კვირეულებიმოდელებისაქართველო

ტოპ 3 ქართველი მოდელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე

Tatia Akhalaia for D&G F/W 2019 - Milan / Vogue.com
Fashionholics Online

საქართველოს პირველი ტოპ მოდელის სტატუსი კვლავ ვაკანტურია,თუმცა ქართველი გოგონები მუშაობენ მოდის საერთაშორისო ბიზნესში და 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ამის ნათელი მაგალითია.
თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი ჰქონდა ლიკა რიგვავას. ქართული მოდის კვირეულების ფავორიტი გოგონა ევროპული ბრენდების პოდიუმზეც გამოჩნდა. გასულ თვეში ლიკას პორტფოლიოს 4 მნიშვნელოვანი ბრენდი შეემატა: Jil Sander, Marine Serre, Lemaire, Y/Project. საქართველოში ლიკა სააგენტო Look Modéls Managemént – ის მოდელია.

Vogue.com

ლუქმოდელსის კიდევ ერთი სახე,მარიშა ურუშაძე მონაწილეობდა მილანის და პარიზის მოდის კვირეულებში. იმ ბრენდების ჩამონათვალი, რომელთა ჩვენებაზეც ქართველი მოდელი ვიხილეთ: Victoria Tomas , Ermanno Scervino, Moncler, Mugler.

Vogue.com

ქართველი გოგონებიდან ყველაზე ცნობილი ბრენდის პოდიუმზე მოხვედრა თათია ახალაიამ შეძლო. თათია მილანში დოლჩე&გაბანას შოუში დამტკიცდა. ეს არ ყოფილა ქართველ მოდელს და იტალიურ მოდის სახლს შორის პირველი თანამშრომლობა. ახალაია დოლჩე&გაბანას ალტა კოლექციების წარდგენაში იღებდა მონაწილეობას. თათიას გადაღებული ფოტოები იტალიური მოდის გიგანტის ოფიციალურ ინსტაგრამზეც აღმოჩნდა.

თათიას დედა სააგენტო არის IC Model Management. ახალაია ქართული ელიტ მოდელ ლუქის გამარჯვებულიც გახლავთ.

Vogue.com
Tags : featured