2018 წელს პრადა რასიზმში დაადანაშაულეს. განსჯის საგანი მოდის სახლის სათამაშოების ხაზი „პრადამალია“ გახდა, რომელიც შავ და ყავისფერ ფერებში წარმოდგენილ მაიმუნის ფიგურებს მოიცავდა. სათამაშოებს დიდი ზომის წითელი ტუჩები ჰქონდათ, რაც შავკანიანთა სახის მახასიათებლებს დაუკავშირეს და ბრენდს რასის უპატივცემულობა, შეურაცხყოფა და რასიზმი დასწამებს. კრიტიკას ბრენდის განცხადებაც მოჰყვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია გმობს რასიზმს და ასევე ეწერა:
„ამ გამოგონილ ქმნილებებს არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ სამყაროსთან და, რა თქმა უნდა, არც შავკანიანების სახესთან.“
550 დოლარიანი სათამაშოები გაყიდვიდანაც დაუყოვნებლივ ამოიღეს. თუმცა ეს ამბავი აქ არ მთავრდება.
აღნიშნული შემთხვევა კომპანიისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა თუ რამდენად მგრძნობიარე შეიძლება იყოს სამყარო მაშინაც კი, როდესაც შენ არავითარი ბოროტი განზრახვა არ გამოძრავებს, უბრალოდ შენი დაუკვირვებელი შეთავაზება სხვამ შეიძლება განსხვავებულად მიიღოს და გააღიზიანოს.
გასულ წელს კომპანიის მიერ მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის საკითხებთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭოს ჩამოაყალიბის შემდეგ, ნიუ-იორკის ადამიანის უფლებათა დამცველი კომიტეტის დადგენილებით, პრადას ყველა თანამშრომელს ნიუ-იორკში და მათ გარდა თავად მიუჩია პრადას, მის ქმარ პატრიზიო ბერტელს და კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელ კარლო მაცის მგრძნობელობის და რასიზმის თემაზე სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ.
კომპანია ასევე ვალდებულია აიყვანოს თანამშრომელი, რომელიც დიზაინ პროცესში ჩაერთვება და გაყიდვაში ჩაშვებამდე ყველა პროდუქტს დააკვირდება.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით კომიტეტის შემდეგი სამიზნე გუჩი და დიორია.