‘’დემოკრატია, ელეგანტურობა, სილამაზე და რეალობა’’- ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც რიკარდოს სურს მისი ბარბერი გამოხატავდეს. გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ რიკარდო ბარბერიში ქრისტოფერ ბეილის ჩაანაცვლებდა. ამ სიახლის გავრცელებიდან მალევე ბარბერის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერია, რიკარდო ჩვენი თაობის ერთ-ერთი  ყველაზე გავლენიანი  და ცნობილი დიზაინერია – იგი ბარბერიმდე ჟივანშის მოდის სახლს ედგა სათავეში 12 წელი (2005-2017), ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც ქუჩის სტილი მაღალ მოდაში შემოიტანა, ცნობილია თავისი გოთური სტილით (‘’თინეიჯერობისას ძალიან გოთი ვიყავი, გრძელი შავი თმით და ძალიან გამხდარი’’, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა) და აქვს ძლიერი მხარდაჭერა ვარსკვლავებისგან (ბიონსე იყო პირველი, რომელიც რიკარდოს ბარბერით გამოჩნდა, მეტ გალაზე კი ყოველთვის რიკარდოს ჟივანშის კაბებით ჩნდებოდა)

რიკარდო ბარბერის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2018 წლის მარტში დასახელდა, მისი პირველი კოლექცია ბრენდისთვის კი სექტემბერში 134 ლუქის სახით ვიხილეთ.

ტიში ახალ ინტერვიუში AnOther Magazine-ის მთავარ რედაქტორს სიუზენა ფრანკელს ესაუბრა.

ბარბერის თრენჩზე:

‘’ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს, მაგრამ მისი ფესვები აქ, ინგლისშია, ბარბერიში, ბარბერიმ დაიწყო ეს’’


ბარბერი გაზაფხული/ზაფხული 2019
(Vogue.com)

სამუშაო პროცესზე:

’ყველაფერს ვაგროვებ, რაც ინგლისს წარმოადგენს. ჩემს გუნდს ქუჩაში ვგზავნი და ვთხოვ, ყველაფერს ფოტოები გადაუღონ, ყველაფერს რაც ბრიტანულია. სასიამოვნოა. შემდეგ სიას ვადგენთ- ინგლისის ისტორიას, ვიქტორიანული პერიოდის განვითარებას, ქუჩაში მოხეტიალებს- ეს არის ინგლისზე წარმოდგენის გაერთიანება, ერთად თავმოყრა,პატივისცემის ნიშნად. შემდეგ ვიწყებთ ფიქრს სიტყვებზე, როგორიცაა  ‘fucking cow’ (იცინის). ეს მართლა ბრიტანულია, ასეთია ასევე- ‘’ო, ღმერთო!’’ (ამ ფრაზას ხშირად იყენებს)

‘’კრემისფერი ბარბერის ფერია, ამიტომ ვაბრუნებ ბრენდში’’


Photography by Theo Sion, Styling by Max Pearmain
Model: Rianne Van Rompaey

რიკარდომ ინტერვიუში უმეტესად ოჯახზე ისაუბრა. მას რვა და ჰყავს, მამა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც 4 წლის იყო, ამიტომ ყოველთვის ქალების გარემოცვაში იზრდებოდა, დედამისს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რიკარდო 1974 წელს დაიბადა კომოში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში. როდესაც მისი კლასელები არმანით იმოსებოდნენ, ტიში სკოლაში თავისი დების გამონაცვალ ტანსაცმელს ატარებდა, რომელიც ხშირად ვარდისფერი იყო:

‘’სასაცილოა, მაგრამ არასოდეს ვიტანჯებოდი. ჩემი სახლი სამოთხე იყო. დედაჩემი საოცარი ქალია. არასოდეს გვაგრძნობინებდა თავს უცხოდ, უცნაურად. სკოლიდან რომ ვბრუნდები ჩემს დებთან ვთამაშობდი. ვაკვირდებოდი როგორ იმოსებოდნენ  გარეთ გასასვლელად. სახლში უსაფრთხოდ ვიყავი…ბედნიერი’’.

Photo: Courtesy of @riccardotisci17

სკოლის შემდეგ ტიში და მისი დები მუშაობდნენ, რათა დედას დახმარებოდნენ. 12 წლის ასაკში, რიკარდო ბიძასთან მუშაობდა, თავისუფალ დროს კი ოთახში იკეტებოდა, მუსიკას უსმენდა( უყვარდა The Cure) და გოთურ ნახატებს ხატავდა. მისი შემოქმედებითი ნიჭი ერთ-ერთმა მასწავლებელმა შეამჩნია და ურჩია სხვა სამსახური დაეწყო- ყვავილების გამყიდველად, რათა ფული შეეგროვებინა სამხატვრო კოლეჯში სასწავლად. 80-იანი წლების ბოლოს იტალიელი დიზაინერები ყურადღების ცენტრში იყვნენ- ჯანი ვერსაჩე და ჯორჯო არმანი ჟურნალების პირველ ყდებზე იბეჭდებოდნენ, რამაც რიკარდოს ყურადღება მიიპყრო. ცოტახნის შემდეგ კი ნაბიჯი გადადგა – იტალია დატოვა: ‘’იტალია არ არის ქვეყანა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება, წასვლა მომიწია’’.

ტიში ლონდონში, ჯერ ლონდონის მოდის კოლეჯში, შემდეგ კი Central Saint Martins-ში სწავლობდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია მოდის განხრით (ალექსანდრ მაკქუინი და ჯონ გალიანო სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან). ტიში ინგლისში შვეიცარად და მაღაზიის გამყიდვლადაც მუშაობდა, მოგვიანებით კი იტალიელი დიზაინერის, ანტონიო ბერარდის სტუდიაში დაიწყო მუშაობა. 90-იანების ბოლოს რიკარდო იტალიაში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა პუმასთვის, კოკაპანისთვისა და Ruffo Research-ისთვის. როდესაც 2004 წლის ზაფხულში თავისი პირველი კოლექცია წარადგინა, კომპანია დაიხურა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ტიშის საკუთარი ბრენდი, გოთური რომანიკით, რომელიც სახლში, დედისა და დების ხელშეწყობით წამოიწყო. ცოტახანში რიკარდო ფრანგულ და ბრიტანულ ვოგში დაიბეჭდა. ბიორკი იყო პირველი ცნობილი კლიენტი.

ბიორკს აცვია ოქროსფერი კაბა ჟივანშის 2008 წლის კოლექციიდან

მისი მეორე კოლექციის წარდგენის შემდეგ, რომელიც მარიაკარლა ბოსკონომ მოირგო, ტიშის ჟივანშის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მარკო გობეტი დაუკავშირდა. ‘’მარკო ის ადამიანია, რომელმაც პარიზში ჩამიყვანა და შანსი მომცა. მან ჟივანში ჩამაბარა, ყველას წინააღმდეგობას უწევდა, რომ ბრენდში მოვხვედრილიყავი. ჩემთვის მამასავითაა’’ ამბობს იტალიელი. საინტერესოა, რომ მარკო ახლა ბარბერის მთავარი აღმასრულებელი ხელმძვანელია, მან რიკარდოს ბრენდში მოსვლამდე 1 წლით ადრე დაიკავა ეს პოზიცია.

დედამისზე:

‘’მან წერილი მომწერა, სადაც მეუბნება, რომ მისი ცხოვრების პრინცი ვარ, რაც მას დედოფალს ხდის. ბედნიერია და მისთვის ყოველთვის ბავშვი ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს შევიცვლები.’’

რიკარდოს დედა- Elmerinda Tisci
Photo: Courtesy of @riccardotisci17

ჟივანშის დატოვებაზე:

‘’ჟივანშის  მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო LVMH ჯგუფს (ჟივანშის მფლობელი) და ბერნარ არნოს, რომელმაც საშუალება მომცა ჩემი შემოქმედებითობა გამომემჟღავნებინა. ახლა მინდა პირად ინტერესებსა და გატაცებებზე ვკონცეტრირდე. ძალიან ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჩემი ოჯახი ამაყობდა ჩემით, მაგრამ, სანამ ჟივანშის დავტოვებდი, ჩემი დის ქმარი გარდაიცვალა. მე პარიზში ვმუშაობდი, ოტ-კუტიურის წინა პერიოდი იყო, კომოში ჩავფრინდი და დაკრძალვაზე დამაგვიანდა. დავჯექი და მიმოვიხედე ჩემს გარშემო. დედაჩემი დავინახე დასუსტებული, პატარა ბავშვები გაზრდილიყვნენ, ვუყურებდი მათ და გავიფიქრე, რომ არა, უნდა დავასრულო. პარიზში დავბრუნდი და ვუთხარი გუნდს, რომ მუშაობა აღარ მინდოდა და ოჯახთან დარჩენას ვაპირებდი. მიხარია, რომ ეს გავაკეთე, ასე მგონია დედაჩემს კიდევ 10 წლით გავუხანგრძლივე სიცოცხლე, რადგან 1 წელი მასთან ვიყავი, ძალიან ჩვეულებრივ რაღაცებს ვაკეთებდით. მანამდე ოჯახს ფინანსურად დავეხმარე, იტალიაში მხოლოდ შობას და დაბადების დღეებზე ჩავდიოდი, მაგრამ ნორმალური 20 დღის გატარება ოჯახთან, ეს ის იყო, რაც დიდი ხანია არ გამომიცდია. არაჩვეულებრივი იყო’’.

Riccardo Tisci with Beyoncé, 2015
Photographed by Anton Corbjin, Vogue, September 2015