სექტემბერი ახალი სეზონის დასაწყისია და, ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი თვე მოდაში. ამ პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილი აღდგენილი ძალებით უბრუნდება ჩვეულ რიტმს ან ცხოვრების ახალ ეტაპზე იწყებს გადასვლას.

Harper’s Bazaar სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: მარიო სორენტი

მოდა ცხოვრების სტილს ერგება. ვითარდება ისე, როგორც საზოგადოება. ის ხალხს სთავაზობს პროდუქტს, რომელსაც ხალხი შთააგონებს. საზოგადოება განაპირობებს მოდის სახეს, შემდეგ კი მისი მოხმარებით მოდაში არეკლილ თავის სახეს წარმოაჩენს. ინდუსტრიისთვის, რომელიც ადამიანების მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მათ სურვილებს, ვერ იქნება უფრო მნიშვნელოვანი სხვა თვე, ვიდრე ის, რომელიც ახალ დასაწყისს, რიტმის აღდგენას გულისხმობს.

British Vogue სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: პიტერ ლინდბერგი

მოდური გამოცემები განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ სექტემბრის ნომრის მომზადებაზე. შემოდგომა/ზამთრის სეზონი მოდაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაზაფხული/ზაფხულის, რაც ასევე საზოგადოებამ და მისმა ცხოვრების წესმა განაპირობა. სექტემბერში ნიუ-იორკიდან იწყება მოდის კვირეულების ახალი ციკლი,  რომელიც გრძელდება ლონდონში, მილანსა და პარიზში. მაღაზიებში ეშვება გასულ სეზონებზე ნაჩვენები შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. ჟურნალები კი წარმოაჩენენ, მკითხველებს აინტერესებენ, აცნობენ და სთავაზობენ მათ.

Elle სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: ალექსი ლუბომირსკი

გაზაფხული/ზაფხულის სეზონთან შედარებით, შემოდგომა/ზამთრის სეზონის აქსესუარებსა და სამოსზე უფრო მეტი სტატია იბეჭდება. ამ თვის ნომრები სხვა თვეებთან შედარებით უფრო დიდი მოცულობითაც გამოირჩევა. ბევრად დიდი ადგილი უჭირავთ რეკლამებს.

InStyle სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: ფილ პოინტერი

რედაქტორები ცდილობენ სექტემბრის ნომრის გარეკანზე ის მოახვედრონ, ვინც იმ მომენტში განსაკუთრებით აქტუალურია. ტენდენცია, რომ ჟურნალებმა ასახონ რეალობა უფრო და უფრო მკვიდრდება, სექტემბრის ყდები კი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მასის ინტერესებს.

Vogue სექტემბერი 2019
ფოტოგრაფები: ინეზ & ვინუდი
Vanity Fair სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: ალასდერ მაკლელანი
Cosmopolitan სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: ერიკ რეი დევიდსონი
Harper’s Bazaar UK სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: პამელა ჰენსონი
Essence სექტემბერი 2019
ფოტოგრაფი: კვაკუ ალსტონი