მრავალფეროვნება (Diversity) უკანასკნელი სიტყვაა, რომლის მოსმენაც გსურთ, როდესაც დიზაინერმა ახალი კოლექცია წარადგინა? თუ ასეა, თქვენი კარგად მესმის, მაგრამ არა ქეისი ქადუალედერის შემთხვევაში, რომელმაც გუშინ მუგლერის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. თუ სხვა შემოქმედებითი ხელმძღვანელების მიერ მრავალფეროვნებაზე საუბარი ხელოვნური და ყურადღებაზე დამშეული პიარია, ქეისი იმ ბრენდშია, რომლისთვის განსხვავებული, თეატრალური, გადაჭარბებული, მრავალფეროვანი მოდელები, თუ კოლექცია ისეთივე ავთენტურია, როგორიც დიორში “Bar” ჟაკეტი. თიერი მუგლერის პოდიუმზე დრეგ-ქუინები, სუპერმოდელები, მსახიობები, თუ რეალური ადამიანები (ისინი, ვინც მოდელის პარამეტრებს არ აკმაყოფილებენ, თუმცა მოდელებად მუშაობენ) 90-იანები წლებიდან ქმნიდნენ ყველაზე მრავალფეროვან სანახაობას. დრო იყო, რომ ქეისის ეს უპირატესობა სათავისოდ გამოეყენებინა.

ჩვენება ბელა ჰადიდმა გახსნა და კარენ ელსონმა დახურა, თუმცა მათ შორის რუ პოლის Drag Race -ს მონაწილეები, პლუს ზომის ქალები, მოდელის სტანდარტებისგან განსხვავებული ადამიანები პოზირებდნენ და არა ირინა შეიკი, ქენდის სვანეფული, ჯოან სმოლსი, ან კაია გერბერი.

ბელას ლუქი,რომელიც უკვე რამდენიმე საათია ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს, თიერის არქივებით არის შთაგონებული.

მუგლერის არქივები

ბელა ჰადიდის გამხსნელი ლუქი

როდესაც ქეისიმ მუგლერის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით კომახიძე შეცვალა, პირველ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ მიზნად ძველი მუგლერის კოდების გაცოცხლება ჰქონდა, თუმცა მისი სადებიუტო ნამუშევრები საპირისპირო განაცხადს აკეთებდნენ. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული ქადუალედერის პირველი კოლექციაა, რომელშიც ჩანს დიზაინერის ამბიცია, რომ რელევანტური გახადოს ის, რაც მუგლერთან ასოცირდება, თუმცა სამწუხაროდ, 37 ლუქში მხოლოდ პირველი იმსახურებს ყურადღებას, რაშიც ბელა ჰადიდიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბრენდის იდენტობა თეატრალურ და პომპეზურ ოტ კუტიურზე დგას, რომელიც დღეს რელევანტური არ არის. გამოწვევა სწორედ ესაა. როგორ უნდა გააცოცხლო მუგლერის არქივები ისე, რომ დღეს, ქუჩის სტილით დომინანტურ მაღალ მოდას ეხმიანებოდეს? გახდეს უფრო სპორტული და ნაკლებად მდიდრული, ასეთი პასუხი აქვს ქეისის.

კარენ ელსონი ხურავს მუგლერის 2020 S/S ჩვენებას

Mugler RTW Spring 2020

საბოლოო ვერდიქტი? ვუფასებ მონდომებას და მცდელობას, მაგრამ ქადუალედერმა უნდა გაიაზროს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მომენტის იტ გოგონაზე მორგებული 1 ლუქი საკმარისი არ იქნება და არავის სურს კიდევ ერთი იაფასიანი, სპორტული, სამოყვარულო დონეზე შესრულებული კოლექციის ყურება.

კოლექცია სრულად – Mugler S/S 2020