ფენდი კარლ ლაგერფელდის გრაფიკული გამოსახულებით ზედებს გაყიდვაში უშვებს. მაისურებზე კარლი ჯოკერის ფორმაშია გამოსახული ბანქოზე. ილუსტრაცია იტალიელ ხელოვანს Nico Vascellari-ს ეკუთვნის. ფასი 590 დოლარიდან 690 დოლარამდე მერყეობს. ზედის შეძენა შესაძლებელია ფენდის ოფიციალურ საიტზე ან SSENSE-ზე.
კარლ ლაგერფელდი, შანელისა და ფენდის ლეგენდარული შემოქმედებითი ხელმძღვანელი 2019 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.
პოლ სარიჯი, რომელიც რობერტო კავალიში შემოქმედებით ხელმძღვანელად 2015 წლის აპრილში დაინიშნა, ბრენდს ტოვებს.
‘’პროექტი, რომლისთვისაც სარიჯი შეირჩა, თანდათანობით შეიცვალა. მის დანიშვნას არანაირი ინვესტიცია არ მოჰყოლია, რაც იმაზეც აისახება, რომ ბრენდის მთავარი მაღაზიებიც კი არ განახლებულა და კვლავ ძველი ინტერიერი აქვს, რომელიც წინა კრეატიულმა ხელმძღვანელმა, პიტერ დუნდასმა შექმნა. ინვესტიციები შემცირდა რეკლამირებაშიც. ფულადი რესურსები იმდენად შემცირდა, რომ ჩვენებებიც ადეკვატური არ გამოდიოდა, რათა კავალი კვლავ მდიდრულ ბრენდად წარმოჩენილიყო, ამიტომ ბრენდის განახლება შეუძლებელი გახდა’’- ამბობს კავალისთან დაახლოებული პირი.
ნაიკს რასიზმში სდებენ ბრალს
ნაიკის ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინდოელი აჰმერ ინამ, რომელიც ნაიკმა 2016 წელს მონაცემების ანალიტიკაში აღმასრულებელ ხელმძღვანელად აიყვანა, აცხადებს, რომ აღმასრულებელს პოზიციაზე ის ადამიანი დააწინაურეს, რომელსაც ნაკლები სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ თეთრი რასის წარმომადგენელი იყო. ის ასევე ამბობს, რომ მისი თეთრი თანამშრომელი განათლებისა და გამოცდილების თანაბარი დონის მიუხედავად 75000 დოლარით მეტს გამოიმუშავებდა.
ინამმა კომპანია 2018 წლის დეკემბერში დატოვა. სარჩელში განაცხადა, რომ მტრული დამოკიდებულება და მუქარაც კი გამოსცადა. ახლა 516000 დოლარს ეკონომიკური ზარალისთვის ითხოვს, ხოლო 350 000 – მორალური ზარალისთვის და იურისტის მომსახურებისთვის.
ეს ნაიკის მიმართ მესამე სარჩელია, რომელიც დისკრიმინაციას ეხება. პირველი ორი გენდერულ დისკრიმინაციას ეხებოდა, ხოლო ინამის სარჩელი რასობრივ დისკრიმინაციას ეხება. კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.
გუჩი მრავალფეროვნებაში 10 მილიონიან ინვესტიციას დებს
ქერინგის მთავარი ბრენდი გასულ თვეში რასიზმში დაადანაშაულეს. შავი სვიტერი რომელიც სახის ნახევარს ფარავდა და მასზე დატანილი წითელი ხაზით გამოკვეთდა შავკანიანებისთვის დამახასიათებელ დიდ ტუჩებს, აღქმული იქნა ‘ბლექფეისად.’ Blackface-ს ცუდი რასისტული ისტორია აქვს. ის გამოიყენებოდა აფრო-ამერიკელების დასამცირებლად თეთრკანიანი მსახიობების მიერ. ბრენდმა მაშინვე ბოდიში მოიხადა და სვიტრები გაყიდვიდან ამოიღო.
ამ ამბის შემდეგ გუჩიმ გადაწყვიტა კონცენტრირება მოეხდინა საზგადოებრივ განვითარებასა და მრავალფეროვნებაზე. ბრენდის ახალი სტრატეგია 4 ინიციატივას ემყარება: საერთაშორისო ხელმძღვანელების თავმოყრა, ისინი წარუძღვებიან კულტურულ მრავალფეროვნებასა და ხალხის ჩართულობას კომპანიაში; მრავალკულტურული საერთაშორისო პროგრამები დიზაინის განხრით სტიპენდიებისთვის, რომლის შედეგადაც ბრენდი რომის სტუდიაში 5 ყველაზე გამორჩეული ნიჭის მქონე განსხვავებული წარმომავლობის ადამიანს დაასაქმებს; ტრენინგები კომპანიის 18 000 დასაქმებულს ცნობიერების ასამაღლებლად და კომპანიის შიდა გაცვლითი პროგრამა, რომლის შედეგადაც სამ რეგიონალურ ხელმძვანელს გუჩის მთავარ ოფისში გადაიყვანენ. კომპანიამ გადაწყვიტა თავისი ახალი პროექტი გაესაჯაროვებინა და გაევრცელებინა. მათი თქმით, პროექტის მთავარ მიზანს მრავალფეროვნების წახალისება წარმოადგენს.
‘’დიალოგების, ურთიეთობების შექმნის და სწრაფი მოქმედებების მჯერა, ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ მუშაობა, რათა ბრენდში ხარვეზები აღმოგვეფხვრა. ახლა კი ამ პროექტით სერიოზულ ინვესტიციას ვდებთ საზოგადოების გაერთიანებისთვისა და გაძლიერებისთვის ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. პროექტებით, რომლებიც აღბეჭდავენ ახალგაზრდებს და აფრო-ამერიკელ საზოგადოებას’’- ამბობს გუჩის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მარკო ბიზარი.
პროექტის ფარგლებში გუჩის თანამშრომლებს მოხალისეებადაც შეეძლებათ წასვლა. მათ შეეძლებათ უსახლკაროებისა და დევნილების დახმარება, გარემოს დაცვით პროექტებში მონაწილეობის მიღება, ასევე თანასწორობის სწავლება და მხარდაჭერა. როგორც ცნობილია, ბრენდმა 5 მილიონიანი ფონდი შექმნა, რომელიც დააფინანსებს ადგილობრივ გაერთიანებებს ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, ხოლო მეორე 5 მილიონი მომავალი წლისთვის პარალელური ფონდისთვის იქნება გამოყოფილი, რომელიც აზიურ მხარეზე იქნება კონცენტრირებული. პროგრამას მხარს უჭერს გუჩის დიზაინერი ალესანდრო მიკელეც.
არტისტი და რაფ სიმონსის კოლაბოლატორი სტერლინგ რუბი თავის ბრენდს ქმნის
არტისტი სტერლინგ რუბი თავის ბრენდს იწყებს, რომელსაც S.R. STUDIO. LA. CA ერქმევა. როგორც ცნობილია ხელოვანის დებიუტი დიზაინერის ამპლუაში ივნისში შედგება. სტერლინგ რუბი რაფ სიმონსის დიდიხნის კოლაბორატორია, მათ რაფის A/W 2014 წლის კოლექციისთვისაც ითანამშრომლეს, რუბიმ ასევე კელვინ კლაინის A/W 2018 შოუს ობიექტები შექმნა, ხოლო რაფის დიორში ყოფნისას სიმოსნმა არტისტის ტილოები ოტ-კუტიურის კაბებად გარდაქმნა.
რუბის ბრენდი ქალისა და მამაკაცის ხაზებს მოიცავს, ასევე აქსესუარებს, ყველაფერი თავისი შემოქმედებით იქნება შთაგონებული.
‘’ყოველთვის მაინტერესებდა ის ძალა, რომელიც ტანსაცმელს მოჰყვება. წლების განმავლობაში პირადად ვიკვლევდი ტანსაცმელს, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის აზროვნებაზე, გრძნობებსა და მოძრაობაზე. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან შესაძლებლობა მეძლევა ჩემი ტანსაცმელი მსოფლიოს წარვუდგინო’’- სტერლინგ რუბი.