CFDA – ის თავჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე,ინტერნეტში გავრცელდა ტომ ფორდის ფრაზა, რომელიც ამერიკული მედიის განხილვის თემა გახდა. უცნობია ვინ გაავრცელა ცრუ ბეჭდური ინტერვიუ,სადაც ფორდი ქვეყნის პირველ ლედის განდიდებულ ესკორტს, ქურდს და ცუდი გემოვნების მქონეს უწოდებს, მაგრამ ფრაზა ინტერნეტს მოედო და განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ტვიტერზე ტომ ფორდი #2 ტრენდი იყო, რადგან ათასობით ამერიკელი პოსტავდა მის შესახებ. დემოკრატები აქებდნენ, ტრამპის მხარდაჭერები ბოიკოტს უცხადებდნენ. მოდურმა პრესამ დაწერა, რომ ფრაზა ტომს არ ეკუთვნოდა და ფორდს მსგავსი რამ არსად უთქვამს. რატომ გავრცელდა ცრუ სიახლე CFDA-ის არჩევნების წინა ღამეს? ვიფიქრებდი, რომ ხელის შეშლა უნდოდათ, მაგრამ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების 90% ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგია. თუ მიზანი ფორდის კანდიდატურის ჩაგდება იყო, მაშინ უნდა გაევრცელებინათ, რომ ტომი ტრამპის მხარდამჭერია. დიზაინერმა მელანია ტრამპის შემოსვაზე უარი მართლაც თქვა, თუმცა ეს 2 წლის წინ იყო და მიზეზად პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად თავისი ტანსაცმლის სიძვირე დაასახელა.

გუშინ ფორდმა WWD – სთან დაადასტურა,რომ ახლად გავრცელებული ფრაზა სიცრუა და მელანია ტრამპის შესახებ მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

„არასდროს! არასდროს არსად არ მითქვამს, რომ მელანია ესკორტია. წლების წინ ვთქვი, სანამ ტრამპს აირჩევდნენ, რომ არ შევმოსავდი არც მას და არც ჰილარის(კლინტონს). პირველ ლედის და პრეზიდენტს უნდა ეცვათ სამოსი, რომელიც იქმნება ამერიკაში. მათი ტანსაცმლის ფასი ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი სამოსი ზედმეტად ძვირია. მიშელ ობამას მხოლოდ ერთხელ ჩავაცვი და ის მაშინ ინგლისში დედოფალს ხვდებოდა, მეც ლონდონში ვცხოვრობდი. ვერ მოძებნიან ორიგინალ წყაროს, სადაც ეს ვთქვი, რადგან არ მითქვამს. ასეთ რამეს არასდროს ვიტყოდი.“ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ისტორია სიცრუეზეა აგებული, ინტერნეტი ჩვეულ ფორმაშია.