ივ სან ლორანისთვის რომ გეკითხათ, ცხოვრებაში მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ჯინსი მისი შექმნილი არ იყო. ‘’ჯინსს აქვს ხასიათი, მოკრძალება, სექსუალურობა, სიმარტივე – ყველაფერი, რაც ჩემს სამოსს ახასიათებს’’- ეს სიტყვები ივ სან ლორანმა 1983 წელს ნიუ იორკერთან ინტერვიუში თქვა, მაშინ, როდესაც ჯინსი უკვე კარგა ხნის დამკვიდრებული იყო. დღეს ჯინსს ვხედავთ ყველგან – დაწყებული ქუჩის სტილიდან დამთავრებული მაღალი მოდის პოდიუმზე და დარწმუნებით შეგვიძვლია ვთქვათ, რომ ჯინსი მოდაში არ დაბრუნდება, რადგან არც არასდროს დაუტოვებია მოდა.

Audrey on the set of her 1967 film, ‘Two For The Road’.

ჯინსი მოდაში არ დაბადებულა, ის თავიდან მხოლოდ მუშათა კლასის სამოსთან ასოცირდებოდა და საუკუნით გვიან შემოვიდა მოდაში. ტერმინი ‘’ჯინსი’’ პირველად 1800-იანებში გამოჩნდა და ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ შარვლებთან ასოცირდებოდა. ჯინსი, რომელსაც ‘’დენიმ ჯინსადაც’’ მოიხსენიებენ, ბამბის ქსოვილისგან იტალიის ქალაქ გენუასა და საფრანგეთის ქალაქ ნიმიში მზადდებოდა.(დე ნიმი ანუ ნიმიდან) კვლავ უცნობია ‘’დენიმი’’  ინგლისური შესატყვისია ფრანგული სიტყვისა, თუ პირიქით. მეოცე საუკუნიდან, ჯინსი უკვე ნიშნავდა ბამბის ან დენიმისგან შექმნილი შარვლების ფართო არჩევანს.

Levi Strauss
© Getty Images

ყველაზე ცნობილი ტრადიციული ჯინსი – მოლურჯო-ცისფერი დენიმი, ჯიბეებითა და ლითონის მოქლონებით – 1873 წელს მკერავმა, ჯეიკობ დევისმა და სან-ფრანცისკოში ქსოვილების კომპანიის მფლობელმა, ლივაი სტრაუსმა შექმნეს და პატენტიც მოიპოვეს.

© Getty Images

ჯინსი თავდაპირველად მაღაროელებისა და მუშების ყოველდღიური სამოსი იყო. ისინი ყოველთვის წუწუნებდნენ, რომ ჯიბეები ხშირად ეხეოდათ, ამიტომ ჯინსს სპილენძის მოქლონები ჯიბეების გასამაგრებლად დაუმატეს, რასაც მაღაროელები და მუშები ძალიან აფასებდნენ. ლივაი სტრაუსისა და ჯეიკობ დევისის ჯინსები ორი განსხვავებული ქსოვილისგან მზადდებოდა, ყავისფერი ტილოსგან და ცისფერი დენიმისგან, მაგრამ, 1890 წელს, მოდელი 501 შექმნის შემდეგ დენიმის უპირატესობა აშკარა გახდა.

A sketch of Jean Levi Strauss
© Sophie Glover

შემდეგი 10 წლის განმავლობაში ჯინსის დიზაინი უფრო და უფრო იხვეწებოდა: ლივაიმ ორმაგი ნაკერი და ლივაის სავაჭრო ნიშანი დაამატა. 1922 წელს დაემატა ქამრის გასაყრელები. 1954 წელს ღილებიანი შესაკრავი ელვის შესაკრავმა ჩაანაცვლა. ჯეიკობ დევისისა და ლივაი სტრაუსის პატენტის დროის ამოწურვის შემდეგ ბაზარზე ჯინსის სხვა მწარმოებლებიც გამოჩნდნენ და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს უკვე Lee Union-Alls-ის ჯინსები ეცვათ.

მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ჯინსი უკვე ჰოლივუდის კოვბოებს ამშვენებდა. რეკლამებში მსახიობები ჯინსებით ჩნდებოდნენ, რამაც ხალხს უბიძგა ‘’ casual ‘’ სამოსის ძებნა დაეწყოთ. 30-იანებში, ჯინსი ვოგმაც აღიარა როგორც ‘’Western chic ‘’.  1942 წელს, ამერიკელმა დიზაინერმა კლერ მაკქარდელმა 75 000-ზე მეტი დენიმის “Popover” კაბა გაყიდა.

50-იანი წლებიდან ჯინსი პროტესტისა და მეამბოხე ახალგაზრდების სიმბოლოდ იქცა. ჯინსების პოპულარიზაციაში ჯეიმს დინმა და მარლონ ბრანდომ დიდი როლი ითამაშეს – ახალგაზრდების კერპები დენიმში გამოწყობილნი, ჯინსს განსაკუთრებულ სექსუალურ მიმზიდველობას აძლევდნენ.

არანაკლები გალენა ჰქონდათ ჯინსის დამკვიდრებაზე როკ ვარსკვლავებს. 60-70-იანებში ჰიპები და მშვიდობის აქტივიტები ჯინსით იმოსებოდნენ, ხოლო ფემინისტები გენდერული თანასწორობის გამოსახატად ირგებდნენ მათ. სამოციანებში ჯინსი სუბკულტურების სიმბოლოდ იქცა და იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ სკოლებში მისი ტარება აკრძალეს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაამყარო მისი სტატუსი, როგორც აუცილებელი ნივთი ნებისმიერი ადამიანის გარდერობში.

70-80-იან წლებში დენიმით ოტ-კუტიურიც დაინტერედა. Fiorucci-ის ჯინსის მოდელი, Buffalo 70 ვიწრო, მუქი, ძვირი და რთულად ხელმისწავდომი იყო – ერთი სიტყვით, ეს მოდელი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც ახალგაზრდებს მოსწონდათ. 1976 წელს, კელვინ კლაინმა ჯინსი პოდიუმზე წარადგინა, ის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც ეს გააკეთა. 3 წელში გლორია ვანდერბილთმა თავისი საკულტო ჯინსები გამოუშვა. ჯინსზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ 80-იანების კელვინ კლაინის კამპანიას ბრუკ შილდსის მონაწილეობით, რომელიც პროვოკაციულობისთვის ამერიკულმა ტელევიზიებმა დაბლოკეს. ასევე აღსანიშნავია, კლაუდია შიფერის გესის კამპანია 90-იანებიდან. მალევე ჯინსის ბაზარზე გამოჩნდენ ვერსაჩე, დოლჩე & გაბანა და დიორიც.

დღესდღეობით ჯინსი შარვლის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. პირველი ბრენდები, რომლებმაც ჯინსი შექმნეს არიან ლივაის, ლი და ვრენგლერი. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დროთა განმავლობაში ჯინსიც სხვადასხვანაირ სახეს იღებდა: ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი იყო ფართო, თავისუფალი, დიდი ზომის, დაბალ წელიანი ჯინსები. ჰიპსტერები და ინტელექტუალები უფრო მუქის ფერის დენიმს ატარებდნენ, პოპ ვარსკვლავები კი Diesel-ის  ღია, გახუნებულ მოდელს ირგებდნენ. დღეს ჯინსებს თითქმის ყველა ძვირადღირებული ბრენდისა და ოტ-კუტიურის დიზაინერების პოდიუმზე ვხვდებით. ჯინსი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ის ერთხელ მაინც არ ჩაუცვამს და როგორც ხშირად ამბობენ: “მოდიდან 3 რამ არასდროს გადავა: ჯინსი, თეთრი მაისური და შანელის ჟაკეტი”.

A Calvin Klein parade of 1976
© Rex Features

ჯინსის მომენტები პოდიუმიდან:

Tags :