თბილისში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი ტარდება. კვირეულის მესამე დღეს, 4 მაისს, 2 საათზე გიორგი ქებურია ახალ კოლექციას წარადგენს. ქებურია კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სახელია, რომელიც ქართული მოდის შესახებ დაწერილ თითქმის ყველა საერთაშორისო სტატიაში ფიგურირებს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ 2018 წელს, დემნა გვასალიას შემდეგ, ქართულ მოდაში გიორგი ქებურიას სახელი ყველაზე ხშირად ისმოდა, რაც მეტწილად სათვალეების დამსახურება იყო. გიორგის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, გავიხსენოთ ვარსკვლავები, რომლებიც ქებურიას სამოსში და აქსესუარებში პოზირებდნენ.

ფოტო, რომელიც რიანამ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. მომღერალს უკეთია გიორგი ქებურიას სათვალე. ეს ფერი ექსკლუზიურად რიანასთვის შეიქმნა.

ფოტო კორტნი კარდაშიანის ინსტაგრამიდან. ვარსკვლავს აცვია კაბა ქებურიას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან. გასულ სეზონზე თათია ახალაიამ სწორედ ამ შავი ლუქით გახსნა გიორგის ჩვენება.

ლინდსი ლოჰანი გიორგი ქებურიას სამოსში. ლინდსი ჟურნალ Paper – ისთვის პოზირებს. ლუქი ქებურიას 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის.

კიდევ ერთი ლუქი გიორგის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან. ტოპ მოდელი გრეის ბოლი ჯამპაოლო სგურას ობიექტივში გერმანული ვოგისთვის პოზირებს.

სოლანჟ ნოულზი SURFACE – ს ყდაზე გიორგის ჰიტად ქცეული სათვალით.

ქებურიას წითელი სათვალე ამშვენებდა ელსა ჰოსკსაც. ვიქტორია სეკრეტის ანგელოზმა ფოტოები ინსტაგრამზე ატვირთა.

გოგონათა პოპულარული ჯგუფის, Firth Harmony-ს ყოფილი წევრი და ახლა უკვე სოლო არტისტი #1 ჰიტით ჰავანა, კამილა კაბეიო გიორგის სამოსში.