31 წლის ასაკში რობინ რიანა ფენტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია. ფორბსის ცნობით,ბარბადოსელი მომღერლის ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. რიანას ქონების უმრავლესობა მოდას უკავშირდება. 2011 წელს არმანისთან თანამშრომლობა მანოლო ბლანიკთან კოლაბორაციებით გაგრძელდა, რაც დიორის კონტრაქტით დასრულდა. დიორის საუკუნოვან ისტორიაში რიანა გახდა ფრანგული ბრენდის პირველი ფერადკანიანი სახე. წარმატებული სეზონების შემდეგ, მომღერალი პუმას შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა. კომერციული წარმატება პუმას შემთხვევაშიც სახეზე იყო, ერთ ჟურნალს მეორე მოსდევდა, მოდაში კი რიანას კარიერა მხოლოდ იწყებოდა. მეტ გალას და CFDA – ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული წითელი ხალიჩის კაბების შემდეგ, მოდის ონლაინ გიგანტზე, ნეტაპორტზე რიანა საუკეთესოდ შემოსილ ქალად დაასახელეს. 2017 წელს მოდის ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH – მა რიანას კოსმეტიკის ბრენდში 10 მილიონი დოლარი ჩადო, ასე შეიქმნა Fenty Beauty, რომლის ღირებულება ახლა 3 მილიარდი დოლარია. გაყიდვაში გამოსვლიდან პირველ რამდენიმე კვირაში Fenty Beauty – ს შემოსავალი 100 მილიონი იყო. მაკიაჟის ბრენდის შემდეგ, რიანამ საცვლების კომპანიაც დააანონსა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შოუ მოაწყო, სადაც თეთრეული ყველა ზომის, ფორმის, რასის ქალზე იყო წარმოდგენილი. 2019 წლის მაისში LVMH – მა რიანას ტანსაცმლის ბრენდიც გამოუშვა. ბარბადოსელი გახდა პირველი ქალი, რომელმაც LVMH – ში ბრენდი შექმნა, პირველი ფერადკანიანი ქალი, ვინც LVMH – ში ბრენდს უხელმძღვანელებს და Fenty-პირველი ახალი ბრენდი გასულ 30 წელში, რომელიც LVMH – ის პატრონაჟით შეიქმნა.

რიანას გულშემატკივრები დაუღალავად წუწუნებენ ახალ ალბომზე, რაც გასაგებია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი კუმირი ახლა ფინანსურად დიდ იმპერიას აშენებს. რიანამ ძალიან ბევრი იშრომა, რომ მოდაში რეპუტაცია მოეპოვებინა, იარა ყველა ჩვენებაზე და ხელი შეუწყო უამრავ ახალბედა ბრენდს. ახლა იღებს თავისი გაწეული შრომის შედეგს.