ახალი სატელევიზიო შოუ „ევას მკვლელობისას“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. სერიალში მთავარ როლებს სანდრა ო და ჯოდი კომერი ასრულებენ. მსახიობების მაღალი დონის შესრულება უკვე ბევრი ჯილდოთი დაფასდა, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო და სახალისო ჯოდი კომერის პერსონაჟის, ვილენელის გარდერობია. ვილენელი სერიალში დაქირავებული სერიული მკვლელია.

პირველად ღიმილი მოლი გოდარდის ვარდისფერმა კაბამ მომგვარა, რომელიც ვილენელს სერიალის დასაწყისში ეცვა.

მოლი გოდარდის სტილის გარშემო ამტყდარი აურზაური რიანას სახელს უკავშირდება. შეუხედავი და უმნიშვნელო იყო, სანამ რიანამ არ მოირგო.

ვილენელმა მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი მალევე მომიწყო. სერიულ მკვლელს ამჯერად დრის ვან ნოტენი ეცვა.

რას იტყვით ქლოეში ნატაშა ლევის სადებიუტო კოლექციაზე?

Chloé გაზაფხული/ზაფხული 2018

პერსონაჟს უყვარს შოპინგი. ის ხშირად სტუმრობს ტანსაცმლის მაღაზიებს. ვენაში შოპინგზე ვილენელს ბარბერის თრენჩი ეცვა. პარიზში ბიჭთან შეხვედრაზე კი მიუ მიუს კაბით ვიხილეთ.

სერიალის მეორე სეზონში ოტ კუტიურიც გამოჩნდა. ჯოდი კომერის პერსონაჟმა ალექსანდრ მაკქუინის შავი კუტიურ კაბა მოირგო.

ვილენელი შესაძლოა არ იყოს ქერი ბრედშოუ სერიალიდან სექსი დიდ ქალაქში, მაგრამ ნამდვილად გვიცვლის წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლება იყოს ფსიქოპათი მკვლელის ჩაცმის სტილი.