1. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერების რაოდენობა შემცირებული იყო, სეზონი გამოტოვეს : გიორგი შაღაშვილმა, ჯაბა დიასამიძემ, ლელა ელოშვილმა, მარიამ გვასალიამ, ვასკამ, ანი დათუკიშვილმა და გოლა დამიანმა. ეს უკანასკნელი 5 დღიან მოდურ მარათონს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეუერთდა.

2. სეზონის დებიუტანტები: ერთი კარგად ნაცნობი დიზაინერი, რომელიც წლებია ქართულ მოდაში არ გამოჩენილა – ბიჭოლა თეთრაძე და მეორე ახალი სახე, რომელმაც სამხატვრო აკადემია ცოტა ხნის წინ დაასრულა და ბინექსთის გამარჯვებული გახდა – ლევან შველიძე.

შველიძეს ჩვენებას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა,მეტწილად ნეგატიური, რაც კოლექციიდან გამომდინარე გასაკვირი არც თავად დიზაინერისთვის უნდა ყოფილიყო. „ინტერვიუ სიკვდილთან,“ როგორც ლევანიმ უწოდა, სოციალურ ქსელში ათასზე მეტი ადამიანის კედელზე გადაზიარდა.

Levau Shvelidze გაზაფხული/ზაფხული 2020

FB: @MBFWTBILISI

ბიჭოლას სერიოზული განაცხადი არ გაუკეთებია. თუ შოუზე დასწრება ვერ მოახერხეთ, ნუ იდარდებთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგიკარგავთ.

Bicholla გაზაფხული/ზაფხული 2020

FB: @MBFWTBILISI
FB: @MBFWTBILISI
FB: @MBFWTBILISI

3. კვირეულის ფარგლებში საქართველოში შეხვედრა გამართა პაველ პავლიკოვსკიმ. პოლონელი კინო რეჟისორი საქართველოს ტოპ მოდელ მეუღლესთან, მალგოსია ბელასთან ერთად ეწვია. გამორჩეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლეგენდარული, ერთ-ერთი პიონერი ბლოგერი – დაიანა პერნე.

მნიშვნელოვან ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო მარტინ მარჯიელას ფოტოგრაფის არქივების გამოფენა, რომელიც საკულტო დიზაინერთად ერთად 1997 – 2008 წლებში მუშაობდა. თბილისში იმყოფებოდა ბიკემბერგსის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ლი ვუდი.

4. დიზაინერების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ნაკლები ესაუბრათ, თუ როგორია 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალი და მეტი დრო დაეთმოთ აქტუალური თემებისთვის. ანუკი არეშიძემ ჩვენება ეკოლოგიურ პრობლემებს მიუძღვნა, მაკა კვიციანმა დალოოდის შოუ ბულინგის თემასთან დააკავშირა.

დალოოდის ჩვენება არმინა არუთინიანმა გახსნა. გოგონა, რომელიც გუჩის წარმოდგენაში ერთხელ გამოჩნდა და საერთაშორისო პრესაში 1 სტატიის მთავარი ფიგურა არ ყოფილა, ქართული სოციალურ ქსელში, პრესაში განხილვის საგანი გახდა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე არმინა არუთინიანი თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ვარსკვლავია. მას ჩააკითხეს სამშობლოშიც, ჩამოიყვანეს საქართველოშიც, ინტერვიუებიც ჩაწერეს, წინა რიგშიც დასვეს, როგორც კვირეულის განსაკუთრებული სტუმარი, შოუც გაახსნევინეს, ფოტოებიც გადაღებაც სთხოვეს, მოკლედ, ყველა და ყველაფერი უმნიშვნელო გახადეს არმინას ფონზე.

Dalood გაზაფხული/ზაფხული 2020

FB: @MBFWTBILISI

5. ჩვენებების მთავარი ლოკაცია თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი იყო. შოურუმი, სპონსორებისთვის განკუთვნილი მხარეები, პოდიუმისთვის განსხვავებული სივრცეები, მოსაცდელი, ფილარმონია საუკეთესო ლოკაციაა ასეთი დიდი ღონისძიებისთვის. პრობლემად რჩება გარე ლოკაციები, რომელიც მეტწილად არ კონტროლდება. შესვლა შეუძლია ყველას, ვინც მივა.

ამ სეზონზეც დიზაინერების ნაწილმა ელექტრონული მოსაწვევები დაარიგა, რაც სოციალური ქსელით გამრავლდა. შედეგად, რამდენიმე ჩვენების ყურება აკრედიტირებული პრესის, თუ დიზაინერების მიერ დაპატიჟებული სტუმრებისთვისაც შეუძლებელი გახდა. განსაკუთრებული უხერხულობა და მოუწესრიგებლობა შეიმჩნეოდა აკა ფროდიაშვილის და ლალო დოლიძის ჩვენებებზე.

Lalo გაზაფხული/ზაფხული 2020

6. სიმფონიური ორკესტრის ფონზე წარადგინა ახალი კოლექცია დათუნა სულიკაშვილმა, რომელმაც ლოკაციად ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრი შეარჩია. ჩვენება სწორედ იმ ფერადკანიანმა მოდელმა გახსნა, რომელიც სიტუაციონისტის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს ვარსკვლავიც იყო.

Datuna გაზაფხული/ზაფხული 2020

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com

7. კვირეულის დახურვის პატივი კვლავ ბესარიონს ხვდა წილად, რომელმაც ახალი კოლექცია აბრეშუმის ქარხანაში წარადგინა. ბესარიონისგან სიახლეს მამაკაცის ლუქები წარმოადგენდა.

Bessarion გაზაფხული/ზაფხული 2020

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Tags :