სილვია ფენდიმ მილანის მოდის კვირეულზე FENDI – ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ეს არის სილვიას პირველი Ready To Wear (პრეტ-ა-პორტერი) სოლო კოლექცია კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე სილვიას დებიუტმა სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა, მისი RTW ნამუშევრის ხილვის შემდეგ, მსურს დაველაპარაკო ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კარლ ლაგერფელდი ბრენდში ფორმალური შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო და სინამდვილეში ყველაფერს გუნდი აკეთებდა.

Fendi – გაზაფხული/ზაფხული 2020 – მილანის მოდის კვირეული.

Vogue
Vogue

კოლექციაში ბევრი ლამაზი დეტალია, მათ შორის გამორჩეულად მიმზიდველად მოსასხამები და ჩანთები გამოიყურება. ქუდები, ყავისფერის და ხაკისფერის კომბინაცია სილვიას მამაკაცის სამოსის კოლექციის გაგრძელებაა, რომელიც მებაღეობით იყო შთაგონებული. ქალის შოუში მებაღეობა მზის ჩასვლით შეიცვალა, თუმცა იგივე დარჩა ტანსაცმელი, რომელიც ადვილად სატარებელია, მაგრამ ნაკლებად დასამახსოვრებელი და მდიდრული. ფენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის გოგო ძალიან ახალგაზრდაა, სანაპიროზე სეირნობს, ზღვის ჩასვლას საზაფხულო აქსესუარებით და აწეწილი თმით უყურებს, მაგრამ გლამური აკლია.

Vogue
Vogue
Vogue

სილვიას ფენდისთვის კომერციული ხედვა აქვს და გუნდს ამ მიმართულებით უფრო ტვირთავს, რაც შესაძლოა გონივრული გადაწყვეტილებაც იყოს, რადგან ახლა, როცა ბრენდი ნამდვილი შემოქმედებითი ლიდერის გარეშეა, ფენდის არსებობისთვის ფინანსური შემოსავალი სჭირდება, სანამ გარდამავალი მდგომარეობა არ დასრულდება და ახალი დიზაინერი არ გამოჩნდება, რომელსაც იტალიური მოდის სახლისთვის კარგად ჩამოყალიბებული ხედვა ექნება.

სილვია ფენდი Fendi – ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების დასასრულს – მილანის მოდის კვირეული.

ვიდეო: ფენდი გაზაფხული/ზაფხული 2020