„ნიუ-იორკ თაიმს სთაილმა“ 2019 წლის „The Greats Issue“ გაავრცელა, რომელიც ხელოვნების ოთხი განსხვავებული სფეროს დიდებულ წარმომადგენლებს მიეძღვნა. ერთ-ერთი მათგანი ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ნიკოლა გესკიერია.
ინტერვიუში დიზაინერმა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული შეხედულებები ჩაამოაყალიბა და თავისი დიზაინ ფილოსოფია განმარტა.
„ჩემი პრინციპია შევქმნა ტანსაცმელი, რომელსაც პოდიუმზე წარმოვადგენ და არა ტანსაცმელი პოდიუმისთვის.“
Nicolas. The queen. Bye.
ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ნოვატორობისკენ ისწრაფვის და რასაც ქმნის მუდმივად ხდება ეფექტური და სასურველი უცხო ნამუშევარი.
“ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის, რასაც ახლა ნორმალურად და კლასიკურად აღიქვამთ ოდესაღაც სიახლეს წარმოადგენდა.“
ნიკოლამ მოდაში კარიერა ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ ამ ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცვალა, ნიკოლაც სხვა ადგილზეა, თუმცა შემართება ისეთივე აქვს, როგორიც თავის ოციანებში.
„ისევ იმავე ვნებით, გრძნებით და ჩართულობით ვმუშაობ. ამავდროულად, არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ 25 წლის ვიყავი [როდესაც ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელძღვანელი გავხდი], და რაღაც cool-ს ვაკეთებდი. დღევანდელობაში უკვე ის მაინტერესებს თუ როგორ შეიძლება იმ ბრენდის შესახებ საუბარი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია და რომელსაც გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. … ლუი ვიტონის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი რესურსებია — ინდუსტრიალიზაცია, წარმოების არხები. ეს მანქანაა, რომელსაც წონა აქვს. თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეცდები გადარჩენის შანსი არ გექნება.“
ბალენსიაგადან ნიკოლას წამოსვლის მთავარი მიზეზი ხელმძღვანელობასთან წარმოქმინილი უთანხმოებაა რა პრობლემასაც ლუი ვიტონში ნამდვილად არ აწყდება.
„არასდროს მისწავლია ბიზნესმენობა, ეს არც მინდა. არნო ჩვენს თანამშრომლობას მაშინვე მერჩენდაიზული გადმოსახედიდან მიუდგა. იდეა მქონდა, რომელიც კრეატიული იყო. მან კი ეს შეიცნო. გავაანალიზე, რომ ჩემ წინაშე არამარტო ყველაზე დიდი ბიზნესმენი იდგა, არამედ ის, ვისაც შეეძლო მხედველობაში ექონია, რასაც ვაკეთებ და განესაზღვრა ის ნაბიჯები, რომლებიც მას შემდეგ გადაიდგმებოდა, როდესაც დიზაინზე მუშაობას დავამთავრებდი. სწორედ ეს მაკლდა წინა კარიერაში. ისეთ ვინმესთან მინდოდა მუშაობა, ვისზეც იმავეს თქმას შევძლებდი.“
ხვდება საკუთარი აზრის ქონის მნიშვნელობას და აცნობიერებს, რომ ყოველგვარი კრიტიკის მიუხედავად მისი მოსაზრებები ხელშეუხებელი რჩება.
„მოდის დიზაინერობა გასაოცარ თავისუფლებას გაძლევს გქონდეს საკუთარი ინტერპეტაცია, რომელსაც ვერავინ შეეხება. ჩვენ გვაფასებენ როგორც დიზაინერებს, გვნსჯიან სამოსისთვის — ახალია, დროულია, მართებულია? თუმცა რეპროდუქციისთვის ვერავინ გაგვამტყუვნებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: „ეს ჩემი ხედვაა. შეიძლება ცოტა ბუნდოვანია ან პლასტიკური, ან უკიდურესი, მაგრამ ეს ჩემი ხედვაა.““
და მიუხედავად იმისა, რომ გესკიერი ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე დიზაინერია, რომელიც ამ საქმეს უკვე ორი ათწლეულია აკეთებს, ის წნეხი, რომელსაც დიზაინერები განიცდიან ზოგჯერ მასზეც დამანგრეველად მოქმედებს.
„ზოგჯერ გამოფიტვას ვგრძნობ.“
ნიკოლა:
ის ახლა თავის სამოღვაწეო სფეროში მწვერვალზეა, დაფასებული და აღიარებული ფიგურაა, რომელმაც დღეს რომ მოღვაწეობა შეწყვიტოს მაინც ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერს.
„მივხვდი, რომ ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი სიმბოლურად უნდა მქონდეს გამოხატული. მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავლის სივრცე.“