1. მოდა / მოდური არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს.

2. სამოდელო ინდუსტრია და სილამაზის კონკურსი არ არის ერთი სფერო.  

3. ყველა წარმატებული ტოპ მოდელი ლამაზია, მაგრამ ყველა ლამაზი გოგო არ არის ტოპ მოდელის მონაცემების პატრონი.

4. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი არის ლუი ვიტონი.

5. ვოგის ერთადერთი გამოცემა, რომელსაც ქვეყნის მაგივრად ქალაქი აწერია არის პარიზის ვოგი – Vogue Paris. თუ არ კონკრეტდება რომელი ქვეყნის გამოცემაა, იგულისხმება ამერიკული ვოგი.

6. მოდის კვირეულები ყველგან იმართება, მაგრამ 4 არის მთავარი და ამ თანმიმდევრობით ტარდება: ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი.

7. ბალენსიაგა არ არის დემნა გვასალიას ბრენდი. ბალენსიაგას კრისტობალი ერქვა და ესპანელი იყო. დღეს ბრენდს ქერინგი ( ფრანგული კონგლომერატი) ფლობს, რომლის სათავეში პინოების ოჯახი დგას.

8. ვიქტორია სეკრეტი არ არის ვიქტორია ბექჰემის, ან ვინმე სხვა ვიქტორიას ბრენდი. ვიქტორია სეკრეტი მამაკაცმა შექმნა, რომელსაც როი ლარსონ რეიმონდი ერქვა.

9. ელი სააბი კაცია.

10. მოსკინო და არა მოშ/ჩ/სინო.