Netflix -ის გახმაურებული ისტორიული დრამის, The Crown -ის მეხუთე სეზონის პრემიერა 2022 წლის შემოდგომაზე იგეგმება. რეიტინგული სერიალის ფინალურ სეზონებში, პრინცესა დაიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი, ელიზაბეთ დებიცკი ასრულებს. ინტერნეტში უკვე არსებობს კადრები ახალი ეპიზოდების გადაღებებიდან.

ელიზაბეთ დებიკი The Crown-ის გადაღებებზე / პრინცესა დაიანა

მოსალოდნელი იყო, რომ სერიალის ახალი სეზონის წინ, მსახიობი მოდისთვისაც სასურველი სახე გახდებოდა. ცოტა ხნის წინ, Dior-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სამკაულების “La Rose Dior” ხაზის კამპანია, რომლის სახეც ელიზაბეთ დებიცკია.


Dior – “La Rose Dior”