მაღალი მოდის ბრენდებმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანიები გაავრცელეს, რაც ნიშნავს, რომ დროა ფავორიტებზე ვისაუბროთ.

Chloe S/S 2019: Rianne van Rompaey, Carolina Burgin, Hannah Ferguson, Imaan Hammam by Steven Meisel.

დიზაინერს აქვს ხედვა, ბრენდს – შესაძლებლობა, რომ კამპანია სტივენ მეისელმა გადაიღოს, შედეგიც შესაბამისია. ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰანა ფერგუსონი შეძლებდა მაღალი მოდის სარეკლამო კამპანიაში მომგებიანი სახე ყოფილიყო. რეკლამის გავრცელებამდე ვფიქრობდი, რომ იმანი ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც ვიზუალით ნატაშას ქლოეს გოგოს წარმოადგენს. იმან ჰამამის გარეგნობა ვერსაჩეს მეუბნება და არა ქლოეს.  სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ქლოეს ახალმა კამპანიამ გამაჩუმა. თამამად შემიძლია დავწერო, რომ ამის გაკეთება მხოლოდ სტივენ მეისელს შეუძლია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატოც ვთვლი, რომ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში სტივენ მეისელი საუკეთესო ფოტოგრაფია. ის ყოველთვის იწვევს მოდელებს, აძლევს მათ შანსს განსხვავებულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

Gucci S/S 2019 by Glen Luchford

ალესანდრო მიკელეს დედა კინო ინდუსტრიაში იყო დასაქმებული. მიკელე ხშირად იხსენებს მშობლებს, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ. მამამისი ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ცხოვრობდა, როგორც განდეგილი, ჩიტებს ესაუბრებოდა, არ ადარდებდა დრო, საათი მისთვის არ არსებობდა. დედამისი ძალიან აქტიური ქალი იყო, ორიგინალი ფემინისტი, როგორც მას ალესანდრო უწოდებს. მიკელეს დედას უყვარდა ჰოლივუდი, ფერადი კაბები, გლამური, ბევრი კამერა, წითელი ხალიჩა და ყველაფერი რაც ვარსკვლავურ ცხოვრებას უკავშირდება.

აქედან მოდის ალესანდროს მოდით დაინტერესებაც. ბავშვობაში უყურებდა დედას, რომელიც გლამურით იყო გატაცებული და ოცნებობდა, რომ მოვიდოდა დღე, როცა ამ ყველაფერს მსოფლიოს თავისი ხედვით წარუდგენდა. ეს დღე გუჩიში 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დადგა, როცა მიკელემ ახალი კამპანია გაავრცელა, რომელიც ჰოლივუდის ოქროს წლებით არის შთაგონებული.

Missoni S/S 2019 : Gisele Bundchen by Harley Weir

თუ თქვენ ხართ გულშემატკივარი, რომელიც ჟიზელ ბუნდჩენის ფენომენალურ კარიერას წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს, ალბათ დამეთანხმებით, რომ მისონის რეკლამებს ჟიზელის პორტფოლიოში გამორჩეული ადგილი უჭირავს.  მისონი იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ბრენდი, რომელმაც ჟიზელი კამპანიაში გადაიღო. ცნობილი ფაქტია, 1998 წელს ბუნდჩენის სახე თმით დაფარეს, რადგან გრძელი ცხვირის მქონე ნაკლებად ცნობილი გოგოს დაბეჭდვის შეეშინდათ. ჩემთვის ნოსტალგიურია ამდენი წლის შემდეგ კვლავ ჟიზელის ხილვა.

სეზონის სხვა მნიშვნელოვანი სარეკლამო კამპანიები და ტოპ მოდელები, რომლებიც მაღალი მოდის ბრენდების სახეები არიან:

Valentino S/S 2019 

Adut Akech & Kristen McMenamy by Juergen Teller

Burberry S/S 2019

Rianne Van Rompaey, Natalia Vodianova & Sora Choi by Nick Knight

VERSACE S/S 2019

Shalom Harlow, Irina Shayk, Vittoria Ceretti, Imaan Hammam, Adut Akech, Rianne Van Rompaey by Steven Meisel

Prada S/S 2019

Gigi Hadid, Freja Beha Erichsen, Liu Wen by Willy Vanderperre

Dior S/S 2019

Ruth Bell & Selena Forrest by Harley Weir

Tom Ford S/S 2019 EYEWEAR

Joan Smalls & Gigi Hadid by Ferry van der Nat

FENDI S/S 2019

Kaia Gerber, Adut Akech, Anok Yai by Karl Lagerfeld

Louis Vuitton S/S 2019

Ambar Cristal Zarzuela, Blesnya Minher, Carmen Amare, Kiki Willems, Krow Kian, Miriam Sanchez by Collier Schorr

Chanel S/S 2019

Nora Attal, Vittoria Ceretti, Adesuwa Aighewi, Hyun Ji Shin, Sarah Dahl, Rebecca Leigh Longendyke, Kris Grikaite by Karl Lagerfeld

BALENCIAGA S/S 2019

მოდელების და ფოტოგრაფის შესახებ ბრენდს ინფორმაცია არ გაუვრცელებია

Saint Laurent S/S 2019

Abbey Lee, Freja Beha Erichsen, Julia Nobis, Mica Argañaraz by
Juergen Teller

Bottega Venetta S/S 2019

Kaya Wilkins, Saskia de Brauw by Tyrone Lebon

Balmain S/S 2019

Olivier Rousteing & Cara Delevingne by Dan Beleiu

CELINE S/S 2019

Hannah Motler by Hedi Slimane

Marc Jacobs S/S 2019

Primrose Archer by Steven Meisel