What Is Georgia’s Traditional Chokha and Why Is It in Fashion? (2017)
“საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე მერსედეს–ბენცის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვეცნობით ეროვნულ ჩოხას. მრავალსაუკუნოვან ტრადიციულ სამოსს, რომელსაც ამჟამად მოდური მომენტი აქვს.
რა არის ჩოხა?
ჩოხა არის შალის მოსაცმელი, რომელსაც როგორც წესი მამაკაცები ატარებენ, მკერდთან სამასრეებით. ერთ დროს იგი წარმოადგენდა ყოველდღიურ სამოსს, მოგვიანებით გახდა ტყვიის და დენთის სატარებელი, ამჟამად კი მხოლოდ დეკორატიული სახე აქვს.
როგორი ისტორია აქვს მას?
მისი თავდაპირველი წარმოშობა სპარსეთს უკავშირდება, სწორედ იქიდან შემოვიდა საქართველოში დაახლოებით მე–9 საუკუნეში. ჩოხას ასევე ატარებენ კავკასიის სხვა რეგიონებშიც, მაგალითად ჩეჩნეთში. საქართველოს კუთხის მიხედვით, სამოსელი განსხვავდება გარეგნულად. იგულისხმება როგორც სიგრძე, ასევე ის, თუ როგორ არის გამოყენებული სამასრეები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ეპოქაში ის ძალიან იშვიათად ეცვათ, 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბევრმა ქართველმა დააბრუნა ის, როგორც ეროვნული სიამაყის წყარო. პოპულარული გახდა მისი ჩაცმა რელიგიურ ცერემონიებზე, მაგალითად, ქორწილებსა და დაკძალვებზე, ასევე პოლიტიკური მოვლენების დროს.
რატომ აქვს ახლა მას მოდური მომენტი?
ცოტა ხნის წინ ჩოხამ საერთაშორისო ზეგავლენა მოახდინა საქართველოში დაბადებული დიზაინერის დევიდ კომას წყალობით, რომელიც გასულ სეზონზე თბილისს ესტუმრა. ლონდონის 2017 წლის საშემოდგომო კოლექციისთვის, კომა დაუბრუნდა თავის ფესვებს, გამოიყენა რა ასიმეტრიულად განლაგებული სამასრეები მის მიერ შექმნილ სამოსზე.
მანამდე, აღნიშნული ტრადიციული სამოსი, ისეთი ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში ჩნდებოდა, როგორებიც არიან: ნიკოლას გრიგორიანი, დათუნა სულიკაშვილი და სიმონ მაჩაბელი. “სამწუხაროდ, სამბჭოთა ეპოქის დროს, ჩოხის შექმნის უნარები ცოტა დაიკარგა. მაგრამ ახლა ის ბრუნდება,” – წერს მაჩაბელი. “ეს არის ქართული ხალხური კოსტიუმი და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.”
სახალისო ფაქტი?
1989 წელს, რეი კავაკუბო, ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, თაყვანისმცემელი, გაემგზავრა საბჭოთა ეპოქის საქართველოში ბრიტანელ ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად, რათა გადაეღოთ სოფლის მაცხოვრებლები კომ დე გაღსონის სამოსში. იქ, გრიფნმა გადაიღო ადგილობრივები ნაციონალური სამოსისა და კომ დე გაღსონის მიქსში. ერთერთმა ფოტომ არაჩვეულებრივად ასახა ჩოხის და ფორთოხლისფერი შავრლის შერწყმა. გასულ წელს 12 სურათი იქნა გამოტანილი თბილისში ჩატარებულ პროექტ “არტ ბითის” გამოფენაზე.”