დიზაინერებიკვირეულებიმსოფლიო

We can be heroes, forever and ever! კარლის ბოლო კოლექცია შანელის პოდიუმზე

Chanel F/W 2019
Fashionholics Online

დღეს პარიზში შანელის ჩვენება გაიმართა. 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არის კარლის უკანასკნელი ნამუშევარი შანელისთვის, პირველი შოუ ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ.
კარლი გერმანელი იყო და უყვარდა თოვლი. შანელის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გააფორმეს, როგორც დათოვლილი გერმანული სოფელი.

ჩვენება გახსნა მოდის ჩარლი ჩაპლინმა. სწორედ ასე მოიხსენიებდა ლაგერფელდი კარა დელევინს. კარლს კარა გამორჩეულად უყვარდა. დელევინს შანელის ჩვენება ცხრაჯერ აქვს გახსნილი. სიმბოლურია,რომ კარლის ბოლო კოლექციის ჩვენებაც კარას გაახსნევინეს.

კარა ხსნის შანელის ჩვენებას, 2019 წლის 5 მარტი, პარიზის მოდის კვირეული (Vogue.com)

ჩვენებაზე ვიხილეთ პენელოპე კრუზი. მსახიობი შარშან შანელის საერთაშორისო ელჩი გახდა. პენელოპე აღმოჩნდა კარლის ბოლო მუზა.

Vogue.com

1 წუთიანი დუმილი და მოდელების ცრემლები პოდიუმზე

ჩვენებაზე გაჟღერდა დეივიდ ბოუის სიმღერა Heroes. სტუმრებს სკამებზე კოლექციის აღწერა დახვდათ, რომელსაც კოკო შანელი და კარლ ლაგერფელდი ამშვენებდნენ.

კარლ ლაგერფელდი 2019 წლის 19 თებერვალს პარიზში გარდაიცვალა. ლაგერფელდი შანელს 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა. ფრანგულმა მოდის სახლმა კარლის შემცვლელად ვირჯინია ვიარდი დაასახელა, ლაგერფელდის მთავარი მარჯვენა ხელი, რომელიც შანელში კარლთან ერთად 30 წელი მუშაობდა. კარლის ბოლო კოლექცია სრულად იხილეთ ლინკზე.