შანელში ვირჯინია ვიარდის კუტიურ დებიუტის შემდეგ, ჯერი სილვია ფენდიზე მიდგა, რომელმაც გუშინ რომში ფენდის პირველი დამოუკიდებელი ოტ კუტიურ კოლექცია წარადგინა. სილვია ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი და ფენდის ოჯახის მემკვიდრეობის გამგრძელებელია, თუმცა გასული 40 წელი ბრენდს კარლ ლაგერფელდი ხელმძღვანელობდა. ტრადიციულად, ფენდი Haute Couture კვირეულში არ იღებდა მონაწილეობას და ბრენდი ამ ტიპის სამოსს არ აწარმოებდა, თუმცა დაახლოებით 5 სეზონის წინ, კარლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფენდის ისტორიაში პირველად გაკეთებულიყო Fendi Couture.

ფენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება მიკა არგანაზარმა გახსნა – შემოქმედებითი ხელმძღვანელი: სილვია ფენდი.

ფენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური

სილვიამ ჩვენება რომის საკულტო არქიტექტურული ძეგლის, კოლიზეუმის ტერიტორიაზე მოაწყო. ამ მშვენიერ ლოკაციაზე ჩვენების გამართვა რამდენიმე სეზონია იგეგმება. მოლაპარაკებების პროცესში ლაგერფელდიც იღებდა მონაწილეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ, გადაწყდა, რომ კარლისთვის მიძღვნილი ფენდის შოუ, პირველი კუტიური გერმანელი დიზაინერის გარეშე, სწორედ კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულიყო.

ფენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური

„ჩვენ იგივე გუნდი ვართ, ჩვენებაზე იგივე ხალხი მუშაობს. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ კარგი და შეკრული გუნდი ვართ და მისგან (კარლისგან) ბევრი რამ ვისწავლეთ.“ – სილვია ფენდი.

ფენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური

ჩვენება დახურა ფრეია ბეა ერიქსენმა. პოდიუმზე ვიხილეთ ქენდის სვანეფული, მარიაკარლა ბოსკონო და ნატაშა პოლი.შოუს ქასტინგ დირექტორი იტალიელი პიერჯორჯიო დელმორო გახლდათ.

ფრეა ბეა ერიქსენი და ვიტორია ჩერეტი ფენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კუტიურზე

ქენდის სვანეფულის პირველი გამოჩენა ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ახალი სეზონის პოდიუმზე.

კოლექციიდან ყველა ლუქის ფოტო > Vogue.com/Fendi

ვიდეო : ფენდი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური