გუშინ ბრუკლინში დიდი ხმაური იყო. მუსიკოსები, ტოპ მოდელები, დიზაინერები, ჟურნალისტები Barclays Center – ში რიანას თეთრეულის ბრენდის ჩვენებაზე შეიკრიბდნენ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რიანას Savage x Fenty -ს ამაზონ პრაივი ტელევიზიით გადასცემდა, საუბარი არ შეწყვეტილა. ვიქტორია სეკრეტის კრიზისის ფონზე, ინდუსტრიაში ქალის თეთრეულის ახალი შოუ ცნობილი სახეებით, რა თქმა უნდა, ინტერესს აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენების გადაღება კატეგორიულად აკრძალული იყო, რამდენიმე კადრი მაინც გავრცელდა.

როგორც დამსწრე სტუმრები წერენ, ჩვენება თავად რიანამ გახსნა და შოუს მსვლელობისას მას მუსიკალური ნომერიც ჰქონდა.

BOF -ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური კადრები, რომელზეც კარა დელევინიც პოზირებს. ცნობილია, რომ ჩვენებაზე ჯოან სმოლსი, ბელა და ჯიჯი ჰადიდებიც გამოვიდნენ, თუმცა ფოტოები ჯერჯერობით არ მოიპოვება.

BOF

რიანა და სტუმრები Savage x Fenty – ს ჩვენებაზე, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 10 სექტემბერი.

Getty Images
Getty Images/Zimbio
Getty Images/Zimbio
Getty Images/Zimbio
Getty Images/Zimbio

მონაწილეთა შორის იყო დამწყები სოლო არტისტი, ნორმანი, რომლის ახალმა მუსიკალურმა ვიდეომ “Motivation” დიდი მოწონება დაიმსახურა.


შოუს ჩანაწერს ამაზონ პრაივი 20 სექტემბერს გადასცემს.