ბლეიკ ლაივლის მონაწილეობით ახალი მძაფრსიუჟეტიანი დრამა სახელწოდებით The Rhythm Section გამოდის. ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/09/9877-0-TheRhythjpg.jpg)
ფილმის სიუჟეტი ბლეიკის გმირის – ახალგაზრდა სტეფანი პატრიკის ირგვლივ ვითრდება, რომელსაც ოჯახის გამო შურისძიება სურს. სტეფანი ეძებს იმ ავიაკატასტროფის ორგანიზატორ დამნაშავეებს, რომელსაც მისი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ.
კინოსურათის რეჟისორი რიდ მორანოა, რომელიც სატელევიზიო სერიალების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პროექტის – The Handmaid’s Tale-ის პროდიუსერიც არის.
The Rhythm Section-ში მაყურებელი ჰოლივუდის სხვა ცნობილ ვარსკვლავებსაც იხილავს – უფრო კონკრეტულად, ბლეიკ ლაივლის პარტნიორობას ჯუდ ლოუ გაუწევს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/09/blake-lively-the-rhythm-section-filming-in-new-york-7-1024x822.jpg)
ტრეილერის დინამიკიდან და ფრაგმენტული კადრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმი JOHN WICK-ისა და Kill Bill-ის სინთეზურ ხასიათს ატარებს. ბლეიკ ლაივლის მსგავს როლში მონაწილეობა კი განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას.
The Rhythm Section მსოლფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2020 წლის 31 იანვრიდან გამოჩნდება. ფილმის მსოფლიო პრემიერა შეერთებულ შტატებში შედგება.