1.საბავშვო სამოდელო სტუდიას მაღალი მოდის ინდუსტრიასთან კავშირი არ აქვს. ნამდვილ მოდაში არავის აინტერესებს სად დადიოდა მოდელი 15 წლამდე და გავლილი აქვს თუ არა კურსები, რომლებსაც საბავშვო სამოდელო სტუდიები ფულის სანაცვლოდ ‘ასწავლიან’ ბავშვებს.
2.გოგონა/ვაჟი სამოდელო სააგენტოში სიარულში ყოველთვიურ გადასახადს არ უნდა იხდიდეს, თუ მისი კარიერა მოიაზრება, როგორც პროფესიონალი მოდელის.
3.სამოდელო სააგენტო უნდა ზრუნავდეს მოდელის კარიერის განვითარებაზე. როდესაც სააგენტოს დახმარებით მოდელი დასაქმდება და ფულს გამოიმუშავებს, სააგენტო იღებს პროცენტს მოდელის გამომუშავებული თანხიდან. პროცენტის ოდენობა სამოდელო სააგენტოს და მოდელს შორის წინასწარ დადებული კონტრაქტით უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი მოდელს და სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის და არა ყოველთვიური გადასახადი, თითქოს ხატვის წრეა, ან მუსიკის.
4. ყველა პროფესიონალ მოდელს ჰყავს აგენტი. მაღალი დონის ბრენდები არ მუშაობენ გოგონებთან, რომლებსაც წარმომადგენლობა (სამოდელო სააგენტო) არ ჰყავთ.
5. მოდელებს მსოფლიოს გარშემო რამდენიმე სააგენტოსთან აქვთ კონტრაქტი. შესაძლებელია ოთხ ქვეყანაში ოთხი სააგენტო წარადგენდენთ, თუმცა 1 ქვეყანაში ორ სამოდელო სააგენტოსთან ვერ ითანამშრომლებენ.
6. მსოფლიოში რამდენიმე გამორჩეულად გავლენიანი საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა, მათ შორის: IMG, Next, Elite. მათ წარმომადგენლობა თითქმის ყველა გავლენიან ქალაქში ჰყავთ.
7.სამოდელო სააგენტოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფულის მახეა, ამიტომ სასურველია წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია სააგენტოს და მათი მოდელების შესახებ. საჭიროა გაარკვიოთ რომელ ბაზარზე, რა პირობებით მუშაობენ, რამდენ პროცენტს გადაიხდით სამუშაოს მიღების შემთხვევაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმოთ კონტრაქტი.