თუ ჩვენი ფეისბუქ გვერდის ბოლო პოსტები დაათვალიერეთ, მინიმუმ ერთხელ მაინც აღფრთოვანდებოდით წამყვანი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებით, რომელთა ჩვენებებიც პირველ ოქტომბერს დასრულდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არც იმდენად იდეალური იყო, როგორიც დრის ვან ნოტენის, ლუი ვიტონის, პაკო რაბანის, ელი სააბის კოლექციებში ჩანს.

ნიუ-იორკიდან პარიზის ჩათვლით, კვირეულებში ასზე მეტი დიზაინერი იღებს მონაწილეობას. მისაღებია, რომ 150 დიზაინერში ყველა ვერ გაამართლებს მოლოდინს, თუმცა რაც არ არის მისაღები – ცნობილი ბრენდის სახელის ქვეშ მომუშავე დიზაინერია კოლექციით, რომლის შესახებ ვერაფერს იტყვი 3 სიტყვის გარდა: “What The F**k?”

ანდრე ქუღეჟ კოსმოსური ეპოქის მოდის ნათლიად ითვლება. მან 60-იანების სილუეტები და გეომეტრიული ფორმები გააერთიანა, ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა.  უპატივცემულობაა, რაც ანდრე ქუღეჟის სახელობის ბრენდში დღეს ხდება.

სრულად – Courrèges S/S 2020

Vogue

არსებობენ დიზაინერები, რომელთა ხელწერა იმდენად ინდივიდუალური და სპეციფიკურია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი მემკვიდრეობა იგივე კოდებზე სხვამ დაწეროს. ჰელმუტ ლენგი ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია. ყოველ სეზონზე მტკივნეულია იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ Helmut Lang ხელახლა აქციონ მოდის ყველაზე “Cool” ბრენდად, თუმცა შედეგად კიდევ ერთ მარცხ იღებენ.

სრულად – Helmut Lang S/S 2020

Vogue

უხერხულობის გარდა არაფერი მიგვრძნია, როდესაც ლანვინის კოლექცია დავათვალიერე. ახალი დიზაინერის მაგივრად სინდისმა მე შემაწუხა. პოდიუმზე ჯონათან ანდერსონი ლუევეს პროტოტიპი ვიხილეთ.

სრულად – Lanvin S/S 2020

Vogue

როგორც ოლივიე თეისკენსის ერთგული თაყვანისმცემელი, ვინ იფიქრებდა, რომ გილერმო ჰენრის ნინა რიჩი მომენატრებოდა?! 2018 წელს გილერმომ ფრანგული მოდის სახლი დატოვა. ბრენდი ანტვერპენის აკადემიის კურსდამთავრებულების დუეტმა ჩაიბარა. რაშემი ბოთერი და ლიზ ჰეარბრაფი ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ახალმა კოლექციამ ცხადყო, რომ რაშემისთვის და ლიზისთვის ნინა რიჩის რანგის ბრენდი ჯერ ძალიან ადრეა.

სრულად – Nina Ricci S/S 2020

Vogue

მაშინ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ ბალმანი უფრო დიდი საცირკო სცენა ვერ გახდება, ოლივერ რუსტანი ახალი კოლექციით ჩნდება და საპირისპიროს გვიმტკიცებს.

სრულად – Balmain S/S 2020

შანელში გენიოსი აღარ არის.

სრულად – Chanel S/S 2020

Tags :