რა არის CFDA?

ამერიკელი დიზაინერების საბჭო, რომელიც 400 ამერიკულ ბრენდს აერთიანებს, ფუნქციონირებს 1962 წლიდან.

როდის ტარდება და რამხელა მნიშვნელობის არის CFDA – ს დაჯილდოება?

დაჯილდოება იმართება ყოველი წლის ივნისში და ითვლება ამერიკული მოდის ოსკარად. ამერიკაში მოდის განხრით CFDA – ზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.

როდის და სად ტარდება CFDA – ს 2019 წლის დაჯილდოება?

3 ივნისს ნიუ-იორკში.

წელს ვინ არის ნომინირებული ქალის და მამაკაცის სამოსის კატეგორიებში?

ქალის სამოსი:  ბრენდონ მაქსველი, მარკ ჯეიკობსი, ქეით მულევი და ლაურა მულევი, როზი ასულინი, სანდერ ლაკი. კაცის სამოსი: მაიკ ამირი, ვირჯილ აბლო, კერბუ ჯენ-რეიმონდი, რიკ ოუენსი, თომ ბრაუნი.

წელს ვინ მიიღებს საერთაშორისო დიზაინერის ჯილდოს?

ალექსანდრ მაკქუინის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სარა ბარტონი.

წელს რომელი ვარსკვლავი მიიღებს სტილის აიქონის ჯილდოს?

ჯენიფერ ლოპესი.

წელს ინდუსტრიის რომელი ლეგენდა მიიღებს საპატიო ჯილდოს?

სტილისტი და ფრანგული ვოგის ყოფილი რედაქტორი კარინ როიტფელდი.

წელს ინდუსტრიის რომელი ლეგენდა მიიღებს Lifetime Achievement ჯილდოს ?

კოსტუმების დიზაინერი ბობ მაკი. მას შერის შოუსთვის 600-ზე მეტი კოსტიუმი აქვს შექმნილი.

წელს ვის ვიხილავთ წითელ ხალიჩაზე?

ვარსკვლავების სია არ არის გავრცელებული,თუმცა CFDA Awards-ზე ტრადიციულად ბევრი ცნობადი სახე ჩნდება. გასულ წლებში წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ: ტილდა სუინტონი, ბიონსე, ჯეი ზი, კანიე უესტი, კიმ კარდაშიანი, ქეით ბლანშეტი, ჯულიენ მური, ნიკოლ კიდმანი და ა.შ.