კანში კინოფესტივალი გრძელდება. წითელ ხალიჩაზე საინტერესო მოდური მომენტები ჰქონდა ჯულიენ მურს. მსახიობი 3 ლუქით გამოჩნდა: დიორი / დიზაინერი: მარია გრაცია ქიური, ლუი ვიტონი / დიზაინერი: ნიკოლა ჟესქიერი და ჟივანში / დიზაინერი: კლერ უაით კელერი.

მარია გრაცია ქიურის დიორი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) მტკივნეული ბრენდია. ის შესაძლოა იყოს ერთადერთი დიდი დიზაინერი, რომლის ბრენდიდან წასვლასაც მოდის მოყვარულების უმრავლესობა ელის, თუმცა მარიას დიორი კანში წითელ ხალიჩაზე კარგად მუშაობს.

ჯულიენ მური დიორის მწვანე კაბით წითელ ხალიჩაზე

8 მაისს 2020 წლის კრუიზ სეზონისთვის ნიკოლა ჟესქიერმა ლუი ვიტონისთვის ბოლო სეზონების განმავლობაში თავისი ყველაზე ძლიერი კოლექცია წარადგინა და კიდევ ერთხელ გაიმყარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა არ არის წითელი ხალიჩის დიზაინერი, ჯულიენის ლუქმა მოწონება დაიმსახურა.

ლუი ვიტონის კრუიზი 2020-ნიუ-იორკი

ჯულიენ მური კანში წითელ ხალიჩაზე

წითელი ხალიჩა ოტ კუტიურის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ჯულიენმა მესამე ლუქად ჟივანშის 2018 წლის კუტიურ კოლექცია შეარჩია, რომელიც ფრანგულ მოდის სახლში კლერ უაით კელერის ყველაზე კარგად შეფასებული ნამუშევარია.

ჟივანში 2018 წლის ოტ კუტიური შემოდგომა/ზამთარი

ჯულიენი კანში წითელ ხალიჩაზე