ედი სლიმანმა სელინის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. სეზონის დაკონკრეტება ღიმილის მომგვრელია, რადგან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2019 წლის შემოდგომა/ზამთარია, თუ 20** გაზაფხული/ზაფხული, როდესაც საქმე ედის ეხება. მითუმეტეს უმნიშვნელო და დროის კარგვაა ამ თემაზე წუწუნი და კრიტიკული სტატიები, ამიტომ ზედმეტი განხილვის გარეშე, თვალი გადავავლოთ ფრანგი დიზაინერის „ახალ“ კოლექციას. შოუს ვარსკვლავი ახალბედა მოდელი ანა ფრანჩესკაა, რომელმაც ჩვენება გახსნა და პოდიუმზე 3 ლუქი წარადგინა. გამხდარი აღნაგობით, თეთრი კანით, ბუნებრივი ქერა დატალღული თმით და დაწეული თვალებით, ანა იდეალურად ერგება ედი სლიმანის ხედვას.

ანა ფრანჩესკა Celine-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე


Vogue
Vogue
Vogue
Vogue

ედი სლიმანი სელინის გუშინდელი ჩვენების ფინალში

ვიდეო: სელინი გაზაფხული/ზაფხული 2020