ამ პერიოდში მომივიდა წერილი მატერიელისგან, რომ მქონდა შემოთავაზება, ვყოფილიყავი კრეატიული დირექტორი.
თიკო პაქსაშვილი
იხილეთ ვიდეო
SITUATIONIST

პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა და უფრო ძნელი გახადა საქართველოში ცხოვრება და უფრო მეტად ამ ადამიანებისთვის, რომელთათვის არც ისე ადვილია იპოვნონ სამსახური ან შეძლონ თუნდაც ყოველდღიური ცხოვრება. ამ ეტაპზე ცოტა უფრო უხერხული იქნეოდა საუბარი ახალ კოლექციაზე, ტენდენციებზე და მივესალმებოდი იმას, რომ საკუთარი დრო დამეთმო ამ ადამიანების პრობლემებზე სასაუბროდ.
ირაკლი რუსაძე
იხილეთ ვიდეო
TAMRA

მოდა ბიზნესისკენ უფრო წავიდა, ვიდრე ხელოვნებისკენ, რაც ჩემთვის ძაან საწყენია და სულ ვცდილობ, აქეთ გადმოვქაჩო მაინც. ამიტომ, ალბათ, ეგ თავისუფლება აქვს ჩემს ბრენდს, რომ უფრო აქეთ მხარეს მოდის.
თამარ ქარუმიძე
იხილეთ ვიდეო
TATUNA

რაც მახსოვს, დაახლოებით 8-9 წლის ასაკიდან უკვე ვხატავდი და სულ მიყვარდა რაღაცის შექმნა. ნახატებსაც რომ ვაკეთებდი, ვდილობდი, კოლაჟები მიმეწებებინა, რაღაცა გამომეჭრა – სულ რაღაცის შექმნის პროცესში ვიყავი. იმდენად მაინტერესებდა ბავშვობიდან და ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რომ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია არასდროს.
ტატუნა ნიკოლაიშვილი
იხილეთ ვიდეო
UTA BEKAIA

საქართველო უცნაური ქვეყანაა იმიტომ, რომ არის ძაან ძველი ქვეყანა და თან ახალი – ორივე. ძაან საინტერესოა აქ ყოფნა, რადგან ამ ფორმაციაში ყველანი ვიღებთ მონაწილეობას და იმის აღქმა, რომ პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორი გვინდა იყოს ეს ქვეყანა მომავალში. ვფიქრობ, რომ აქ ამისთვის ბრძოლას, სიტყვის თქმას და იმის დაფიქსირებას, რისი თქმაც გინდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უტა ბექაია
იხილეთ ვიდეო