იმ მომენტიდან, როდესაც ლედი გაგამ 2019 წლის მეტ გალაზე ბრენდონ მაქსველის კოსტუმით შეაბიჯა, ბრენდონი წლის ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერებში ჩაიწერა. რა თქმა უნდა, დიზაინერს, რომელიც აცმევს მიშელ ობამას და ლედი გაგას, ერთ ადგილზე გაჩერება არ სურს. მაქსველმა თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. გუშინ საღამოს სტუმრებს მამაკაცის სამოსი პირველად წარუდგინა.

ამერიკელი დიზაინერების მამაკაცის ტანსაცმლისადმი სწრაფვა CFDA- ში განვითარებულ მოვლენებს შეგვიძლია დავუკავშიროთ. როდესაც ამერიკელ დიზაინერთა საბჭოში ტომ ფორდი ახალ თავჯდომარედ აირჩიეს, მთავარი მიზანი ამერიკული მოდის გლობალურ ფენომენად ქცევა გახდა. ნიუ-იორკი უნდა გახდეს ნაკლებად ამერიკული და უფრო საერთაშორისო. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, თუ ამერიკელი დიზაინერები საერთაშორისო მოთხოვნებს, ტენდენციებს ფეხს ვერ აუწყობენ. მამაკაცის ტანსაცმლის ბიზნესი ყოველსეზონურად იზრდება. როგორც კომ დე გაღსონის განცხადებაში ვკითხულობდით, მოდური მაღაზიების რიგებში მამაკაცების რაოდენობა უკვე თითქმის უტოლდება ქალ მყიდველებს. ასეთი რეალობის ფონზე, ლოგიკურია, რომ ამერიკელ დიზაინერებს სურთ თავი ახალ სეგმენტშიც გამოსცადონ.

მამაკაცის ლუქები ბრენდონ მაქსველის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue

მაქსველმა კარგად იცის, რომ ფული შესაძლოა ბევრ რამეზე დაზოგო, თუმცა არა მოდელების ვარსკვლავურ შემადგენლობაზე, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს მის ჩვენებებში. გუშინ პოდიუმზე მონატრებული ლაქი ბლუ სმიტი გამოჩნდა. ლაქის მოჰყვა კრისტი ტორლინგტონის ძმისშვილი, ჯეიმს ტორლინგტონი. პოდიუმზე ვიხილეთ შონ ოფრაი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი ტოპ მოდელი, საზოგადოებისთვის ცნობილი ტეილორ სვიფტის #1 ჰიტის, Blank Space – ს მუსიკალური ვიდეოდან.

Vogue

რაც შეეხება ქალის ტანსაცმელს, ტრადიციულად, ბრენდონის, როგორც დიზაინერის და არა სტილისტის, ხედვა ჩაცმად ლუქებზე დგას. ამჯერად მისი კოლექცია კიდევ უფრო ყოველდღიურობას მორგებული გახდა. ჩვენება ირინა შეიკმა გახსნა.

ირინა შეიკი ბრენდონ მაქსველის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue
Vogue
Vogue
Vogue

რაილი მონტანა, ბელა ჰადიდი, ემილი დიდონატო, ირინა შეიკი, გრეის ელიზაბეტი და ქენდის სვანეფული ბრენდონ მაქსველის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue
Vogue
Vogue
Vogue

ბრენდონ მაქსველი საკუთარი ჩვენების ფინალში

ვიდეო – ბრენდონ მაქსველი გაზაფხული/ზაფხული 2020


სმოკინგი წარმოადგენს სტილს და არა მოდას, რადგან მოდა მუდმივად იცვლება. სმოკინგი მოდის ისეთივე შეუცვლელი მემკვიდრეობაა, როგორც შავის და თეთრის საკულტო კომბინაცია. ეს ორი ერთად ქმნის მკაცრ,თუმცა ძალიან დახვეწილ ვიზუალს, რომლის წინაშეც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი უძლურია. ასეთ დროს ვიყენებთ სიტყვა კლასიკას, რაც გამოხატავს კოლექციის მარაუდიულობას. თუ ნიუ-იორკში არსებობს დიზაინერი, რომელმაც იცის როგორ უნდა შექმნას კლასიკა, რომელიც დროს გაუძლებს და ერთნაირად მიმზიდველი იქნება ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, მაშინ ეს – რალფ ლორენია.

ჯიჯი ჰადიდი ხსნის რალფ ლორენის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue
Vogue
Vogue

ჩვენებას განსაკუთრებულს ჯანელ მონეს წარმოდგენაც ხდიდა. შავ-თეთრი ლუქების ფონზე ბელა ჰადიდის წითელმა კაბამ კი შთამბეჭდავი მომენტი შექმნა.

Vogue
Vogue

ჯანელ მონე ასრულებს კომპოზიცია Let’s Face the Music and Dance – ს რალფ ლორენის გუშინდელ ჩვენებაზე.

IG: Ralph Lauren

კოლექციის შთაგონება 1920 / 30 -იანი წლების კინო გლამურიც გახდა, რაც ჩვენების წინა რიგზეც აისახა. არაერთი მსახიობი დაესწრო რალფის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარდგენას, მათ შორის იყო ქეით ბლანშეტიც.

IG: Ralph Lauren

ლეგენდარული რალფ ლორენის თავის ჩვენებაზე, 2019 წლის 7 სექტემბერი.

IG: Ralph Lauren

ჩვენება დახურა პოლონელმა ტოპ მოდელმა, ანია რუბიკმა.

Vogue

ვიდეო – რალფ ლორენი გაზაფხული/ზაფხული 2020

Tags :