ფრაგმენტები ანუკი არეშიძის ინტერვიუდან Forbes – ისთვის. ჟურნალისტი და ავტორი: სტეფან რაბიმოვი.

მოდის ინდუსტრია, ეროვნული პოლიტიკა, ოჯახი… ამ ყველაფერს ერთად როგორ აბალანსებ?

რთულია (იცინის). პირველ რიგში მე დედა ვარ, შემდეგ მეუღლე და ამის შემდეგ დიზაინერი. ეს პრიორიტეტების განსაზღვრაში მეხმარება. ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალ ცხოვრებას (ინტერვიუ ჩაწერილია 2017 წელს,როცა კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს) და ეს უფრო მეტ ცვლილებას მოიტანს. ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, რომ ჩემს ოცნებებს გავყოლოდი. ახლა მსურს ჩემი ახალი როლით უფრო აქტიური ვიყო, როგორ ვთქვა… უფრო ხილვადი. ეს მხოლოდ ჩემთვის არ იქნება. ეს იქნება სხვა ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ახლა შანსი მაქვს ბევრი კარგი რამ გავაკეთო მათთვის, მათი მომავლისთვის.

როგორია მოდური ბრენდის შექმნა განვითარებად ბაზარზე?

ჩვენ არ გვაქვს… ყველაფერი? (იცინის) მე ძალიან დიდი ენთუზიაზმი მქონდა, როცა ეს საქმე დავიწყე. ახლა, თითქმის 5 წლის შემდეგ, მესმის, რომ ყველაფერი ხარჯები და რისკებია. ჩვენ არ გვაქვს ფაბრიკები, რომლებიც მაღალი ხარისხის ნაჭრებს აწარმოებენ, ამიტომ უცხოეთიდან ჩამოგვაქვს. რთულია კარგი სპეციალისტების მოძებნა, ვინც კარგად კერავს, ამიტომ უნდა ვასწავლოთ მათ. და ვიღაც, ვისაც შეუძლია გაყიდოს, მოგიყვეს ისტორია, რომელიც ჟაკეტს შეგაყვარებს,ხომ ხვდებით… ასეთ ადამიანებსაც ვეძებთ. მაგრამ მე ამ საქმის ყველა მომენტი მიყვარს და როგორც ბრენდი, ორგანულად ვიზრდებით, რადგან ქართველებს მართლა უყვართ შემოქმედებითი ხალხი.

Instagram/@anoukigold

სტრატეგიულად, შენ კოლექციებს ყოველთვის მილანში და პარიზში წარადგენ. რატომ აგრძელებ თბილისში ჩვენებას?

მე დიზაინი მილანში ვისწავლე, ჩემი შვილები მილანში გავაჩინე, ასე რომ ჩემთვის იქ წარდგენა ბუნებრივია. რა თქმა უნდა, თუ მოდის ბიზნესში ხარ პარიზი პარიზია (იცინის), მაგრამ თბილისი ჩემი სახლია. ეს ჩემი ხალხია. ყოველთვის, როცა აქ ჩვენებას ვაკეთებ, ხალხი მირეკავს, მწერენ. ადამიანები მართლა ელიან (ჩვენებას), ზეიმივით არის. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. იღბლიანი ვარ, რომ ხალხს მოსწონს ჩემი სტილი. იმდენი გოგონა მეუბნება, ‘შთამაგონებ და ამიტომ ვყიდულობ შენს სამოსს,’ ამ მხრივ იღბლიანი ვარ, ერთმანეთს ვზეიმობთ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ჩემი ჩვენებებისთვის აქ საუკეთესო ლოკაციები მოვძებნო. მინდა ყოველ ჯერზე ძალიან განსაკუთრებული იყოს. რაღაც რაც ყოველთვის დაგამახსოვრდება.

რას ნიშნავს შენთვის ქართული სტილი?

ოუ, ქართველებს საყვარელი ფერი აქვთ,შავი. ჩვენ ძლიერი გემოვნება გვაქვს, ძალიან ქარიზმატული სტილი. მე ყოველთვის ვცნობ ქართველებს ნებისმიერი ქალაქის მოედანზე, ან აეროპორტში,ერთი წუთში (იცინის). ალბათ იგივეს სხვებიც ამბობენ. იტალიელები ამჩნევებ იტალიელებს, ამერიკელები ამერიკელებს, ან რუსები ცნობენ ერთმანეთს მაშინვე.

Instagram/@anoukigold

როგორ განმარტავ ფუფუნებას (Luxury) ?

Luxury არ არის მაღალი ფასი, ან ეს ჩანთა, ან ის წყვილი ფეხსაცმელი. ეს უფრო პიროვნებაა, რაღაც, რაც შენს სულშია. ბევრს ვხედავ მთლიანად გუჩის ლუქში, მაგრამ არ გამოიყურებიან მდიდრულად… (იცინის) მთლიანად პიროვნებაზეა დამოკიდებული.

რომელია ყველაზე შემაწუხებელი კითხვა, რომელზეც ახლა ფიქრობ?

არ ვიცი რატომ, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, ‘შემიძლია უკეთ გავაკეთო?’ (პაუზა) ახლა ვიტირებ. ვწუხვარ, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ ვარ. ყოველთვის ვამბობ, ‘ანუკი, შენ უფრო მეტი შეგიძლია!’