2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ეშმაკი ატარებს პრადას,” სადაც ლეგენდარული მერილ სტრიპი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალის რედაქტორად მოგვევლინა. “ეშმაკი ატარებს პრადას” არის ფილმი, რომლითაც საზოგადოების უმრავლესობას წარმოდგენა შეექმნა მოდის ინდუსტრიაზე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკული ვოგის მთავარ რედაქტორზე, ანა ვინტურზე, რომლის როლსაც ასრულებს მერილი. ფილმში ანა წარმოდგენილია, როგორც უფროსი, რომელიც ხშირად შეუძლებელ რაღაცებს ითხოვს მომსახურე პერსონალისგან, რომელსაც ყოველთვის დროულად უნდა ჰქონდეს მაგიდაზე ყავა, რომელმაც შესაძლოა, დილის 4 საათზე მოგთხოვოს სამუშაოს შესრულება და ა.შ.


ახლა თითქოს ყველაფერი შეიცალა, ვინტურს ვხედავთ მეტ გალაზე მოცეკვავეს, კარდაშიანებთან მოსაუბრეს და ხანდახან(!) ყავასაც თვითონ უკვეთავს. დღეს უკვე ვიცით, რომ ვერ იტანს თავიდან ფეხებამდე შავად შემოსვას და არც ჰუდების წინააღმდეგია, თუ ეს ჰუდი ‘’Hood By Air-ს’’ ეკუთვნის. მართალია, 2012 წლის შემდეგ, არაერთ ადამიანს ჰქონდა წარუმატებელი გასაუბრება ანასთან, მაგრამ მათი სიმცირე მოწმობს, რომ გასაუბრებისთვის ცუდი სამოსი აღარ არსებობს. ამ სტატიაში გთავაზობთ იმ 10 ადამიანის გამოცდილებას, რომლებმაც ვინტურთან გასაუბრება წარმატებით გაიარეს.

პირი, რომელსაც პატენტი ეცვა

„აიზაკ მიზრაჰის კაბა მეცვა,რომელიც ბარნისში ფასდაკლებით შევიძინე, ნაინ ვესტის წვივთან შესაკრავი ფეხსაცმელი, რომელიც ფაქტობრივად ტომ ფორდის გუჩის პატენტი იყო და 30 დოლარად შევიძინე. ეს კაბა რატომ ჩავიცვი? 90-იანები იყო; ძალიან მოკლედ შეიძლება ახსნა რატომ გვეცვა ის რაც გვეცვა. ჰელმუტ ლენგის გარდა, მიზეზი ის იყო, რომ ფული არ მქონდა (რაც მაშინ სამუშაოს რეკვიზიტი სულაც არ იყო). არ მეგონა, რომ შანსი მქონდა, ამიტომ საკუთარი თავის ვალში ჩაგდება არც მიფიქრია, უბრალოდ ვცდილობდი მაქსიმალურად მისნაირი წარმოვჩენილიყავი. იმ დროს, ყველა ჩემი რედაქტორი მეგობრები მინი-ანასავით გამოიყურებოდნენ და მე კი  საკუთარი თავი ისე წარმოვაჩინე თითქოს უკვე ვეკუთვნოდი მათ წრეს. იმ დღესვე მივიღე სამუშაო. ვინ იცის რას ფიქრობდა ჩემს სამოსზე, მთელი გასაუბრება სათვალე ეკეთა.“

პირი, რომელმაც 400 დოლარი დახარჯა შარვალზე

„ჩემი მეექვსე და საბოლოო გასაუბრება იყო ვოგში და ყველა გასაუბრებაზე მთლიანად შავებში ვიყავი გამოწყობილი, ამიტომ გადავწყვიტე ახლაც ის ჩამეცვა რაც ‘’იმუშავებდა’’. ბარნისში წავედი და გამყიდველს ვუთხარი, რომ ანა ვინტურთან გასაუბრებაზე მივდიოდი, მან ვინსის შავი, მოტკეცილი შარვალი შემომთავაზა, რომელიც ჯეი ქრიუს შავ, აბრეშმის ღილებიან ზედასთან და ზარას ვარდისფერ ღია ფეხსაცმელს შევუხამე. შარვალი 400 დოლარი ღირდა, რაც იმაზე ბევრად ძვირი იყო ვიდრე მე გავწვდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს გაამართლა, ისინი ახლაც მაქვს.
საბედნიეროდ, ჩემი ლონგჩემპის ჩანთა და დუტის ქურთუკი თავიანთ ოფისში დამატოვებინეს. გასაუბრება ოთხი წუთი გაგრძელდა, სანამ გამომიშვებდა სწრაფად ამათვალიერა. მოგვიანებით გავიგე, რომ შავი სძულს.“

პირი, რომელმა კაბა იყიდა და შემდეგ დააბრუნა

„მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა მეყიდა ახალი ტანსაცმელი. ‘’უახლესი სეზონის’’ – ხაზი გაუსვა ჩემმა სტილისტმა მეგობარმა. ბარნისში წავედი, თოვდა და უამრავი კაბა მოვირგე ალტუზარა, დრის ვან ნოტენი ( მიუხედავად იმისა, რომ მითხრეს  ანას ‘’სძულს’’ დრისი)  და პროენზა სქულერი. პროენზას კაბა საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა, თუმცა თბილი საერთოდ არ იყო. ‘’აუცილებლად ახალი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა’’- ვიღაცამ მირჩია. ბერგდორფ გუდმენში ჯანვიტო როსის ღია ფეხსაცმელი შევიძინე. გასაუბრების დღეს საშინელი ქარბუქი იყო, რა თქმა უნდა, ანას შეხვედრა არ გაუუქმებია. უზარმაზარი ქურთუკი მეცვა და უზარმაზარი ბუშტის ფორმის ქოლგა მეჭირა სახისა და თმის დასაცავად, გიგანტური და საზიზღარი სორალის თოვლის ჩექმები მეცვა, რომელიც დინოზავრის მსგავს ტერფებს მიჩენდა. ფეხსაცმელები შემოსასვლელში გამოვიცვალე,ასისტენტმა ჩემი ‘’სათოვლე აღჭურვილობა’’ ჩამომართვა და კარადაში შეინახა.
გასაუბრება სასიამოვნოდ და კარგად წარიმართა. ჩემი კაბა სწორი არჩევანი გამოდგა, გასაუბრების ბოლოს ანასგან კომფლიმენტიც დავიმსახურე: ‘’ჯეკი და ლაზაროა? (პროენზას დიზაინერები) დიდებულია’’. მოგვიანებით კი კაბა დავაბრუნე.“

პირი, რომელმაც გაიფიქრა, რომ ‘’მოსაწყენი’’ საუკეთესო არჩევანი იყო

„ნიუ-იორკში ზამთარი იყო, ამიტომ რთული იყო რაიმე ისეთის პოვნა, რაც სეზონურადაც შესაფერისი იქნებოდა და მოდურიც გასაუბრებისთვის. გადავწყვიტე ის კაბა ჩამეცვა, რომელსაც უკვე ვფლობდი: მუქი მწვანე ფერის ჯილ სანდერის მოკლე, უსახელო კაბა და ივ სან ლორენის ფეხსაცმელი. რახან კოლეჯი ახალი დამთავრებული მქონდა და კორპორაციულ გარემოში არასოდეს მემუშავა, გადავწყიტე ჩემი მოუწესრიგებელი ხვეული თმის ნაცვლად თმა დამესწორებინა. საბოლოო ჯამში ჩემი სამოსი მოსაწყენი იყო და საერთოდ არ გამოხატავდა ჩემს ანდროგენულ, ექსცენტრიულ ესთეტიკას, თუმცა ძალიან მინდოდა ანაზე შთაბეჭდილების მოხდენა და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე რომ პროფესიონალი გამოვჩენილიყავი.“

პირი, რომელმაც ფული დედისგან ისესხა

„გასაუბრებაზე ორჯერ ვიყავი. პიველად ასისტენტის პოზიციისთვის, მეორედ რედაქტორი რომ ვყოფილიყავი. პირველი გასაუბრებისთვის თმა დავისწორე და შავები ჩავიცვი- ქლაბ მონაკოს შალის ფართო შარვალი, გან საქსის კრემისფერი, ვიქტორიანული პერიოდის მსგავსი მაქმანებიანი ზედა მეცვა, ბალენსიაგას იასამნისფერი წვეტიანი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც გასაუბრებისთვის ვიყიდე და მგონი პირველად და უკანასკნელად მეცვა მაშინ, რადგან ძალიან მაღალი და არაკომფორტული იყო. ვიცოდი რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რაც მთლიან ლუქს ‘’შეკრავდა’’, ამიტომ ფული დედისგან ვისესხე. მთლიანობაში, მარტივი, ელეგანტური ლუქი გამოვიდა, ჩემი პატარა ხელფასის შესაფერისი.მეორე გასაუბრებაბაზე თმა ისევ დავისწორე და რახან ცოტახნით უკვე იქ მუშაობის გამოცდილებაც მქონდა , უფრო ძვირადღიებული ტანსაცმლის ყიდვაც შემეძლო. შანელი რედაქტორებისთვის პატარა ფასდაკლებებს აწყობდა ხოლმე. გასაუბრებაზე შანელის აბრეშუმის იასამნისფერი ნაცრისფერში მაღალყელიანი ბლუზა მეცვა, აბრეშუმის შავი ფერის ბაფთა მეკეთა, რომელიც საყელოს უკანა მხრიდან იწყებოდა, სტელა მაკარტნის შალის შავი, მოტკეცილი შარვალი და შავი ფეხსაცმელები. ის მეცვა, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ანა ზედას იცნობდა, მართლა ნასიამოვნები დარჩა შანელი რომ მეცვა.“

პირი, რომელმაც ფურფუშა ტანსაცმელზე უარი თქვა

„მოლურჯო კოსტიუმი მეცვა, პიჯაკი მაღალწელიან შარვალთან და ყავისფერ ქამართან, რომელსაც ვერცხლისფერი ბალთა ჰქონდა და საბრძოლო იარაღს წააგავდა. 22 წლის ვიყავი და მინდოდა ისე გამოვჩნეილიყავი თითქოს ტონი გუდმენის ხედვა და სიბრძნე მქონდა, ამიტომ ფურფუშა ტანსაცმლის დრო არ იყო. მეგობარს ჟივენშის ახალი კოლექციის ფეხსაცმელები გამოვართვი, რომელიც სრულიადაც არ იყო კომფორტული. მის ოფისში გატარებული დრო ცნობიერების დაკარგვას გავს. მთხოვა ჩემს თავზე მესაუბრა. ვინ იცის რეალურად რა ვუთხარი, არაფერი ვიცოდი, ერთი რაც მახსოვს ის არის, რომ ვუთხარი ჟურნალში ვისაც ვეთაყვანებოდი, გაოცებული დარჩა. ვინტურის ასისტენტის პოზიციისთვის მივედი გასაუბრებაზე და რედაქტორის პოზიცია დავიკავე.“

The Devil Wears Prada 2006

პირი, რომელიც შემთხვევით მთლიანად შავი სამოსით მივიდა

„ანას ასისტენტის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებაზე მივედი, ვოგში 6 ადამიანს უკვე ვიცნობდი, ანას ორი ასისტენტის ჩათვლით (ჩემი მომავალი კოლეგები). რატომღაც არავინ მითხრა თავიდან ფეხებამდე შავის ჩაცმის წესზე, ამიტომ მუქი შავი კოლგოტი მეცვა, მაღალყელიან ჩექმებთან და ვალენტინოს შალის მოლურჯო მინიქვედაბოლო დედაჩემის შავ მოსაცმელთან, რომელიც უკუღმა მეცვა ‘’ინდივიდუალურობისა’’ და ‘’კარგი ტიპობის’’ გამოსახატად.
ვცადე ანა იმით დამეინტერესებინა, რომ წიგნების კლუბში ვიყავი გაწევრიანებული, შემდეგ წიგნებზე ვისაუბრეთ ცოტახნით. ეს ყველაფერი 5 წუთს გაგრძელდა. სამუშაო რომ მივიღე, შემდეგ გავიგე როგორი მოსაწყენი და უსიცოცხლოა თავიდან ფეხებამდე შავი სამოსი.“

პირი, რომელსაც კოლეჯის დამთავრებიდან მეორე დღესვე მოუწია გასაუბრება

„გასაუბრების შესახებ მაშინ გავიგე სანამ კოლეჯის გამოსაშვებზე წავიდოდი. მთელი ჩემი ოჯახი ქალაქში იყო. მათთან ერთად სასტუმროში ვრჩებოდი და გადასვლას ვაპირებდი, ამიტომ ჩემი ნივთები ყუთებში იყო ჩაწყობილი. ანას გამოსაშვების მეორე დღეს შევხვდი. ალბათ თქმაც არ სჭირდება, რომ დრო არ მქონდა საოცნებო ტანსაცმელი მომემზადებინა. საბედნიეროდ ჩემი მშობლები ქალაქში იყვნენ. დედაჩემი ელეგანტური ქალია და თან ერთი ზომის ვართ, ამიტომ მისი გუჩის ვინტაჟი აბრეშუმის ბლუზა მეცვა დაიენ ვონ ფურსტებერგის უსახელო, A ფორმის კაბის გარეთ, ასევე დედაჩემის პრადას მაღალ ქუსლიანი ჩექმები. ტყავის ჩვეულებრივი ზურგჩანთა ვიყიდე, რომელიც ასისტენტებმა ჩამომართვეს ანას ოფისში შესვლამდე. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, მან კოლეჯის დასრულებაც კი მომილოცა ღიმილით.“

პირი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ცხელი სველი შემოხვევა ეკრა ზურგზე მისი ერდემის კაბის ქვეშ

„გასაუბრებისთვის არაფერი მიყიდია. არ მჯერა ახალი ტანსაცმლის ყიდვის, მითუმეტეს ძვირადღირებული ტანსაცმლის, როცა თავდაჯერებულად არ გამოიყურები. მაშინ უნდა იშოპინგო, როცა ბედნიერი ხარ. უკვე ვფლობდი ერდემის კაბას, რომელიც გასაუბრებაზე მეცვა (სიგრძით მუხლს ზემოთ იყო, რაც ალბათ ცოტათი სარიკოც იყო, მაგრამ ზაფხული იყო და თან ჩემი ფეხები მომწონს). ეს კაბა ჩემმა შეყვარებულმა მიყიდა რამდენიმე თვით ადრე. ვიცოდი, რომ ანას ყვავილებიანი პრინტები უყვარდა და ვიფიქრე, რატომ არ უნდა მეცადა დამწყები ბრიტანელი დიზაინერი და ყვავილებიანი პრინტები? გარდა ამის, ერდემი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პიროვნებაა მოდაში ვისთანაც შეგიძლია  იმუშავო. ლუბუტონები კარგი არჩევანი იყო, თვალში დიდად არ მოხვდებოდა – ნაცრისფერი ზამშის, ნორმალური სიმაღლის მაღალქუსლიანი ჩავიცვი, რომელშიც თავს მყარად, კომფორტულად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი დახურული იყო, პედიკური მაინც გავიკეთე, რადგან მჯერა ასეთ გასაუბრებაზე იმ განწყობით უნდა მიხვიდე თითქოს რენტგენული ხედვით გათვალიერებენ – შიშველი რომც ენახე, მაინც უნაკლო იქნებოდი თავიდან ფეხებამდე. ვოგის გოგონამ მირჩია თმა დამესწორებინა. როდესაც რამეს ეჭვობ, ჯობს თმა დაისწორო. მაკიაჟი თითქმის არ მეკეთა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იოგის ვარჯიშისას ზურგი დავიზიანე და ტკივილის გასაყუჩებლად ცხელი სველი შემოხვევა მეკრა. ვნერვიულობდი, მეგონა შეამჩნევდა.“

პირი, რომელმაც არ იცოდა რომ გასაუბრება ჰქონდა

„ანასთან გასაუბრებაზე გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა: ღვთის გულისთვის, არ ინერვიულო. მშვენივრად ვიცოდი ანას დამოკიდებულა მანოლო ბლანიკის მიმართ და ჩემი დამოკიდებულება უხერხული სიტუაციების მიმართ. ინტერნი დიდხანს ვიყავი და ბოლოს ასისტენტი ავიყვანე დასაწინაურებლად, არ ვიცოდი მის ოფისში თუ მომიწევდა მისვლა. ჰელმუტ ლენგის შარვალი მეცვა, პიტერ პილოტოსა და თარგეთის კოლააბორაციიდან ყვავილებიანი ბლუზა, საშინლად ჯღერს, მაგრამ ძალიან ‘’შიქ’’ იყო. ჰემიშ ბოულსი რომ ვიყო უკეთ აღვწერდი, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ. მოკლედ, დამირეკეს, ანა ვინტურს უნდა შევხვედროდი, ჩემს სამოსს დავხედე და საშინელი რაღაც დავინახე-დაბლები მეცვა და არა ოდრი ჰეპბერნი ან ტონი გუდმენის დაბლები, ისეთი დაბლები, როდესაც მაშინ უნდა გეცვას, როდესაც 15 წუთი გაქვს იმისთვის, რომ პრადაში გაიქცე და მერე უკან დაბრუნდე. წამის ნახევარი მქონდა რომ კარადაში რაიმე სხვა ამერჩია.

რამდენიმე მეგობარი მყავდა მოდის განყოფილებაში და მათი დამსახურებით გამოვძვერი ამ სიტუაციიდან და კარგადაც გამოვიყურებოდი. ფილმში ‘’ეშმაკი ატარებს პრადას’’ ბევრი რამ რეალური არაა, მაგრამ ის მომენტი, სადაც სტენლი სთილეთოს სტილის ფეხსაცმელს აწვდის დაბნეულ და შეშინებულ ენ ჰეთევეის, ეგ ნაწილი ძალიან რეალურია. ჩემთვის ასეთი ფეხსაცმელი საშინელი 41 ზომის, კლასიკური შავი, ზამშის მანოლოს ფეხსაცმელი იყო. ძალიან აღელვებული შევედი, მაგრამ დასაქმებული გამოვედი.“

“You’ve been AWOK’ed.” – ეს ის ფრაზაა, რომლის მოსმენაც ვოგში ყველაზე მეტად ახარებთ. როგორც ცნობილია, ვოგის მთავარი რედაქტორი თავისი თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმის შესაქებად სწორედ ამ ფრაზას იყენებს/წერს. ‘’ არცერთ რედაქტორს, სტილისტს, სამხატვრო დირექტორს არ დაავიწყდებათ თავიანთი პირველი AWOK’’- ამბობს ვოგის მოდური სიახლეების ხელმძღვანელი -‘’ხოლო ნაკლებად სასურველი შეტყობინებები, რაც შეიძლება მიიღოთ არის: ‘’ცდა განაგრძე’’, ‘’არა’’,“ მოსაწყენია’’.

Tags :