მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერი პარიზში გარდაიცვალა. ინფორმაციას WWD ადასტურებს. კარლს დაკავებული ჰქონდა ფენდის და შანელის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა. 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა ფენდის, 1983 წლიდან – შანელს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა დიზაინერი, რომელიც მაღალი მოდის ბრენდს 40 წელზე მეტი ედგა სათავეში. ლაგერფელდი იყო ერთადერთი და ის დღეს გარდაიცვალა.